საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80982

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 3 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა მიხეილ ბოჭორიშვილის მოთხრობის „წამების ზღვაზე“ III ნაწილი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 3 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დავით ჩხეიძის მოთხრობის „მხატვარი ვანო“ III ნაწილი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 3 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დუტუ მეგრელის ხუთმოქმედებიანი დრამა „მწირი-სარდალი“.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 5 მაისს სახალხო სახლში თბილისის დრამატული დასის მსახიობთა ამხანაგობას უნდა წარმოედგინა შექსპირის „ჰამლეტი“, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ ანასტასია აბაშიძე, ეფემია მესხი, ანა შოთაძე, ვასო აბაშიძე, ზაქარია გომელაური, გედევან გედევანოვი, იუზა ზარდალიშვილი, ალექსანდრე იმედაშვილი, პლატონ კორიშელი, მიხეილ სარაული, ალექსანდრე შანშიაშვილი და ა. შ.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წლის აპრილში მიხეილ ჭავჭავაძე ახალი კლუბის თავმჯდომარედ აირჩიეს.

1915

ტიპი: გარდაცვალება

1915 წლის 19 აპრილს ქაშვეთის ეკლესიაში ნიკოლოზ ლომოურის საზელზე პანაშვიდი გადაიხადეს.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 12 ივნისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, რეჟისორი შალვა ნიკოლოზის ძე დადიანი ზამთარში თბილისში მიიწვიეს სამუშაოდ.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 12 ივნისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ალექსანდრე ივანეს ძე სუმბათაშვილი წერდა პიესას „ეკატერინე მეორეს გამეფება“.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის პირველი სექტემბრიდან დუტუ მეგრელი თბილისის ცენტრალურ დაწესებულებებში მუშაობდა.

1921

ტიპი: ორგანიზაცია

1921 წლამდე დუტუ მეგრელი საოლქო სასამართლოს წევრი იყო.

1894

ტიპი: თანამდებობა

1894 წელს პეტრე გელეიშვილი ოლთისში გაჰყვა დუტუ მეგრელს საკანცელარიო საქმიანობაში დამხმარედ და ბიძაშვილის მასწავლებლად.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წელს დუტუ მეგრელის მოთხრობა „საცოდავნი“ „ივერიის“ რედაქციამ მოიწონა.

1930

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1930 წლის 10 ივნისს დაწერილი დუტუ მეგრელის ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ მიხეილ ხელთუფლიშვილი მეგობრობდა გიორგი ლასხიშვილთან.

1930

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1930 წლის 10 ივნისს დაწერილი დუტუ მეგრელის ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ სტუდენტობის პერიოდში მიხეილ ხელთუფლიშვილი მოსკოვში ცხოვრობდა.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლიდან, ოდესის უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად, დუტუ მეგრელი ჩაება ქართველ სტუდენტთა წრის მოღვაწეობაში.

1881

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1881 წელს გიორგი ლასხიშვილი ქუთაისის გიმნაზიის პანსიონში ცხოვრობდა.

1881

ტიპი: განათლება

1881 წელს ნიკო მარი ქუთაისის გიმნაზიაში სწავლობდა.

1881

ტიპი: განათლება

1881 წელს გიორგი ლასხიშვილი ქუთაისის გიმნაზიაში სწავლობდა.

1881

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1881 წელს ნიკო მარი ქუთაისის გიმნაზიის პანსიონში ცხოვრობდა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 18 ივნისს ხელოსნების კლუბში გედევან ვასილის ძე გედევანოვის მონაწილეობით უნდა წარმოედგინათ „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 12 ივნისს ახალი კლუბის დარბაზში ივანე ჯავახიშვილმა ქართველ ხელოვანთა საზოგადოების თაოსნობით წაიკითხა ლექცია „ქართული ხელოვნების ისტორიიდან“.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 14 ივნისს სახალხო სახლში ვლადიმერ ალექსი მესხიშვილის მონაწილეობით უნდა წარმოედგინათ „ინსტიქტი“ და „მათიკო“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 19 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ ზაქარიას ძე იმედაშვილის სტატია ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძის შესახებ.