რეგისტრირებული ფაქტები81245
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლის 6 მაისს ბესარიონ ჭილაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისგან მიიღო მარტის, აპრილისა და მაისის ჯამაგირი – 75 მანეთი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 15 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა ნიკოლოზ მთავრიშვილმა მასწავლებელ დიმიტრი ბერულავას აცნობა, რომ გამგეობა ახუთის საზოგადოების თხოვნას სკოლის აშენების შესახებ ვერ დააკმაყოფილებდა. საზოგადოება ასეთ შემწეობას მხოლოდ თავის უწყებაში მყოფ სკოლებს აძლევდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 15 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა, ნიკოლოზ მთავრიშვილმა გენერალ-ლეიტენანტ კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილს სთხოვა, რუისის სკოლის ბიბლიოთეკისთვის გაეგზავნა შემდეგი წიგნები: ქართული ანდაზები, „ამბები ყრმათათვის“, „ალი“, „პატარა ბიბლიოთეკა“, „ზაფხული“, სახელმძღვანელო ლოცვები, „იგავ-არაკნი“ (საზოგადოების გამოცემა), „იგავ-არაკნი“ (ჩარკვიანის გამოცემა), სტეფენსონის „რკინიგზის შემომღები“, „დარიგება მასწავლებელთათვის“, როსტომაშვილის „არითმეტიკული გამოცანები“ და სხვ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 24 მარტს ახუთში გამართულ ყრილობას ესწრებოდნენ სოფლის მსაჯულები – ვახთა ჯიქია, კიმოთია მამფორია, ბახუ ჩიტაია, გვატა ჩიტაია, ქუჩუია გაბუნია. ყრილობის ოქმი დამოწმებულია მსაჯულთა ბეჭდებით.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 24 მარტს სოფელ ახუთში გაიმართა გლეხების ყრილობა, რომელსაც თავმჯდომარეობდა სოფლის მამასახლისი ბათა ჯალაღანია. ყრილობის ოქმი დამოწმებულია მამასახლისის ბეჭდით.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 4 ივლისს მასწავლებელმა პეტრე სიმონის ძე მესხმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას აცნობა, რომ სოფელ ნაკურალეშის სკოლაში ახალშემოსულ მოსწავლეებს სჭირდებოდათ „დედა ენა“. მან ვერ იშოვა ქუთაისის წიგნის მაღაზიაში და ამიტომ გამგეობას სთხოვდა 15 ეგზემპლარის გამოგზავნას, რომლის ღირებულებასაც გადაიხდიდა მოთხოვნისთანავე, სხვა წიგნების მიღების შემდეგ, რომელთაც ელოდებოდა ერთი თვის განმავლობაში. „დედა ენის“ მიღებამდე ახალშემოსული შეგირდები ძველი მოსწავლეებისგან ნათხოვი წიგნებით ისწავლიდნენ და შემდეგ დაუბრუნებდნენ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 13 ივნისს მასწავლებელმა პეტრე მესხმა სოფელ ნაკურალეშის სკოლის მოსწავლეთათვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან 7 ცალი „ბუნების კარი“ მიიღო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წელს ბათა ჯალაღანია იყო ზუგდიდის მაზრის სოფელ ახუთის საზოგადოების მამასახლისის თანამდებობის აღმასრულებელი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წელს გენერალ-ლეიტენანტი კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილი რუისის სკოლის მზრუნველი იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 15 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა, ნიკოლოზ მთავრიშვილმა გენერალ-ლეიტენანტ კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილს (მამაცოვს) გაუგზავნა წერილი (N334) მოთხოვნილი წიგნების თაობაზე.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 15 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა, ნიკოლოზ მთავრიშვილმა ახუთის სკოლის მასწავლებელ დიმიტრი ბერულავას გაუგზავნა წერილი (N337) მოთხოვნილი წიგნების თაობაზე.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 4 მარტს ნაკურალეშის სასოფლო სასწავლებლის მასწავლებელი პეტრე მესხი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სთხოვდა ღარიბ მოსწავლეთათვის 7 ეგზემპლარ „ბუნების კარს“ (შედგ. ი. გოგებაშვილის მიერ), ქართული წერის სასწავლო დედანს (ანთ. ჯუღელის, ან ვარლამ გაბიჩვაძის).
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 23 მარტს ნიკოლოზ მთავრიშვილმა სოფელ ნაკურალეშის სკოლის მასწავლებელ პეტრე მესხს გაუგზავნა განცხადება N170, რომ 4 მარტის განცხადების საფუძველზე და საზოგადოების 18 მარტის N25 გადაწყვეტილებით მას ეგზავნებოდა 7 ეგზემპლარი „ბუნების კარი“, რომლის მიღებაც უნდა ეცნობებინა კანცელარიისთვის.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 4 მარტს მასწავლებელმა პეტრე მესხმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას აცნობა, რომ სოფელ ნაკურალეშის სასწავლებელში სულ 22 მოსწავლე სწავლობდა, აქედან მეორე განყოფილებაში – 16, მათგან – 2 ქალი, მესამე განყოფილებაში – 6, მათგან – მხოლოდ 1 ქალი, ღარიბი იყო 7 მოსწავლე. პირველ განყოფილებაში ჯერჯერობით არ ჰყავდა მოსწავლეები, მაგრამ იმედი ჰქონდა, შემოიყვანდნენ.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 1-ლ მარტს მასწავლებელი დიმიტრი გიორგის ძე ბერულავა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას აცნობებს, რომ სოფელ ახუთის სკოლის ღარიბ მოსწავლეთათვის უნდა გამოგზავნონ: 8 ეგზეპლარი სახარება (ქართულ ენაზე), ძველი და ახალი აღთქმის შემოკლებული ისტორია (ქართ., რუს.) – 8, ისტორიული მოთხრობები სურათებით – 3, „დედა ენა“ – 12, „ბუნების კარი“ – 11, „პირველდასაწყისი კურსი რუსული ენისა“ (გ. კალანდაძის შედგ.) – 16, „როდნოე სლოვო“, I ნაწ. – 18, II ნაწ. – 7, როსტომაშვილის „არითმეტიკული სავარჯიშოები – 17, „სობრანიე პრიმეროვ“ (ზახაროვის შედგ.) – 19, ევტუშევსკის „ამოცანების კრებული“, ქართული თარგმანი – 14, ხოლო რუსულად – 11, მისივე II ნაწილი – 4, ამასთანავე 25 ღარიბი მოსწავლისთვის – ქართული და რუსული საწერი რვეულები, წერის დედნები, სახატავი რვეულები, ასპიდის დაფები, გრიფილები, კალმები, ფანქრები, სახაზავები და კუბიკური ყუთი.