რეგისტრირებული ფაქტები88132
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლის 27 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა, გრიგოლ ყიფშიძემ დიდი თონეთის სკოლის მასწავლებელ ბესარიონ ჭილაძეს აცნობა, რომ პირველი იანვრიდან სკოლა ქართულ საყმაწვილო ჟურნალ „ნობათს“ მიიღებდა.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლის 6 მაისს ბესარიონ ჭილაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისგან მიიღო მარტის, აპრილისა და მაისის ჯამაგირი – 75 მანეთი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 15 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა ნიკოლოზ მთავრიშვილმა მასწავლებელ დიმიტრი ბერულავას აცნობა, რომ გამგეობა ახუთის საზოგადოების თხოვნას სკოლის აშენების შესახებ ვერ დააკმაყოფილებდა. საზოგადოება ასეთ შემწეობას მხოლოდ თავის უწყებაში მყოფ სკოლებს აძლევდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 15 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა, ნიკოლოზ მთავრიშვილმა გენერალ-ლეიტენანტ კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილს სთხოვა, რუისის სკოლის ბიბლიოთეკისთვის გაეგზავნა შემდეგი წიგნები: ქართული ანდაზები, „ამბები ყრმათათვის“, „ალი“, „პატარა ბიბლიოთეკა“, „ზაფხული“, სახელმძღვანელო ლოცვები, „იგავ-არაკნი“ (საზოგადოების გამოცემა), „იგავ-არაკნი“ (ჩარკვიანის გამოცემა), სტეფენსონის „რკინიგზის შემომღები“, „დარიგება მასწავლებელთათვის“, როსტომაშვილის „არითმეტიკული გამოცანები“ და სხვ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 24 მარტს ახუთში გამართულ ყრილობას ესწრებოდნენ სოფლის მსაჯულები – ვახთა ჯიქია, კიმოთია მამფორია, ბახუ ჩიტაია, გვატა ჩიტაია, ქუჩუია გაბუნია. ყრილობის ოქმი დამოწმებულია მსაჯულთა ბეჭდებით.

