რეგისტრირებული ფაქტები89910
სორტირება თარიღი მზარდობით
1890
ტიპი: ავტორობა
1890 წლის მარტში ვასილ როსტომის ძე ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ თუ ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლაში სწავლებასთან დაკავშირებით პედაგოგიური საბჭოს პროტოკოლში ცვლილების შეტანას გადაწყვეტდნენ, ცვლილება მომდევნო სასწავლო წლიდან ამოქმედდებოდა (თუმცა პროტოკოლი 1890 წლის მაისამდე უნდა განეხილათ).
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წლის მარტში ილია ჭავჭავაძემ პეტრე უმიკაშვილს გაზეთ „ივერიასთან“ დაკავშირებული საკითხების ერთად განხილვა შესთავაზა.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წლის მარტში თბილისის სასულიერო სემინარიაში მომხდარი დიდი მღელვარების ორგანიზატორები იყვნენ ფილიპე მახარაძე, ნოე ჟორდანია და თედო კიკვაძე.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წლის მარტში, თბილისის სასულიერო სემინარიაში, სადაც თევდორე კიკვაძე სწავლობდა, ადგილი ჰქონდა მოწაფეთა დიდ მღელვარებას.
1890
ტიპი: ავტორობა
1890 წლის მარტში თბილისის სასულიერო სემინარიაში დიდი მღელვარების ორგანიზატორებმა, ფილიპე მახარაძემ, ნოე ჟორდანიამ და თედო კიკვაძემ სემინარიის ხელმძღვანელობას მიმართეს 18-19-მუხლიანი განცხადებით, რომელშიც ითხოვდნენ სემინარიაში ქართული ლიტერატურისა და ისტორიის სწავლებას, ჟურნალ-გაზეთების თავისუფლად კითხვის უფლებას, ინსპექციის ზოგიერთი წევრის გადაყენებას და სხვ.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წლის მარტში თბილისის სასულიერო სემინარიის მოწაფეებმა შეადგინეს ცხრამეტმუხლიანი დოკუმენტი, რომელშიც თავიანთი უფლებების გაზრდა და ზოგიერთი უხეში ინსპექტორის გადაყენება მოითხოვეს. დოკუმენტის შინაარსი მოწაფეთა დელეგატებმა ჩამოაყალიბეს, მისი გაფორმება კი თედო კიკვაძეს დაავალეს.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წლის მარტში თბილისის სასულიერო სემინარიაში თევდორე კიკვაძის მიერ ორგანიზებულ მოწაფეთა დიდ მღელვარებას შედეგად მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება მოჰყვა.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წლის 2 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მდივანმა იაკობ მანსვეტაშვილმა თელავის სასულიერო სასწავლებლის ხელმძღვანელობას შეატყობინა, რომ მათი მოთხოვნილი ქართული ენის გრამატიკის 25 ეგზემპლარის საფასური 12. 50 მანეთი იყო.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წლის 24 მარტს ილია ჭავჭავაძეს ავჭალის ქუჩაზე მდებარე სახლიდან ოქროს საათი, თანხა და ძველი გაზეთები მოჰპარეს. სასამართლომ კედლების მღებავ ხელოსანს დასდო ბრალი.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წლის აპრილში ილია ჭავჭავაძემ მონაწილეობა მიიღო თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის წლიური კრების მუშაობაში.
1890
ტიპი: თანამდებობა
1890 წლის აპრილში ილია ჭავჭავაძე მეორეd აირჩიეს თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის თავმჯდომარედ.

