საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81232

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 25 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა, გრიგოლ ყიფშიძემ ამბროლაურის სკოლის მასწავლებელ ლავრენტი კანდელაკს კითხვარი სკოლის მდგომარეობის შესახებ შესავსებად გაუგზავნა.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 2 დეკემბერს მასწავლებელი სილიბისტრო გაბიჩვაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას წერილობით მოახსენებს, რომ სოფელ სხვავის სკოლაში იმდენად ღარიბი მოსწავლეები არ იყვნენ, რომ ვერ შეეძინათ დამოუკიდებლად სასწავლო ნივთები, თუკი სკოლაში გასაყიდად იქნებოდა.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 2 დეკემბერს მასწავლებელმა სილიბისტრო გაბიჩვაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ სოფელ სხვავის სკოლის ღარიბ მოსწავლეთათვის ძალიან საჭირო იყო 4 „დედაენა“, 12 დედანი, 12 სახატავი რვეული.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 2 დეკემბერს მასწავლებელი სილიბისტრო გაბიჩვაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სოფელ სხვავის სკოლისთვის სთხოვდა შემდეგ სახელმძღვანელო წიგნებს: ჯუღელის „სასწავლო წერის დედანი“, არითმეტიკული კრებულები, ლოცვების სასწავლო წიგნი, ასევე შემდეგ ნივთებს: სახატავი რვეულები, მოძრავი ანბანი ქართული და რუსული ენებისა, სურათები ისტორიის სასწავლებლად და ახალი ქართული წიგნები, რამდენის საშუალებაც იქნებოდა, თუნდაც 72 წელს გამოცემული.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 1-ლ დეკემბერს სოფელ ქორეთის სკოლის მასწავლებელი იასონ კაველაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აუწყებს, რომ 16 მოსწავლიდან თითქმის ყველა ღარიბი იყო და უჭირდა სასწავლო ნივთების ყიდვა. სიღარიბე იყო მთავარი მიზეზი, რომ ხალხს სკოლაში არ შეჰყავდა მოსწავლეები.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ იასონ კაველაშვილის ცნობით, 1881 წლის 1-ლი დეკემბრისთვის სოფელ ქორეთის სკოლაში სწავლობდა 16 მოსწავლე ვაჟი.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 1-ლ დეკემბერს სოფელ ქორეთის სკოლის მასწავლებელმა იასონ კაველაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ გასული წლის მარტში მიიღო წიგნები და უფასოდ დაურიგა ღარიბ მოსწავლეებს.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 25 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა, გრიგოლ ყიფშიძემ ქორეთის სკოლის მასწავლებელ იასონ კაველაშვილს კითხვარი სკოლის მდგომარეობის შესახებ შესავსებად გაუგზავნა.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ ონისიმე ძოწენიძის ცნობით, 1881 წლის 30 ნოემბრისთვის სოფელ ხვანჭკარის სკოლაში სწავლობდა 15 მოსწავლე ვაჟი, არცერთი ქალი, მათგან 5 ძალიან ღარიბი იყო.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 30 ნოემბერს სოფელ ხვანჭკარის სკოლის მასწავლებელმა ონისიმე ძოწენიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ ამ სასწავლო წელს სრულიად არ მიუღია წიგნები და სასწავლო ნივთები ღარიბ მოსწავლეთათვის უფასოდ დასარიგებლად.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 26 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა, გრიგოლ ყიფშიძემ ხვანჭკარის სკოლის მასწავლებელ ონისიმე ძოწენიძეს კითხვარი სკოლის მდგომარეობის შესახებ შესავსებად გაუგზავნა.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 3 დეკემბერს მასწავლებელმა კონსტანტინე კალანდარიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ სოფელ ნიგოითის სასწავლებლის ღარიბ მოსწავლეთათვის უფასოდ დასარიგებლად საჭირო იყო „დედაენა“ – 10 ეგზემპლარი, „ბუნების კარი“ – 8, „დაწყებითი სწავლა მართლმადიდებლური სარწმუნოებისა“ (თარგმნილი გრ. დიდებულიძის მიერ) − 13.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ კონსტანტინე კალანდარიშვილის ცნობით, 1881 წლის 3 დეკემბრისთის სოფელ ნიგოითის სასწავლებელში სწავლობდა 80 ვაჟი და 14 ქალი, სულ 94 მოსწავლე. მათგან ღარიბი იყო 31.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 3 დეკემბერს სოფ. ნიგოითის სასწავლებლის პედაგოგმა კონსტანტინე კალანდარიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ მარტში ერთხელ მიიღო სახელმძღვანელოები ღარიბ მოსწავლეთათვის უფასოდ დასარიგებლად, ასევე წიგნები ბიბლიოთეკისათვის. არ მიუღიათ ასპიდის დაფები.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის მარტში ნიგოითის სასწავლებლის მასწავლებელმა, კონსტანტინე კალანდარიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან ბიბლიოთეკისთვის მიიღო თითო ცალი ახალი აღთქმა, „დავითნი“, „ბანჯგვლიანი ფუტკარი“, ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსები, ი. გოგებაშვილის „დარიგება მასწავლებელთათვის“ და 2 ცალი „მირიან მეფე და წმინდა ნინო“. კალანდარიშვილმა წიგნები ბიბლიოთეკის კატალოგში აღრიცხა.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 20 ოქტომბერს ტიტე კახიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების წევრთა საერთო კრებას ესწრებოდნენ: მოსე კალანდარიშვილი, იოსებ შვილევი, ზაალ მჭედლიშვილი, დიმიტრი ერქომაიშვილი, გრიგოლ ბურდული, ივანე ჩითაევი და 38 სხვა წევრი. კრების მდივნად ვარლამ ბურჯანაძე აირჩიეს.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის მარტში ნიგოითის სასწავლებლის პედაგოგმა კონსტანტინე კალანდარიშვილმა ღარიბ მოსწავლეებს დაურიგა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან მიღებული წიგნები: 15 ცალი „დედა ენა“, 5 „ბუნების კარი“, 15 დედანი.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 25 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა, გრიგოლ ყიფშიძემ ბუგეულის სკოლის მასწავლებელ მიხეილ სპირიდონის ძე გიორგობიანს შესავსებად გაუგზავნა კითხვარი სკოლის მდგომარეობის შესახებ.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 24 ნოემბერს მასწავლებელმა ფილარეტ ბაქრაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, სოფელ წესის სკოლის ღარიბი მოსწავლეებისთვის გამოეგზავნათ 4 ეგზემპლარი „როდნოე სლოვო“ I ნაწილი და 4 ეგზემპლარი „დედაენა“.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ ფილარეტ ბაქრაძის ცნობით, 1881 წლის 24 ნოემბრისთვის სოფელ წესის სკოლის მოსწავლეთაგან ღარიბი იყო 4 ვაჟი, 1 – გოგონა.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 25 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა, გრიგოლ ყიფშიძემ წესის სკოლის მასწავლებელ ფილარეტ ბაქრაძეს შესავსებად გაუგზავნა კითხვარი სკოლის მდგომარეობის შესახებ.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ სპირიდონ კოხრეიძის ცნობით, 1881 წლის 1-ლი დეკემბრისთვის სოფელ ეწრის სკოლაში სწავლობდა 65 მოსწავლე ვაჟი, არცერთი ქალი. მათგან ღარიბი იყო ორი მესამედი.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 1-ელ დეკემბერს ეწერის სკოლის მასწავლებელმა სპირიდონ კოხრეიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ 1880 წლის იანვარში მიიღო წიგნები და სხვა სასწავლო ნივთები ღარიბ მოსწავლეთათვის უფასოდ დასარიგებლად. გამგეობის შეწირული წიგნები დაურიგდათ მოსწავლეებს დროებით, ხოლო ნივთები გადასცეს საჩუქრად.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 20 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების საერთო კრებამ ფეხზე ადგომით პატივი მიაგო სოფიო კულიკოვსკაია-თურქესტანიშვილის ხსოვნას. მან 1000 მანეთი უანდერძა კავკავის ქართულ სკოლას, რომლის დაარსებაშიც თავად მონაწილეობდა.

1913

ტიპი: გარდაცვალება

1913 წლის 20 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების საერთო კრების დაწყებამდე მონაწილეებმა ფეხზე ადგომით პატივი მიაგეს სახელოვანი პედაგოგის – იაკობ გოგებაშვილის, პროფესორ ალექსანდრე ხახანაშვილისა და არჩილ ჯორჯაძის ხსოვნას.