საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89902

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 28 იანვარს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საგანგებო კრებას დაესწრნენ ავადმყოფ ოლღა ჭავჭავაძის მზრუნველები: რუსუდან მელიქიშვილისა, შალიკაშვილისა და ექიმი მიხეილ გედევანიშვილი. კრებამ იმსჯელა ოლღას მოვლა-პატრონობის შესახებ, გაითვალისწინეს, რომ მცირე დახმარებით (200 მანეთი ბანკიდან და 300 საზოგადოებიდან) შეუძლებელი იყო არსებობა, ამიტომ 2 000 მანეთამდე გაზარდეს. გამგეობამ საქმის მეთვალყურეობა საზოგადოების მხრიდან პეტრე სურგულაძეს მიანდო.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წელს კონსტანტინე წულუკიძე რაჭის მაზრის მარშალი იყო.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წელს ვარლამ ერისთავი ოზურგეთის მარშალი იყო.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 18 მაისის „დროების“ ცნობით, ივანე მუხრანბატონს მისალოცი წერილი ალმასხან ნიჟარაძემ, ვარლამ ერისთავმა, კონსტანტინე წულუკიძემ და ალექსანდრე ბაგრატიონმა გაუგზავნეს.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 16 მაისს აკლიმატიზაციურ ბაღში რაფიელ ყაზბეგისა და სამოილოვიჩის მიერ შექმნილი მარცვლეულის გასანიავებელი მანქანა გამოსცადეს.

1941

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1941 წელს შალვა მიხეილის ძე მშველიძეს სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატის წოდება მიენიჭა.

1901

ტიპი: გარდაცვალება

1901 წლის 17 ნოემბერს გარდაიცვალა დავით პავლეს ძე ტერ-დავითიანცი.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლიდან როსტომ ილიას ძე მუსხელიშვილი ოკუპანტების წინააღმდეგ შეიარაღებულ აჯანყებაში მონაწილეობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918-1921 წლებში როსტომ ილიას ძე მუსხელიშვილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გენერალურ შტაბში მუშაობდა.

1980

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1980 წელს სულხან ივანეს ძე ნასიძეს საქართველოს სსრ სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა.

1923

ტიპი: ნასამართლეობა

1923 წლის მარტში როსტომ ილიას ძე მუსხელიშვილი ბოლშევიკებმა სამხედრო ცენტრის სხვა წევრებთან ერთად დააპატიმრეს.

1973

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1973 წელს სულხან ივანეს ძე ნასიძეს შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატის წოდება მიენიჭა.

1973

ტიპი: ღონისძიება

1973 წელს შალვა მიხეილის ძე მშველიძე ჯავაჰარლალ ნერუს სახელობის პრემიის ლაურეატი გახდა.

1922

ტიპი: ორგანიზაცია

1922 წელს როსტომ ილიას ძე მუსხელიშვილი საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტთან არსებული სამხედრო ცენტრის წევრი იყო.

1930

ტიპი: თანამდებობა

1930-იან წლებში ივანე პეტრეს ძე მეხაშიშვილი ლიტერატურის მუზეუმის დარაჯი იყო.

2023

ტიპი: გარდაცვალება

1923 წლის 20 მაისს როსტომ ილიას ძე მუსხელიშვილი ბოლშევიკებმა დახვრიტეს.

1958

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1958 წელს ნიკოლოზ ვასილის ძე ნარიმანიძეს აფხაზეთის ასსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა.

1922

ტიპი: ორგანიზაცია

1922-1924 წლებში შალვა ალექსანდრეს ძე ნებიერიძე საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართული ბრძოლის ერთ-ერთი მონაწილე და ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმის წევრი იყო.

1941

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ფარნაოზ ნაცვლიშვილი II მსოფლიო ომის მონაწილე იყო.

1924

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1924 წელს შალვა ალექსანდრეს ძე ნებიერიძე პოლიტიკური დევნის გამო ემიგრაციაში წავიდა.

1947

ტიპი: ღონისძიება

1947 წელს შალვა მიხეილის ძე მშველიძე სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი მეორედ გახდა.

1946

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1946 წელს კონსტანტინე ვასილის ძე მეღვინეთუხუცესს საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა.

1857

ტიპი: თანამდებობა

1857-82 წლებში ლუკა ლაზარეს ძე თევზაძე სოფ. კუშუბაურის მაცხოვრის ჯვარცმის ეკლესიის მღვდელი იყო.

1882

ტიპი: თანამდებობა

1882-97 წლებში დავით ლაზარეს ძე გოგაძე სოფ. კუშუბაურის მაცხოვრის ჯვარცმის ეკლესიის მღვდელი იყო.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897-1900 წლებში სიმონ შიოს ძე ცინცაძე სოფ. კუშუბაურის მაცხოვრის ჯვარცმის ეკლესიის მღვდელი იყო.