საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები75929

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 6 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა ტიციან ტაბიძის მიერ ქართულად თარგმნილი შარლ ბოდლიერი ლექსი „ბაასი“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 6 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა ილია ონისიმეს ძე მოსაშვილის ლექსი „განთიადი“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 6 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა სოლომონ გიორგის ძე იორდანიშვილის სტატია „ჩვენი დროის ყვავილები“.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 28 თებერვლის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ავადმყოფ ვალერიან ირაკლის ძე შალიკაშვილს თბილისის სემინარიის მოსწავლეთა მიერ შეგროვებული თანხა გაუგზავნეს.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 14 თებერვლის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ვასილ დავითის ძე ჯაშმა ვანის სამკითხველოს მთელი წლით გამოუწერა „თეატრი და ცხოვრება“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 13 მარტს თბილისის ახალ კლუბში ალექსანდრე ილიას ძე შანშიაშვილს უნდა წაეკითხა თავისი ახალი პოემა „ბერდო ზმანია“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 1-ელი თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ქუჩიშვილის ლექსი „საქართველოს მზეს“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 1-ელი თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი „ვინ იყო აკაკი?“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 1-ელი თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა აკაკი წერეთლის მოთხრობის „სიკვდილი“ I ნაწილი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 1-ელი თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა აკაკი წერეთლის ლექსი „სულიკო“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 1-ელი თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ გედევანიშვილის წერილი „შორს გოდება“.

1840

ტიპი: პირადი ინფორმაცია

აკაკი წერეთელი 1840 წლის 9 ივნისს საჩხერეში დაიბადა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 18 იანვარს ავლაბრის თეატრში იოსებ ივანიძის რეჟისორობით „პეპო“ წარმოადგინეს.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 6 მარტის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ი. მ. გიგინეიშვილი ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის დრამატული წრის ხელმძღვანელი იყო.

1915

ტიპი: გარდაცვალება

აკაკი წერეთელი გარდაიცვალს 1915 წლის 26 იანვარს სხვიტორში.

1858

ტიპი: ღონისძიება

1858 წელს აკაკი წერეთელმა ჟურნალ „ცისკარში“ ლექსების გამოქვეყნება დაიწყო.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 1-ელი თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა აკაკი წერეთლის ლექსი „გულის პასუხი“.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის იანვარში კონსტანტინე ფოცხვერაშვილმა თბილისში გასტროლებზე მოიწვია მოცეკვავე ელენე ჩერქეზიშვილი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 1-ელი თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დარია ახვლედიანის ლექსი „აკაკის“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 1-ელი თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სოფრომ მგალობლიშვილის წერილი „ჩვენთან არს აკაკი!“.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 17 იანვარს სახალხო სახლში ქართული წარმოდგენების მმართველმა წრემ კონსტანტინე შათირიშვილის რეჟისორობით „სოფლის გმირები“ წარმოადგინა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 1-ელ თებერვალს ქაშვეთის ეკლესიაში აკაკი წერეთლის სულის მოსახსენებლად პანაშვიდი გადაიხადეს.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის იანვარში ილია მოსაშვილმა ხუთმოქმედებიანი პოემა „სიკვდილის ღმერთები“ დაწერა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 25 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი 18 იანვარს ავლაბრის თეატრში წარმოდგენილი „პეპოს“ შესახებ.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის 28 თებერვალს ავლაბრის ქართული სახალხო წარმოდგენების მმართველი წრის კრებაზე გიორგი მამრაძე, თეოფილე კეკელიძე და თომა ნასიძე კულტურულ საზოგადოებათა კავშირის წევრებად აირჩიეს.