საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89901

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

თბილისის მუშათა დეპუტატების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის სასოფლო კომისიის განცხადებით, 1919 წლის 23 იანვარს 1-ლი რაიონის სახალხო გვარდიის შტაბის გვარდიელი ალექსანდრე ძაძამია გლეხების ორგანიზებისათვის მიავლინეს პროვინციაში, სასოფლო კომისიაში.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 23 იანვარს უმაღლესი მთავარსარდლის კრილენკოს მიერ ფოთის, ბათუმის, თბილისის კომისართა სახელებზე გამოგზავნილი ტელეგრამა იუწყება, რომ საზავო მოლაპარაკება დასრულდა. გერმანელმა კაპიტალისტებმა, ბანკირებმა და მემამულეებმა ისეთი პირობები წამოუყენეს რუსეთის დელეგაციას ბრესტში, რომელსაც ისისნი ხელს ვერ მოაწერდნენ. რუსმა დელეგატებმა 28 იანვარს განაცხადეს, რომ რუსეთის რესპუბლიკა უარყოფს ანექსიურ ხელშეკრულებას და თავის მხრივ, მას ომი შეწყვეტილი აქვს. ხელს აწერდნენ: რუსეთის საზავო დელეგაციის თავმჯდომარე, საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი ა. ტროცკი, დელეგაციის წევრები: სახელმწიფო ქონებათა სახალხო კომისარი ა. ბიცენკო, კორელი, იოფე, პოკროვსკი, უკრაინის ც. აღ. კ. მედვედევი, უკრაინის სამხედრო საქმის სახალხო კომისარი შახრაი, დელეგაციის მდივანი კარახანი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 23 იანვარს ახმეტაში ჩავიდნენ თიანეთის მაზრის კომისარი ო. ლაცაბიძე და მილიციის უფროსი ნადიბაიძე. ჩასვლის მიზანი იყო სახალხო შეიარაღებისა და სხვა საჭირბოროტო საკითხების მოწესრიგება.

1918

ტიპი: ავტორობა

გიორგი მინას ძე აბაშიძის ნამსახურეობითი სიის დედანთან სისწორეს ხელმოწერით ადასტურებს ზესტაფონის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორი ნიკოლოზ ერმალოს ძე კვინიკაძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 23 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე სტუმარმა, ვასო ქავჟარაძემ წაიკითხა მოხსენება სამურზაყანოს შესახებ. მისი აზრით, აუცილებელი იყო სამურზაყანოს სკოლის ნაციონალიზაცია, სკოლაში კულტურულ-საგანმანათლებლო სამუშაოების მოწყობა, კოოპერატიული მოძრაობები და სხვ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 23 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე აკაკი ჩხენკელმა ისაუბრა სამურზაყანოში საბჭოს წარმომადგენლის თანამდებობის დაარსების აუცილებლობაზე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 23 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი, ესწრებოდნენ: ნოე ჟორდანია, კონსტანტინე მესხი, გიორგი გვაზავა, პავლე საყვარელიძე და გრიგოლ რცხილაძე, მდივანი – დავით ნახუცრიშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 23 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას სტუმრის რანგში ესწრებოდნენ ვასო ქავჟარაძე, იოსებ გედევანიშვილი და სტეფანე ახმეტელაშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 23 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე განიხილეს გიორგი ჟორდანიას წერილი ეროვნულ საბჭოში დასაქმების შესახებ. თუმცა, მას ეთქვა უარი, შესაფერისი ადგილის უქონლობის გამო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 23 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი, ესწრებოდნენ: ნოე ჟორდანია, კონსტანტინე მესხი, გიორგი გვაზავა, პავლე საყვარელიძე და გრიგოლ რცხილაძე, მდივანი – დავით ნახუცრიშვილი. სხდომის დადგენილებით ბათუმში გაიგზავნა 50 კაციანი მოხალისეთა რაზმი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 22 იანვარს ნაციონალურ სასწავლებელთა ინსპექტორი სულთან მეჯიდ განიევი ბაქოს ნაციონალური სასწავლებლების დირექტორად დაინიშნა. ბრძანებას ხელი მოაწერა ფ. ხან ხოისკიმ.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 22 იანვარს თანამდებობიდან გაათავისუფლეს მიწათმოქმედებისა და სახელმწიფო ქონების სამმართველოს თბილისის განყოფილების უფროსი ვალერი კორნელის ძე პავლოვსკი. განცხადებას ხელი მოაწერა ევგენი გეგეჭკორმა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 22 იანვარს საფინანსო სექციამ ქონებათა სექციას შტატების წარმოდგენის თაობაზე გაუგზავნა წერილი, რომელშიც ასახული უნდა ყოფილიყო თანამშრომელთა ანაზღაურება და თანამდებობაზე მუშაობის პერიოდი. ხელს აწერს კონსტანტინე მესხი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 22 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა თბილისის გუბერნიის კომისარიატს წერილი გაუგზავნა ძველი რეჟიმის დროს პოლიციელებად ნამუშევარი ხალხის დემოკრატიულ ორგანიზაციებში მონაწილეობის შესახებ და კატეგორიულად მოსთხოვა ეს პირები არ ყოფილიყვნენ რომელიმე ადმინისტრაციული დაწესებულების სათავეში და არ მიეღოთ მონაწილეობა სხვადასხვა ღონისძიებაში. ხელს აწერს პავლე საყვარელიძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 22 იანვარს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ წერილი გაუგზავნა ამიერკავკასიის კომისარიატის კანცელარიას ქისტების მხრიდან, თიანეთის მაზრის წარმომადგენლის, ბათირ არაბულის შევიწროების შესახებ და სთხოვა მათ აღნიშნული წარმომადგენლის შეიარაღებით უზრუნველყოფა.

1918

ტიპი: ღონისძიება

ჯულფა- ბაქოს სამხედრო რკინიგზის სალიკვიდაციო კომისიის ოქმების მიხედვით, 1918 წლის 21 იანვარს მოიჯარეებზე: ეგიანცი, ჟუკოვი, კაგრამიანცი და ჰუსეინოვი, კაზაშვილი, მირზაიანცი, გრიგორ ოვანესოვი, სოროკინი, სულთანოვი, აბდულოვი, ტერ-სტეპანოვი, მელიქსეტოვი, ბაბაევი, ბაგიროვი, რიზაევი, ზლოდეევი, იშხანოვი, სმირნოვი და ფონტანი ანგარიშსწორება განხორციელდა მათზე გაცემული მასალების საფასურის დაქვითვით.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 21 იანვრამდე შალვა ილიას ძე ალხაზიშვილი ჯავახეთის ქართული გიმნაზიის მოსამზადებელი კლასის უფროს და მეორე განყოფილებებში ქართულ ენას ასწავლიდა. ხოლო საქართველოს ისტორიასა და გეოგრაფიას, ორივეს ქართულად, პირველ კლასში.

1918

ტიპი: განათლება

1919 წლის 21 იანვარს ქუთაისის რეალური სასწავლებლის პირველი კლასის მოსწავლის გიორგი უგრეხელიძის დედა, ვერა დავითის ასული უგრეხელიძე, განათლების სამინისტროს პარლამენტის მიერ ღარიბი მოსწავლეებისთვის გამოყოფილი ფულიდან დახმარებას სთხოვს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი, ესწრებოდნენ: ნოე ჟორდანია, გიორგი ლასხიშვილი, გიორგი გვაზავა, პავლე საყვარელიძე, მიხეილ მაჩაბელი, იუნუს წულუკიძე, მდივანი – დავით ნახუცრიშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი. ესწრებოდნენ: ნოე ჟორდანია, გრიგოლ ვეშაპელი და პავლე საყვარელიძე. მდივანი – ილია ზურაბიშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გიორგი ლასხიშვილი დაეთანხმა დროებითი მთავრობის შექმნის იდეას.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გიორგი გვაზავამ გამოთქვა აზრი, რომ ამიერკავკასიის სეიმის კომპეტენციაში უნდა შესულიყო ზოგადი საკითხების მართვა, როგორიცაა სურსათი, დემობილიზაცია, ზავი და სხვა, ხოლო დანარჩენი საკითხები ეროვნულ თვითმმართველ ორგანოებში უნდა გადაწყვეტილიყო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გერონტი ქიქოძემ ისაუბრა საქართველოს დროებითი მთავრობის შექმნის აუცილებლობაზე, რომელსაც ნიადაგი უნდა მოემზადებინა დამფუძნებელი კრების მოწვევისთვის.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ნოე ჟორდანიამ განმარტა, რომ საოლქო ცენტრები უნდა ყოფილიყვნენ რევოლუციური ორგანიზაციები.