რეგისტრირებული ფაქტები76335
სორტირება თარიღი მზარდობით
1988
ტიპი: ღონისძიება
1988 წელს საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ოქროს ფონდში ერთი ოთახი დაეთმო უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთაგან შემოწირულ ნივთებს. იქ ინახებოდა ალექსანდრე სულხანიშვილის მიერ სან-ფრანცისკოდან გამოგზავნილი ქაქუცა ჩოლოყაშვილის ნივთებიც.
1988
ტიპი: ღონისძიება
1988 წელს საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ოქროს ფონდში ინახებოდა რეზო თაბუკაშვილის მიერ არგენტინიდან ჩამოტანილი სიონის ტაძრის საკურთხევლის გადასაფარებელი. ის ტურფა და მზია აკაკის ასულმა პაპავებმა დააბრუნეს სამშობლოში.
1988
ტიპი: ღონისძიება
1988 წელს საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ოქროს ფონდში ინახებოდა მიუნხენიდან გამოგზავნილი ვანო ქიქოძის იარაღის კოლექცია, საქართველოში რეზო თაბუკაშვილის მიერ ჩამოტანილი.
1988
ტიპი: გარდაცვალება
იონა მეგრელიძე გარდაიცვალა 1988 წლის 1-ელ აპრილს, თბილისში. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
1988
ტიპი: ღონისძიება
1988 წლის 27 ივლისს სან-ფრანცისკოდან ჩამოტანილი ქაქუცა ჩოლოყაშვილის ნივთები პაატა ნაცვლიშვილმა საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმს გადასცა.
1988
ტიპი: ღონისძიება
1988 წლის 13 ოქტომბერს ნიკოლოზ მათიკაშვილს ვარშავაში მეუღლესთან ერთად ძმისშვილი ესტუმრა.
1988
ტიპი: გარდაცვალება
კარლო კალაძე გარდაიცვალა 1988 წლის 10 დეკემბერს თბილისში. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.
1989
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1989 წელს ალექსანდრე სულხანიშვილის ყოველთვიური პენსია სან-ფრანცისკოში 1000 დოლარი იყო.
1989
ტიპი: ღონისძიება
1989 წლის ზამთარში ალექსანდრე სულხანიშვილმა სან-ფრანცისკოში ჩასულ მოცეკვავეთა გუნდს 50-მდე წიგნი გამოატანა საქართველოში.
1989
ტიპი: ღონისძიება
1989 წელს სან-ფრანცისკოში ჩასული თენგიზ სულხანიშვილი ალექსანდრე სულხანიშვილს დაჰპირდა, რომ სამშობლოში ჩამოიყვანდა.
1989
ტიპი: ღონისძიება
1989 წელს გივი ჟორდანიას ამერიკიდან დაბრუნებისას სან-ფრანცისკოდან საქართველოში უნდა წამოეყვანა ალექსანდრე სულხანიშვილი და ვახტანგ ჯობაძე, მაგრამ 9 აპრილის მოვლენების გამო მათი წამოსვლა გადაიდო.
1989
ტიპი: თანამდებობა
1989 წელს ედუარდ ზურაბის ძე გუდავა რადიო „თავისუფლების“ რედაქციის თანამშრომელი იყო.
1989
ტიპი: თანამდებობა
1989 წელს თენგიზ ზურაბის ძე გუდავა რადიო „თავისუფლების“ რედაქციის თანამშრომელი იყო.