რეგისტრირებული ფაქტები81232
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 21 თებერვალს ასკანის სკოლის მასწავლებელმა კონსტანტინე ერქომაიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან მიიღო წიგნები ღარიბ მოსწავლეთათვის დასარიგებლად.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 4 სექტემბერს ნიკოლოზ ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა საორგანიზაციო ხარჯი, სულ 77. 80 მანეთი.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 25 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა, გრიგოლ ყიფშიძემ საჯიქაოს სკოლის მასწავლებელ მაქსიმე შენგელაიას შესავსებად გაუგზავნა კითხვარი სკოლის მდგომარეობის შესახებ.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 3 დეკემბერს მასწავლებელმა სამსონ მიქელაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ გასული წლის 5 თებერვალს სოფელ ჭაგნის სკოლისთვის მიიღო სახელმძღვანელო და საკითხავი წიგნები და სასწავლო ნივთები, რომლებიც დაურიგა უფასოდ ღარიბ მოსწავლეებს.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 25 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა, გრიგოლ ყიფშიძემ ეწრის სკოლის მასწავლებელ სპირიდონ კოხრეიძეს სკოლის მდგომარეობის შესახებ კითხვარი გაუგზავნა.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 25 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა, გრიგოლ ყიფშიძემ მუხრანის სკოლის მასწავლებელ ივანე გძელიძეს შესავსებად გაუგზავნა კითხვარი სკოლის მდგომარეობის შესახებ.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 25 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა, გრიგოლ ყიფშიძემ აბარის სკოლის მასწავლებელ ერასტი გაბიჩვაძეს შესავსებად გაუგზავნა კითხვარი სკოლის მდგომარეობის შესახებ.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 25 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა, გრიგოლ ყიფშიძემ ბაჯის სასწავლებლის პედაგოგ ე. ბოჭორიშვილს შესავსებად გაუგზავნა კითხვარი სკოლის მდგომარეობის შესახებ.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 23 ნოემბერს ლანჩხუთის სასოფლო სასწავლებლის პედაგოგი სპირიდონ კვირკველია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სწერდა, რომ სჭირდებოდათ „დედაენა“ 29 ეგზემპლარი, დედანი − 40, „ბუნების კარი“ − 7, ასპიდის ფიცარი − 24, ფანქარი − 49, გრიფილი − 58 ცალი.