საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89240

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის მაისში მეტეხის ციხეში ვანო მაისურაძემ ბომბის დასამზადებლად საჭირო ნივთები შეიტანა.

1874

ტიპი: ღონისძიება

1874 წელს სასულიერო სემინარიაში საერთო რევიზიის ჩატარების შემდეგ მასწავლებლები ლაზარე ტურიევი და ნიკოლოზ ცხვედაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს.

1874

ტიპი: ღონისძიება

1874 წელს სასულიერო სემინარიაში საერთო რევიზიის ჩატარების შემდეგ სემინარიის ინსპექტორი გიორგი იოსელიანი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

1874

ტიპი: თანამდებობა

1874 წელს სასულიერო სემინარიაში ჩატარებული რევიზიის შემდეგ სემინარიის რექტორი გადააყენეს და მის ნაცვლად კუშინსკი დანიშნეს.

1873

ტიპი: განათლება

1873 წელს დავით კეზელი, ალექსანდრე მაჭარაშვილი და სტეფანე ჭრელაშვილი სემინარიის მოსწავლეები იყვნენ.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ალექსანდრე დიმიტრის ძე გუგუშვილი 1902 წლამდე ფოთის ქალაქის საბჭოს ხმოსანი იყო.

1873

ტიპი: თანამდებობა

1873 წელს გიორგი ნიკოლოზის ძე იოსელიანი სასულიერო სემინარიის ინსპექტორი იყო.

1873

ტიპი: თანამდებობა

1873 წელს ნიკოლოზ ცხვედაძე თბილისის სასულიერო სემინარიის მასწავლებელი იყო.

1873

ტიპი: თანამდებობა

1873 წელს ლაზარე ალექსის ძე ტურიევი თბილისის სასულიერო სემინარიის მასწავლებელი იყო.

1873

ტიპი: თანამდებობა

1873 წელს იაკობ გოგებაშვილი სასულიერო სემინარიის მასწავლებელი იყო.

1874

ტიპი: თანამდებობა

1874 წელს იაკობ გოგებაშვილი არ დაელოდა სემინარიაში ჩატარებული რევიზიის შედეგებს და სემინარია თავად დატოვა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წელს მეტეხის ციხეში ალექსი ქართველიშვილს ამანათი შეუგზავნეს, რომელშიც იდო 25 მანეთი, ასევე ეფემ კუჩუკის ბარათი წარწერით: „ჩვენ ის გავაკეთეთ, რასაც გეუბნებოდი“ (ნიკონი მოვკალით).

1921

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1921 წლის 1-ელი დეკემბრიდან საბჭოთა ხელისუფლებამ ა. აკოპიანსბსამუშაო პირობებისა და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ყოველთვიური ფულადი დახმარება დაუნიშნა.

1908

ტიპი: ნასამართლეობა

1908 წელს მეტეხის ციხიდან გაქცეული ალექსი ქართველიშვილი დაიჭირეს და ისევ ციხეში ჩასვეს.

1908

ტიპი: ნასამართლეობა

1908 წელს ალექსი ქართველიშვილი მეტეხის ციხეში იჯდა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 11 მაისს ალექსი ქართველიშვილი სხვა დამნაშავეებთან ერთად მეტეხის ციხიდან გაიქცა.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს გიორგი ელისაბედაშვილი მუშათა და გლეხთა ინსპექციის თავმჯდომარედ დანიშნეს.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 2 თებერვალს სტალინმა სერგო ორჯონიკიძეს მისწერა, საქართველოს წითელი არმია გაეძლიერებინათ.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 25 თებერვალს ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიურომ დაამტკიცა ლენინის წინადადება ქართული წითელი არმიის გაძლიერების შესახებ.

1922

ტიპი: ორგანიზაცია

1922 წელს სერგო ქავთარაძე საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი იყო.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წელს მიხეილ სამსონის ძე ოკუჯავა საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი იყო.

1922

ტიპი: ორგანიზაცია

1922 წელს ფილიპე მახარაძე საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი იყო.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წლის 24 სექტემბერს თბილისში გაიმართა კრება, რომელზეც კავკასის საექიმო საზოგადოების თავმჯდომარე უნდა აერჩიათ, რადგან ძველი თავმჯდომარე არტემიევი სამუდამო საცხოვრებლად პეტერბურგში გადავიდა.

1810

ტიპი: ავტორობა

1810 წელს მთავარმართებელმა ალექსანდრე ტორმასოვმა სინოდის ობერპროკურორს, თავად გოლიცინს მისწერა, რომ საქართველოს პატრიარქი ანტონ II ავადმყოფობდა და საქართველოში ეგზარქოსის დანიშვნა იყო საჭირო.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წელს ალექსანდრე II-ის ბრძანებით აღმოსავლეთ საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას ადგილ-მამულები ჩამოართვეს, 106 ათასი ჰექტარი ტყე და სახნავ-სათესი მიწები სახელმწიფო საკუთრებად გამოაცხადეს.