საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91197

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 30 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ქუთაისის გუბერნიის მასწავლებელთა კავშირის თხოვნა, რომ საზოგადოების ყველა სახელმძღვანელო მხოლოდ მათთვის გაეგზავნათ. მასწავლებელთა კავშირს ორი გამოცემა ჰქონდა – არითმეტიკული კრებული და სამშობლოს აღწერა. გამგეობის გადაწყვეტილებით, შემოთავაზებული წინადადება მიმართული იყო გამოცემის მონოპოლიისკენ, შესაბამისად, რთულ და საპასუხისმგებლო საკითხს წარმოადგენდა. საკითხის დადებითად გადაჭრა საზოგადოების კრების დაუკითხავად გამგეობამ შეუძლებლად მიიჩნია. დადგენილების ოქმს ხელს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი აწერდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 30 ივლისს იოსებ დადუნაშვილი, პარმენ მჟავანაძე, პარმენ დიასამიძე, იოსებ ეფრემიძე, სიმონ ბურკაძე, ასლან უჯმაჯურიძე, თეოფილე დადუნაშვილი, ივანე ლორთქიფანიძე, დავით მჟავანაძე, გიორგი ნამიჭეიშვილი და ლავრენტი ავალიანი ვანის რვაკლასიანი გიმნაზიის სასკოლო კომიტეტის წევრებად აირჩიეს.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 30 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს სასკოლო სექციის თხოვნა, რომ ბათუმში ქართული სკოლა ისევ გახსნილიყო. თუ სკოლის გახსნა ვერ მოხერხდებოდა, მაშინ გამგეობას სახალხო განათლების სამინისტროს წინაშე უნდა აღეძრა შუამდგომლობა, ბათუმის სკოლის მასწავლებლებისთვის მიეცათ შესაფერისი ადგილი ქუთაისში ან თბილისში. გამგეობის გადაწყვეტილებით ეს საკითხი ბათუმის ბედის გადაწყვეტის შემდეგ უნდა განეხილათ. ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 30 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის მიხედვით უნდა შემოწმებულიყო მაღაზიის ქონება და წიგნთა საწყობები. შემოწმება შიო დედაბრიშვილს მიენდო. ის ჰონორარის სახით დღეში 15 მანეთს მიიღებდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 30 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის მიხედვით ვახტანგ დიმიტრის ძე თულაშვილმა საზოგადოებას წარმოუდგინა 105 სხვადასხვა წიგნის სია, რომელსაც ის საზოგადოების წიგნსაცავ-მუზეუმს სწირავდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 30 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ქუთაისის გუბერნიის მასწავლებელთა თხოვნა, რომ საზოგადოების ყველა გამოცემა მხოლოდ ამ კავშირის ბიუროსთვის გაეგზავნათ. აღნიშნული კავშირი აპირებდა საზოგადოების გამოცემების მონოპოლიას. გამგეობამ საკითხის გადაწყვეტა საზოგადო კრების დაუკითხავად არ ისურვა. ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 30 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს მაღაზიისა და კანცელარიის მომსახურეთა თხოვნა ანაზღაურების 50%-ით გაზრდის შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით თითოეულ მომსახურეს უნდა მომატებოდა თვეში 150 მანეთი. ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 30 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ: თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, თავმჯდომარის ამხანაგი დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, წევრები – შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილი, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე და თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 30 ივლისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებას თავმჯდომარეობდა ექვთიმე თაყაიშვილი, ესწრებოდნენ პრეზიდიუმის წევრები: იოსებ აბაკელია და იესე ბარათაშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 30 ივლისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე ხელოვნების კომისიის წევრად ვლადიმერ გობეჩიას ნაცვლად დაინიშნა იოსებ აბაკელია.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 30 ივლისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე სარედაქციო კომისიის წევრად გრიგოლ ნათაძის ნაცვლად ნიკოლოზ ჩიგოგიძე დანიშნეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 30 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე (თავმჯდომარე ექვთიმე თაყაიშვილი, პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ იესე ბარათაშვილი და იოსებ აბაკელია) განიხილეს კანონპროექტი ფინანსთა სამინისტროსთან საგანგებო სალიკვიდაციო განყოფილების დაარსების შესახებ. კანონპროექტი გადაეცა საფინანსო კომისიას.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 30 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ექვთიმე თაყაიშვილი და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ იესე ბარათაშვილი და იოსებ აბაკელია, განიხილეს სამხედრო მინისტრის დებულება საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო მმართველობის შესახებ. აღნიშნული დებულება გადაეცა სამხედრო კომისიას რედაქტირებისათვის.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 30 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ექვთიმე თაყაიშვილი და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ იესე ბარათაშვილი და იოსებ აბაკელია, განიხილეს დებულება სამხედრო ბეგარისა და მუდმივი ლაშქრის შევსების შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 30 ივლისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე (თავმჯდომარე ექვთიმე თაყაიშვილი, პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ იესე ბარათაშვილი, იოსებ აბაკელია) განიხილეს კანონპროექტი ქალაქ ჭიათურიდან გატანილ შავ ქვაზე საფუთო გადასახდის ერთი კაპიკით გაზრდის შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 30 ივლისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე (თავმჯდომარე ექვთიმე თაყაიშვილი, პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ იესე ბარათაშვილი და იოსებ აბაკელია)  განიხილეს ამიერკავკასიის გამმიჯვნელ დაწესებულებათა მიწადმოქმედების სამინიტროსთვის გადაცემის კანონპროექტი, რომლის სარედაქციო კომისიის ტექსტიც უცვლელად დაამტკიცეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 30 ივლისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე (თავმჯდომარე ექვთიმე თაყაიშვილი, პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ იესე ბარათაშვილი და იოსებ აბაკელია) განიხილეს და საბოლოო რედაქციით დაამტკიცეს კანონი ათმილიონიანი ფონდიდან გაწეული ხარჯისა და ამ ფონდის აღდგენის შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 30 ივლისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე (თავმჯდომარე ექვთიმე თაყაიშვილი, პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ იესე ბარათაშვილი და იოსებ აბაკელია) განიხილეს და საბოლოო რედაქციით დაამტკიცეს კანონი შინაგან სამინისტროსთან განსაკუთრებული რაზმის დაარსების შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 30 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ექვთიმე თაყაიშვილი და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ იესე ბარათაშვილი და იოსებ აბაკელია, განიხილეს და საბოლოო რედაქციით დაამტკიცეს კანონი არსებული მფრინავი რაზმების შტატების გაზრდის შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 30 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ექვთიმე თაყაიშვილი და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ იესე ბარათაშვილი და იოსებ აბაკელია, განიხილეს და საბოლოო რედაქციით დაამტკიცეს კანონი საქარხნო ინსპექციის გაუქმების შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 30 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ექვთიმე თაყაიშვილი და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ იესე ბარათაშვილი და იოსებ აბაკელია, განიხილეს და საბოლოო რედაქციით დაამტკიცეს მთავრობის წინადადება დაწესებულებათა ლიკვიდაციასთან დაკავშირებული დეკრეტის გამოცემის შესახებ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 29 ივლისს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი შალვა დისიონის ძე ახვლედიანი განცხადებით მიმართავს განათლების მინისტრს, რომ დაასაქმოს თავის უწყებაში.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 28 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვეჯინის განყოფილების დამაარსებელთა კრებაზე საწევროს შეტანის საკითხი განიხილეს. გადაწყვიტეს, რომ ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოებაში ოცდათორმეტი მანეთი შეეტანათ. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე იოსებ (სოსო) ილიას ძე ჩიტოშვილი და მდივანი ბესო ფურცელაძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 28 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვეჯინის განყოფილების დამაარსებელთა კრებაზე სამკითხველოს საკითხი განიხილეს. აირჩიეს კომისია, რომლის წევრებიც კოლა ყალაბეგაშვილი, ლევან სონღულაშვილი და ბესო ფურცელაძე იყვნენ. მათ სამკითხველოსთვის ბინის პოვნა და მოწყობა დაევალათ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 28 ივლისს სოფელ ვეჯინის განყოფილებამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას მისწერა, რომ საზოგადოების წევრობის მსურველი 32 პირი მიეღოთ და განყოფილების დაარსების ნება მიეცათ. წერილს ხელს აწერენ ვეჯინის განყოფილების დამაარსებელთა დროებითი გამგეობის თავმჯდომარე იოსებ (სოსო) ილიას ძე ჩიტოშვილი და მდივანი ბესო ფურცელაძე.