რეგისტრირებული ფაქტები89902
სორტირება თარიღი კლებადობით
1918
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1918 წლის 24 აპრილს ალექსანდრა გარდაფხაძემ ჯვარი დაიწერა მიხეილ იოსების ძე ქიქოძეზე. მათ ჰყავდათ ორი ვაჟი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 23 აპრილს გამიდ-ბეიმ გადასცა აკაკი ჩხენკელის თხოვნა ვეჰიბ-ფაშას, რომელიც შეეხებოდა ტყვეების დაგეგმილ გამოსახლებას ბათუმიდან.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 22 აპრილს გამიდ-ბეი, აკაკი ჩხენკელის დავალებით, ტელეგრაფით გადასცემს ვეჰიბ-ფაშას შემდეგს: მიდის ინტენსიური მუშაობა ქართველ და თურქ მოსახლეობასთან კეთილგანწყობილი ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად და იმედოვნებს, რომ მიღწეული მშვიდობა არ შეირყევა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 22 აპრილს ვეჰიბ-ფაშა გამიდ-ბეისთან სატელეგრაფო საუბარში უგზავნის სალამს აკაკი ჩხენკელს და ატყობინებს, რომ ყარსის ოლქის ევაკუაციის შემდეგ აპირებს საბოლოო შეტევას ყარსზე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 22 აპრილს ვეჰიბ-ფაშა გამიდ-ბეისთან სატელეგრაფო საუბარში ითხოვს ინფორმაციას ამიერკავკასიის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადებასთან დაკავშირებით.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 22 აპრილს ვეჰიბ-ფაშა გამიდ-ბეისთან სატელეგრაფო საუბარში საომარი მოქმედებების გაგრძელების მიზეზად მოლაპარაკების ჩაშლას მიიჩნევს. იგი ატყობინებს, რომ ფოთზე მიმდინარე საომარი მოქმედებები შეწყდება დაუყოვნებლივ, მას შემდეგ, რაც თურქეთის მხარე მიიღებს დადებით პასუხს მოლაპარაკებების გაგრძელებასთან დაკავშირებით.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 22 აპრილიდან ნოე რამიშვილი ახალშექმნილი ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 22 აპრილიდან ნოე რამიშვილი ახალშექმნილი ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 17 აპრილის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N 11 ფსევდონიმით „პირველი სუფრაჟისტკა“ გამოქვეყნდა პუბლიკაცია ევროპაში ქალთა პირველი მოძრაობის და მისი წევრების, სუფრაჟისტი ქალების შესახებ. ავტორი წერს, რომ ინგლისის მთავრობამ ომის გამოცხადების შემდეგ ყველა პოლიტიკური დამნაშავე დააპატიმრა, მათ შორის სუფრაჟისტი ქალები, რომლებიც 1906 წლიდან ებრძოდნენ მთავრობას თანასწორი უფლების მიღებისთვის. თუმცა ახლა მათ შეცვალეს ფრონტი და თავიანთ ორგანიზაციულ მუშაობას სამშობლოს დაცვისთვის იყენებენ.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 17 აპრილის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N 11 ფსევდონიმით „სამტრედიელი ქალი“ დაიბეჭდა სტატია „ზნეობა და პედაგოგიკა“, რომელშიც საუბარია სამტრედიელ ანტიფემინისტ მასწავლებელ ქალზე, რომელიც ქალთა მოძრაობის მოწინააღმდეგეა. ავტორი ახსენებს აგრეთვე ავგ. ბებელს, რომელიც უარყოფითად უყურებდა თანამედროვე უმაღლეს და საშუალო სასწავლებლებს და დიდ იმედს ამყარებდა დაბალი სასწავლებლის მასწავლებლებზე.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 17 აპრილის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ს. იაშვილის თხოვნა ჰონორარის მომატების შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით, იაშვილის თხოვნა ვერ დაკმაყოფილდებოდა, რადგან წიგნებზე გასაყიდი ფასები უკვე დადებული იყო და ჰონორარიც მიღებული ჰქონდა. ოქმს ხელს აწერენ: ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი და გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 17 აპრილის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი და თავმჯდომარის ამხანაგი დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი. წევრები: ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე და გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 17 აპრილის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს საზოგადოებისთვის სხვადასხვა ფუნქციის ჩამოშორების საკითხი. გამგეობის გადაწყვეტილებით, საზოგადოების ფუნქცია მხოლოდ წიგნების გამოცემის ორგანიზება უნდა ყოფილიყო. ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 17 აპრილის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ქართული დრამატიული საზოგადოების თხოვნა დამსახურებული მსახიობის ვასილ აბაშიძის იუბილისთვის წვლილის შეტანის შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით, იუბილარისთვის თხუთმეტი თუმანი უნდა მიეცათ. ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 17 აპრილის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს პედაგოგ ნოე ქურიძის ავადმყოფობის საკითხი. ის სოხუმში მომხდარი არეულობის დროს სულით დაავადდა. ავადმყოფობის შემდეგ ქურიძე თბილისში ჩამოიყვანეს. მისი ოჯახი მატერიალურ დახმარებას საჭიროებდა. გამგეობამ ქურიძის დასახმარებლად სამასი მანეთი გადადო. ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 17 აპრილის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს პეტრე მირიანაშვილის განცხადება თავისი წიგნის („Практическй Курсь“-ის) დაბეჭდვის შესახებ. მირიანაშვილი წიგნის დაბრუნებას თხოულობდა, რომ თვითონ გამოეცა. გამგეობის თქმით, აღნიშნული წიგნის გამოცემა გადაწყვეტილი იყო, თუმცა მანამდე უფრო საჭირო წიგნები დაიბეჭდა. ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 17 აპრილის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს საზოგადოება „განათლების“ გამგეობის თხოვნა 1917 წელს შემოტანილი განცხადების განხილვის შესახებ. განცხადება ეხებოდა „ფიქრის გორაზე“ 1200 საჟენი მიწის დათმობის საკითხს ქალთა სემინარიის შენობის ასაგებად. გამგეობის გადაწყვეტილებით, ეს საკითხი სამოქალაქო გეგმის განხილვისას უნდა განეხილათ. ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.

