საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81156

1927

ტიპი: თანამდებობა

1927 წელს გიორგი ნახუცრიშვილი მუშაობდა პრაქტიკანტ სტატისტიკოსად „ცენტროსპირტის“ არყის ქარხანაში.

1941

ტიპი: ავტორობა

1941 წელს გამოქვეყნდა ბესარიონ ჟღენტის კრიტიკული წერილი „საბჭოთა ეპოქის ქართველი მწერლები“.

1930

ტიპი: თანამდებობა

1930-1932 წლებში გიორგი ნახუცრიშვილი მუშაობდა ეკონომისტ-მგეგმავად ცეკავშირში.

1932

ტიპი: თანამდებობა

1932-1936 წლებში გიორგი ნახუცრიშვილი იყო მეცნიერ თანამშრომელი საქართველოს რევოლუციურ მუზეუმში.

1936

ტიპი: თანამდებობა

1936-1941 წლებში გიორგი ნახუცრიშვილი იყო მარქსიზმ-ლენინიზმის კლასიკოსების მთარგმნელი იმელში.

1941

ტიპი: ავტორობა

1941-1942 წლებში გიორგი ნახუცრიშვილი მუშაობდა სამობილიზაციო პუნქტის გაგზავნის მაგიდის მუშაკად.

1944

ტიპი: თანამდებობა

1944-1946 წლებში გიორგი ნახუცრიშვილი იყო გაზეთ „სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს უწყებების“ ქართული გამოცემის მთარგმნელი მოსკოვში.

1920

ტიპი: ღონისძიება

გიორგი ნახუცრიშვილი სამწერლო ასპარეზზე გამოვიდა 1920 წელს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წელს ჟურნალ „ნაკადულში“ დაიბეჭდა გიორგი ნახუცრიშვილის პირველი მოთხრობა „თაგუნიას თავგადასავალი“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წელს ჟურნალ „ნაკადულში“ დაიბეჭდა გიორგი ნახუცრიშვილის მოთხრობა „დაკარგული შვილები“.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წელს ჟურნალ „ნაკადულში“ დაიბეჭდა გიორგი ნახუცრიშვილის ორი მოთხრობა: „პაპას ნაამბობი“ და „თამროს ოცნება“. ეს მოთხრობები ხელმოწერილია ფსევდონიმით ჰუგო ნარველი ან გუგა ნარველი.

1933

ტიპი: ავტორობა

1933 წელს დაიბეჭდა გიორგი ნახუცრიშვილის პირველი ვრცელი მოთხრობა „მამამ გამომგზავნა“.

1934

ტიპი: ავტორობა

1934 წელს სახელგამმა გამოსცა გიორგი ნახუცრიშვილის მეორე ვრცელი მოთხრობა „სილვა ვასილევი“.

1939

ტიპი: ავტორობა

1939 წელს გამომცემლობა „ფედერაციამ“ გამოსცა გიორგი ნახუცრიშვილის რომანი „მგელკაცა“.

1935

ტიპი: ავტორობა

1935 წელს მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრში დაიდგა გიორგი ნახუცრიშვილის პიესა „ნაცარქექია“, რომელიც დაიწერა დავით ნახუცრიშვილის პიესის „ნაცარქექია კიკილას“ საფუძველზე.

1937

ტიპი: ავტორობა

1937 წელს გიორგი ნახუცრიშვილმა დაწერა პიესა „ლადო კეცხოველი“, რომელიც დაიდგა თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრში იმავე წელს.

1938

ტიპი: ავტორობა

1938 წელს გიორგი ნახუცრიშვილმა დაწერა პიესა „ცეცხლის ხაზზე“, რომელიც დაიდგა თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრში.

1939

ტიპი: ავტორობა

1939 წელს გიორგი ნახუცრიშვილმა დაწერა ზღაპარი-კომედია „კომბლე“, რომელიც იმავე წელს დაიდგა თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრში.

1940

ტიპი: ავტორობა

1940 წელს გიორგი ნახუცრიშვილმა დაწერა კომედია „აჩაკუნე“, რომელსაც მიენიჭა მესამე პრემია საქართველოს რესპუბლიკურ კონკურსზე.

1941

ტიპი: ავტორობა

1941 წელს თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრში დაიდგა გიორგი ნახუცრიშვილის კომედია „აჩაკუნე“.

1902

ტიპი: პირადი ინფორმაცია

გიორგი დავითის ძე ნახუცრიშვილი დაიბადა 1902 წლის 7 მაისს თბილისში.

1948

ტიპი: ავტორობა

1948 წელს გიორგი ნახუცრიშვილმა დაწერა კომედია „ის დრო წავიდა“, რომელიც დაიდგა სიღნაღის, ახალციხისა და სხვა რაიონულ თეატრებში.

1947

ტიპი: ავტორობა

1947 წელს გიორგი ნახუცრიშვილმა დაწერა კომედია „უფსკრულის პირას“ თბილისის სანკულტურის თეატრისთვის და დაიდგა ამ თეატრში იმავე წელს.

1948

ტიპი: ავტორობა

1948 წელს გიორგი ნახუცრიშვილმა მოსკოვის ცენტრალური საბავშვო თეატრის დირექტორის კ. შახ-აზიზოვის დაკვეთით დაწერა პიესა „სიჭაბუკე ბელადისა“ იოსებ სტალინის სემინარიაში სწავლის წლების შესახებ.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 14 მაისს ქუთაისის გუბერნიის სათავადაზნაურო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო დავით ოტიას ძე ნიჟარაძემ.