რეგისტრირებული ფაქტები80991
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1906
ტიპი: თანამდებობა
1906 წლის 7 აპრილს ილია ჭავჭავაძე 61 ხმით 17-ის წინააღმდეგ პეტერბურგის სახელმწიფო საბჭოში საქართველოს თავადაზნაურობის წარმომადგენლად აირჩიეს.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წელს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის რწმუნებულთა კრებაზე მიხეილ ვეზირიშვილმა ილია ჭავჭავაძის მიმართ უნდობლობა გამოხატა და მოითხოვა, რომ სხვას წაეკითხა კომიტეტის დადგენილება, რაზეც ილია დათანხმდა, მაგრამ უთხრა, რომ ამ შეურაცხყოფისთვის პასუხს აგებინებდა.
1905
ტიპი: თანამდებობა
1905 წელს ილია ჭავჭავაძე დაესწრო თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის რწმუნებულთა კრებას, რომლის დასასრულებისას განაცხადა, რომ ბანკის გამგეობის თავმჯდომარის თანამდებობიდან წასვლა გადაწყვიტა. მოვალეობის შემსრულებლად დარჩა ანტონ ფურცელაძე.
1905
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1905 წლის 18 ივნისს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის კრებაზე მიყენებული შეურაცხყოფისთვის ილია ჭავჭავაძემ დუელში გამოიწვია მიხეილ ვეზირიშვილი და რწმუნებულები მიხეილ ბაგრატიონ-გრუზინსკი და დავით ჯორჯაძე გაუგზავნა. ვეზირიშვილმა მიიღო გამოწვევა და თავის რწმუნებულებად ალექსანდრე კობიაშვილი და ალექსანდრე დიასამიძე დანიშნა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 27 მაისს ილია ჭავჭავაძე თბილისის სათავადაზნაურო ბანკის გამგეობის კრებას დაესწრო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 24 ივნისს ილია ჭავჭავაძე ნაძალადევში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბიბლიოთეკის გახსნას დაესწრო და მის ფონდში ოქროს თუმანი შეიტანა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს მიხეილ გედევანიშვილის ხელმძღვანელობითა და დაფინანსებით ილია ჭავჭავაძის თხზულებათა პირველი ტომი გამოიცა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წელს ილია ჭავჭავაძე დაესწრო ქართული გიმნაზიის მზრუნველთა კომიტეტის კრებას, რომლის მიზანია იყო რევოლუციურ მოძრაობაში გიმნაზიის მოსწავლეთა ჩაბმისა და ამის გამო მოსალოდნელი რეპრესიების თავიდან აცილება.
1905
ტიპი: თანამდებობა
1905 წელს ილია ჭავჭავაძე მიიწვიეს ქალაქის საბჭოს ხმოსანთა საგანგებო კრებაზე, რომელზეც განიხილეს ბაქოში მომხდარი დაპირისპირება სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის და ილია მთავარმართებლის მოვალეობის შემსრულებელ იაკობ მალამასთან წარსაგზავნ დეპუტაციაში აირჩიეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 23 თებერვალს ილია ჭავჭავაძემ თელავში განსვენებულ რაფიელ ერისთავის ოჯახს მწერლის ხსოვნის პატივსაცემად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ დაგეგმილ ღონისძიებათა შესახებ აცნობა.