საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80985

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 4 სექტემბერს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია „ახალ ქართულ გაზეთს“.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წელს ილია ჭავჭავაძემ პრინც ალექსანდრე ოლდენბურგელს საპასუხო წერილი გაუგზავნა და სთხოვა ნებართვა, რომ მისი გეგმები სათავადაზნაურო კრებისთვის გაეცნო.

1903

ტიპი: სტატუსი

1903 წელს დურგალთა ამხანაგობა „შრომის“ წევრთა საერთო კრებაზე ილია ჭავჭავაძე ამ ამხანაგობის წევრად აირჩიეს.

1903

ტიპი: ღონისძიება

1903 წელს ილია ჭავჭავაძე დელეგაციასთან ერთად გაგრაში გემით ჩავიდა.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 17 სექტემბერს ილია ჭავჭავაძე ვერის ბაღში დავით ჩუბინაშვილის, ილია ოქრომჭედლიშვილისა და ალექსანდრე ცაგარლის პატივსაცემად გამართულ ბანკეტს დაესწრო.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 18 სექტემბერს ილია ჭავჭავაძემ ოლღა გურამიშვილს შეატყობინა, რომ 19 სექტემბერს ანა ღოღობერიძე-მუსხელიშვილთან, დავით ჩუბინაშვილსა და მაკო აფხაზთან ერთად საგურამოში ავიდოდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 19 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე საზოგადოების სასარგებლოდ მეჯლისის გამართვის ორგანიზება ნიკოლოზ ცხვედაძეს, დავით ერისთავსა და ვასილ თუმანიშვილს დაევალათ.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 22 ივლისს პოეტმა დომინიკა ერისთავმა, რომელიც წერდა „განდეგილის“ ფსევდონიმით, ილია ჭავჭავაძეს მიუძღვნა ლექსი („ირგვლივ მთებს მწვანე მანტია წამოუბურავს გმირულად...“).

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 19 მაისის გაზეთ „ივერიაში“ ილ. პონტელის ფსევდონიმით დაიბეჭდა ილია მანუჩარის ძე ჩიქოვანის წერილი „ვისი ბრალია?“.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 8 ივლისს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია „სოფლის მწარმოებლები“.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 19 მაისს ილია ჭავჭავაძე დაესწრო თბილისის სათავადაზნაურო ბანკის სხდომას, რომელზეც განიხილეს გრიგოლ იერემიას ძე არწრუნის სახლის და ქარვასლის ბანკის ან თავადაზნაურობის მფლობელობაში გადასვლის საკითხი.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 21 მაისის გაზეთ „ივერიაში“ ქუთათური დამსწრის ფსევდონიმით დაიბეჭდა ვასილ როსტომის ძე ყიფიანის სტატია, რომელშიც საუბარი იყო თბილისის საადგილმამულო ბანკის კრებებზე ოპოზიციის მიერ ქართლელთა და კახელთა დაპირისპირების პროვოცირებაზე ხმათა უმრავლესობის მოსაპოვებლად.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 30 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ ნიკოლოზ ივანეს ძე შენგელიამ ვარშავის ქართველ სტუდენტთა სახელით გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც ილია ჭავჭავაძეს მადლობა გადაუხადა ვარშავის ქართველ სტუდენტთა ბიბლიოთეკისათვის გაზეთ „ივერიის“ კომპლექტისა და თავის თხზულებათა ოთხტომეულის გაგზავნისთვის.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 26 იანვარს სერგო დავითის ძე ჯაფარიძემ ოდესის ქართველ სტუდენტთა სახელით გაზეთ „ივერიაში“ გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც მადლობა გადაუხადა ილია ჭავჭავაძეს მათი ბიბლიოთეკისთვის თავის თხზულებებათა ოთხი ტომის შეწირვისათვის.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 20 მაისს ილია ჭავჭავაძე სიტყვით გამოვიდა თბილისის სათავადაზნაურო სასწავლებლის შეუძლებელ მოსწავლეთა დამხმარე საზოგადოების კრებაზე და დამსწრეთ განუმარტა, რომ ამ სასწავლებლისთვის აუცილებელი იყო დამოუკიდებლობა, რაც მას ბანკის დახურვის შემთხვევაშიც შეაძლებინებდა არსებობას.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 14 ივლისს ილია ჭავჭავაძემ თბილისის გუბერნატორს თონეთში სკოლის გახსნასთან დაკავშირებით მისწერა.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 8 მაისს სილოვან ხუნდაძემ გაზეთ „კვალში“ სათაურით „მკითხველის შენიშვნები“ ილია ჭავჭავაძის თხზულებათა I ტომზე რეცენზიის დასაწყისი გამოაქვეყნა.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის ივლისში ჟურნალ „ივერიის“ №7-ში ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის „შინაური მიმოხილვა“, რომელიც იწყებოდა სიტყვებით: „სახელმწიფო მამულების გაცემის თაობაზედ ...“.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 2 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია „მიეცით მამასახლისებს შესაფერი პატივი“.

1894

ტიპი: თანამდებობა

1894 წლის 12 მაისს ნიკოლოზ დავითის ძე ანდრონიკაშვილი თბილისის საადგილმამულო ბანკის წევრთა საერთო კრების თავმჯდომარედ აირჩიეს.

1894

ტიპი: გარდაცვალება

1894 წლის 21 მაისს ილია ჭავჭავაძეს გარდაეცვალა დისწული მარიამ ნიკოლოზის ასული აფხაზი–მაყაშვილისა.

1894

ტიპი: გარდაცვალება

1894 წლის 24 მაისს, დილის 9 საათზე, ილია ჭავჭავაძის დისწული მარიამ აფხაზ-მაყაშვილისა კუკიიდან ქაშვეთის ეკლესიაში მიასვენეს და წირვის შემდეგ ვერის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ეკლესიის გალავანში დაკრძალეს.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 28 ივნისს გურიის სკოლების მზრუნველმა ანტონ ნაკაშიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მიაწოდა სურებში სასოფლო-სამეურნეო სკოლის გახსნის აუცილებლობის შესახებ.

1910

ტიპი: განათლება

1910 წელს თინათინ ჯავახიშვილმა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზია დაამთავრა.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 16 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ალექსანდრე ნანეიშვილს ბათუმის სკოლისთვის დასაქირავებელი შენობის შესახებ წერილობითი ინფორმაცია მოსთხოვეს.