საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81004

1938

ტიპი: ორგანიზაცია

1938 წელს აკაკი ბელიაშვილი გაწევრიანდა საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირში.

1921

ტიპი: განათლება

1921 წელს აკაკი ბელიაშვილმა სწავლა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

1903

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ლავროსი გიგილოს ძე კალანდაძე დაიბადა 1903 წლის 22 დეკემბერს ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავში.

1925

ტიპი: ღონისძიება

ლავროსი კალანდაძემ ლიტერატურული საქმიაინობა დაიწყო 1925 წელს.

1925

ტიპი: თანამდებობა

1925-1928 წლებში ლავროსი კალანდაძე მუშაობდა წითელ არმიაში დივიზიის პოლიტგანყოფილების ინსტრუქტორად.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916-1917 წლებში ლავროსი კალანდაძე იყო საგაზეთო ექსპედიციის შიკრიკი თბილისში.

1932

ტიპი: ღონისძიება

1932 წელს ლავროსი კალანდაძე ლექციებს კითხულობდა მოსკოვის სარედაქციო-საგამომცემლო ინსტიტუტში, პოკროვსკის სახელობის კომუნისტურ უნივერსიტეტსა და მოსკოვის რადიო სტუდიაში ლიტერატურის თეორიის საკითხებზე.

1924

ტიპი: თანამდებობა

1924 წელს ლავროსი კალანდაძე მუშაობდა პედაგოგად ხიდისთავის რვაწლიან სკოლაში.

1934

ტიპი: თანამდებობა

1934-1935 წლებში ლავროსი კალანდაძე იყო სამტრედიის მტს-ის პოლიტგაზეთის რედაქტორი.

1929

ტიპი: თანამდებობა

1929 წელს ლავროსი კალანდაძე იყო ჟურნალ „განათლების“ რედაქტორი.

1935

ტიპი: თანამდებობა

1935-1940 წლებში ლავროსი კალანდაძე იყო სამტრედიის მტს-ის დირექტორის მოადგილე.

1938

ტიპი: თანამდებობა

1938-1940 წლებში ლავროსი კალანდაძე მუშაობდა საქართველოს დეპეშათა სააგენტოს დირექტორის მოადგილედ თბილისში.

1918

ტიპი: განათლება

1918-1920 წლებში ლავროსი კალანდაძე სწავლობდა ჩოხატაურის გიმნაზიაში.

1921

ტიპი: ორგანიზაცია

1921 წლის მაისში ლავროსი კალანდაძე მიიღეს კომუნისტური პარტიის წევრად.

1930

ტიპი: განათლება

1930-1933 წლებში ლავროსი კალანდაძე სწავლობდა ლიტერატურის წითელ პროფესურის ინსტიტუტში.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს ლავროსი კალანდაძე საცხოვრებლად თბილისში გადავიდა.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წელს თავადაზნაურობის კრებაზე განიხილეს პრინც ოლდენბურგის მიერ ილია ჭავჭავაძისთვის გაგზავნილი წერილი, რომელშიც საუბარი იყო გაგრაში რეალური სასწავლებლის დაარსებისა და ორწლიანი სამეურნეო და სატექნიკო კურსის გამართვის შესახებ მათთვის, ვისაც უმაღლეს სასწავლებელში წასვლის საშუალება არ ჰქონდა.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წელს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის რწმუნებულთა კრებაზე დადგა ბანკის გამგეობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ილია ჭავჭავაძის შემცვლელის არჩევის საკითხი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 8-10 დეკემბერს ილია ჭავჭავაძე დაესწრო თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საგანგებო კრებას, რომელზეც კახეთში არყის აქციზის შემოღების, თბილისში კადეტთა კორპუსის გახსნის, თავად-აზნაურთა შვილების განათლებისა და სხვა საკითხები განიხილეს.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს ილია ჭავჭავაძე ხელმძღვანელობდა ილარიონ ვორონცოვ-დაშკოვთან წარგზავნილ დეპუტაციას. დელეგაციამ მეფისნაცვალს სთხოვა, ამბოხებული გურულების დასასჯელად დამსჯელი რაზმი არ გაეგზავნა, რადგან ასეთ შემთხვევაში აჯანყება უფრო ფართო მასშტაბს მიიღებდა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 16 დეკემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ დაიბეჭდა ოტო შმერლინგის კარიკატურა „თავად-აზნაურების ბანკი“, რომელზეც გამოსახული იყო სათავადაზნაურო ბანკის გამგეობის თავმჯდომარე ილია ჭავჭავაძე და დირექტორები, რომლებიც ტორტმანებდნენ, რადგან მათ ვიღაცის ხელი ფეხქვეშ ხალიჩას აცლიდა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის სასწავლებლის შენობაში გამართულ სამღვდელოების კრებაზე ილია ჭავჭავაძემ სიტყვა წარმოთქვა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის მნიშვნელობის შესახებ.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს ლაიფციგში ორ ტომად გამოვიდა გერმანელი მთასვლელის, მოგზაურისა და გეოგრაფის გოტფრიდ მერცბახერის წიგნი „კავკასიის მაღალმთიანი რეგიონებიდან“, რომელშიც ჩართული იყო ამონარიდები ილია ჭავჭავაძის რამდენიმე ლექსის არტურ ლაისტისეული თარგმანიდან.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წელს გამართულ თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო საგანგებო კრებაზე ილია ჭავჭავაძეს დაბრუნება სთხოვეს, მაგრამ მან უარი განაცხადა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 6 იანვრის გაზეთ „ცნობის ფურცლის“ ცნობით, იტალიელმა აღმოსავლეთმცოდნე აურელიო პალმიერიმ სტამბოლში სასწავლებლად მყოფი ივანე გველესიანის დახმარებით ფრანგულად თარგმნა ილია ჭავჭავაძის ნარკვევი „სომეხთა მეცნიერნი და ქვათა ღაღადი“.