რეგისტრირებული ფაქტები88136
სორტირება თარიღი მზარდობით
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 10 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სინოდს მოეწონა არისტო ვასილის ძე ქუთათელაძის მიერ შედგენილი „ქართული გრამატიკა“ და სასულიერო სასწავლებლებსა და სემინარიებში ამ გრამატიკის სწავლება გადაწყვიტა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 11 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გიორგი წერეთლის წიგნი „მამიდა ასმათი“ 20 კაპიკად იყიდებოდა.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 12 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე ქაიხოსროს ძე აბაშიძე შავი ქვით ვაჭრობდა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 12 იანვარს თბილისის ქართულ თეატრში უნდა წარმოედგინათ დავით გიორგის ძე ერისთავის მიერ რუსულიდან გადმოკეთებული 4-მოქმედებიანი პიესა „მეორედ გაყმაწვილება“.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 12 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, შავი ქვის წარმოება პირველად აკაკი წერეთელმა დაიწყო.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 12 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მ. დ. ტატიშვილს ავაზაკები დაესხნენ თავს.
1889
ტიპი: მფლობელობა
1889 წლის 12 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გედევან ჩუბინიძეს ზესტაფონში სამიკიტნო ჰქონდა.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 12 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პავლე მოსეშვილი ადრე ხორცით ვაჭრობდა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 12 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ დაბეჭდილ გ. წერეთლის სტატიაში შავი ქვის წარმოების შესახებ აღნიშნულია, რომ 1881 წელს კავკასიიდან საზღვარგარეთ გაიტანეს ნახევარი მილიონი ფუთი შავი ქვის მადნეული.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 12 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, შავი ქვით ვაჭრობა პირველად პავლე მოსეშვილმა და გედევან ჩუბინიძემ დაიწყეს.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 12 იანვარს მთავრობის განკარგულებით მანსვეტოვი კავკასიის მე-4 მსროლელთა დრუჟინაში გადაიყვანეს.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 14 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დავით ტყემალაძე ვერის წმინდა იოანეს ეკლესიის მღვდლად დანიშნეს.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 14 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისის მე-2 გიმნაზიის საპატიო მზრუნველმა ნიკოლოზ ბაგრატიონ-მუხრანსკიმ თანამდებობა თავისი სურვილით დატოვა.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 14 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დავით ტყემალაძე გორის სასულიერო სასწავლებელში პედაგოგად მუშაობდა.
1889
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1889 წლის 14 იანვარს ავალიშვილი თელავის წმინდა ნინოს სახელობის დედათა სასწავლებლის ფანჯრიდან გადმოვარდა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 15 იანვარს ნ. და გ. ჩიკვაიძეებს მუშტაიდის ბაღის ბუფეტი უნდა გაეხსნათ.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 17 იანვრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, კავკასიის სამოსწავლო ოლქის სამზრუნველო კომისიამ განიხილა და მოიწონა არისტო ქუთათელაძის „ქართული გრამატიკა“.

