რეგისტრირებული ფაქტები91197
სორტირება თარიღი მზარდობით
1889
ტიპი: ღონისძიება
საბრძოლო დამსახურებისთვის და სამსახურში წარჩინებისთვის ვასილ გაბაშვილი 1889 წელს წმინდა ანას II ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წელს ალექსანდრე გედევანიშვილმა ბაქოს 153-ე ქვეით პოლკში დაიწყო სამხედრო სამსახური.
1889
ტიპი: ღონისძიება
სამხედრო სასწავლებელში სწავლის პარალელურად, ალექსანდრე ანდრონიკაშვილი 1889 წლიდან არმიაშიც მსახურობდა – ჯერ ყარსის საციხოვნო არტილერიაში, მოგვიანებით კი, ალექსანდროპოლის საციხოვნო არტილერიაში და კავკასიის საალყო საარტილერიო პოლკში.
1889
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1889 წლის 2 იანვარს დაიბადა ვალერიან ივანეს ძე გაფრინდაშვილი ქუთაისში, მართლმადიდებელთა ოჯახში.
1889
ტიპი: პირადი ინფორმაცია
პედაგოგი ქსენია ექვთიმეს ასული ბეჟანიშვილი დაიბადა 1889 წლის 3 იანვარს. ის იყო მართლმადიდებელი. მისი წლიური ხელფასი შეადგენდა 8 340 მანეთს.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 4 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ მარიამ ჯაჯანაშვილის ნათარგმნი საახალწლო მოთხრობა „საიდუმლო მოწოდება“ გამოქვეყნდა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 4 იანვარს ლინდენის სახლიდან 300 მანეთის ღირებულების ოქროს სამკაული მოიპარეს.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 6 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თადა აშორდიამ მეგრული დამწერლობის დაარსება გადაწყვიტა და მეგრული ანბანი შეადგინა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 6 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კოტე სიმონის ძე მესხის დასმა ბათუმში „შეშლილია“ და „გემრიელი ლუკმა“ წარმოადგინა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 6 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავში ტყავზე დაწერილი მეცხრე საუკუნის მანუსკრიპტი აღმოაჩინა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 6 იანვარს თბილისის სათავადაზნაურო სკოლის ღარიბ მოსწავლეთა სასარგებლოდ მარიამ ვახტანგის ასულმა ორბელიანმა და მარიამ ალექსანდრეს ასულმა ორბელიანმა ბალი გამართეს.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 8 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ოლივერ უორდროპი საქართველოში მოგზაურობის დროს თელავში ჩავიდა.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 8 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ თათუზოვმა თელავის დეპუტატად დარჩენაზე უარი განაცხადა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 8 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ თათუზოვის რჩევით თელავის მოსახლეობამ თვითმმართველობის შემოღება გადაწყვიტა.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 8 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თელავის ერთ-ერთ დეპუტატად ივანე ბაღდოევი აირჩიეს.

