რეგისტრირებული ფაქტები81004
სორტირება თარიღი კლებადობით
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 7 ივნისს სახალხო სახლში უნდა წარმოედგინათ „მარგარიტა გოტიე“ ნინო (ნუცა) პლატონის ასული ჩხეიძის მონაწილეობით.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 7 ივნისს სახალხო სახლში ნინო პლატონის ასული ჩხეიძის მონაწილეობით „მარგარიტა გოტიე“ უნდა წარმოედგინათ.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 7 ივნისს სახალხო სახლში გ. გუნიას, ილ. იმედაშვილის, ალექსანდრე ყალაბეგიშვილის, ანდრია მურუსიძისა და პლატონ ჩიქვინიძის მონაწილეობით „მარგარიტა გოტიე“ უნდა წარმოედგინათ.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლამდე ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხონის განყოფილების თავმჯდომარე იყო.
1916
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1916 წლის 5 ივნისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ალექსანდრე ივანეს ძე სუმბათაშვილი ქუთაისიდან ბაქოში გეგმავდა გამგზავრებას.
1916
ტიპი: ნასამართლეობა
1916 წლის 5 ივნისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მწერალი ვარლამ ადამის ძე ხუროძე ტყვეობიდან გაათავისუფლეს და ასატრახანში გადაასახლეს.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 5 ივნისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, აკადემიკოსი ნიკო მარი თბილისში ჩამოვიდა.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 5 ივნისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, რეჟისორ ალექსანდრე რაჟდენის ძე წუწუნავას ალექსანდრე ივანეს ძე სუმბათაშვილთან ერთად ზამთარში მოსკოვის მცირე თეატრში უნდა ემუშავა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 5 ივნისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ქართველ მოღვაწეთა აგარაკის ასაშენებლად ივანე ლობჟანიძემ 13. 10 მანეთი შესწირა, ანდრო დოლიძემ – 2. 95 და კ. გ. მაღრაძემ – მანეთი.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 5 ივნისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მხატვარი რამან აბაზაძე სამხედრო სამსახურში გაიწვიეს.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 5 ივნისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მსახიობი ნიკოლოზ გვარაძე ზაფხულის თვეებში სიღნაღში მიიწვიეს სამუშაოდ.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 5 ივნისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მოსე ივანეს ძე თოიძე, დიმიტრი ირაკლის ძე შევარდნაძე, ლადო დავითის ძე გუდიაშვილი, ხალილ მუსაევი და სხვ. მხატვრები დავით გარეჯში გაემგზავრნენ ძველი ფრესკების გადმოსახატად.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 25 ივნისს თბილისში გიორგი დურმიშხანის ძე ჟურულის თავმჯდომარეობით ქართული დრამატული საზოგადოების საგანგებო კრება გაიმართა.