რეგისტრირებული ფაქტები91191
სორტირება თარიღი კლებადობით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 იანვარს ოკუნევის ხელმოწერით დეპეშა გაეგზავნა ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოს, იმის თაობაზე, რომ თბილისიდან ალექსანდროპოლამდე (ახლ. გიუმრი), სარიყამიშსა და ჯულფამდე ყველა მოსამსახურეს კომისარიატის დადგენილების თანახმად, საევაკუაციო დახმარება უწყდებოდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს რიმსიმე მარტიას ძე აბრამიანი, რომელსაც თბილისის წმინდა ნინოს სასწავლებელი ჰქონდა დამთავრებული, სიღნაღის სომეხთა უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 იანვარს მხედართა დელეგატების ყრილობის წარმომადგენლობამ წერილი გაუგზავნა საქართველოს ეროვნულ საბჭოს საზავო კონფერენციაზე საქართველოს წარმომადგენლობის დასწრების შესახებ. ხელს აწერს თავმჯდომარე მიხეილ იშხნელი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 იანვარს მხედართა დელეგატების ყრილობის წარმომადგენლობამ წერილი გაუგზავნა საქართველოს ეროვნულ საბჭოს მიწის შესახებ დეკრეტის გამოცემის თაობაზე. ხელს აწერს თავმჯდომარე მიხეილ იშხნელი.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 9 იანვარს კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ცნობილაძემ გზათა სამინისტროს კომისარს დეპეშით შეატყობინა, რომ რკინიგზის შემოსავლების გასაზრდელად უბილეთო მგზავრების, ვაგონებით ბარგისა და პროდუქტების უფასოდ გადატანის წინააღმდეგ ზომების გამკაცრება იყო საჭირო. მატარებლების შემოწმებისას მათ წინააღმდეგობას საფოსტო ვაგონების ზოგიერთი წევრი უწევდათ.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 9 იანვარს კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ცნობილაძემ გზათა სამინისტროს კომისარს დეპეშით შეატყობინა, რომ საფოსტო ვაგონების შემოწმებისას გასატანად აკრძალულ პროდუქტებსაც ხვდებოდნენ. კომიტეტის წევრების გადაწყვეტილებით, სამწუხარო შედეგების თავიდან ასაცილებლად აუცილებელი იყო ვაგონების შემოწმება. ცნობილაძემ ითხოვა, მისთვის N19 საფოსტო ვაგონების შემოწმების გზა ეჩვენებინათ. დეპეშა ჩეკულაევამ დაბეჭდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9/16 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, თავმჯდომარის ამხანაგი დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, წევრები – ნინო იოსების ასული ნაკაშიძე და ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 9/16 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ქობულეთის რაიონის სოფელ წყავროკას მცხოვრებთა თხოვნა ქართული სკოლის დასაარსებლად დახმარების შესახებ. მათ 500 მანეთამდე უკვე შეგროვებული ჰქონდათ. გამგეობამ გადაწყვიტა, ადგილობრივი სამზრუნველო კომიტეტის შენობის დასრულების შემდეგ მათ 200 მანეთით დახმარებოდა და 200 მანეთის წიგნები გაეგზავნა. გადაწყვეტილების ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9/16 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს პედაგოგ ნინო ლომოურის თხოვნა ერთი უყდო „ვეფხისტყაოსნის“ ძველ ფასად დათმობის შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით, მისთვის „ვეფხისტყაოსანი“ 25 მანეთად უნდა დაეთმოთ. გადაწყვეტილების ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის პირველი სექტემბრისთვის განჯის ვაჟთა გიმნაზიაში მუშაობდნენ შემდეგი პირები: გ. ვ. ისრაელიანცი, ს. რ. მელქუმოვი, ს. მ. კასიმოვი, ბ. ი. პირუმოვი, ე. ნ. ტერ-მიქაელიანი, ანდრიას-ბეგ სერებრიაკოვი, პ. ნ. ტერ-ნერსესოვი, ნ. გ. ხოჯაევა, ი. გ. მურადოვი.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 9/16 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს სოფელ ბობოთის ადგილობრივი სამზრუნველო კომიტეტის წევრის კონდრატე არჩილის ძე მხეიძის თხოვნა სკოლისთვის ერთდროული და ყოველწლიური დახმარების შესახებ. მან ბიბლიოთეკა-სამკითხველოსთვის წიგნებით და სურათებით დახმარებაც ითხოვა. გამგეობის გადაწყვეტილებით, მათთვის 25 მანეთის წიგნები უნდა გაეგზავნათ. გადაწყვეტილების ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 9/16 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს სოხუმის განყოფილების გამგეობის თხოვნა თავშესაფრის შესანახად ყოველთვიურად 1200 მანეთით დახმარების შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით, სოხუმის განყოფილებისთვის 300 მანეთი უნდა გაეგზავნათ და ეცნობებინათ, რომ სწავლა მაისამდე გაეგრძელებინათ. გადაწყვეტილების ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9/16 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, პეტრე ჭარაიასთვის დასახმარებლად ერთი თვის ხელფასი გაეგზავნათ. გადაწყვეტილების ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომას დაესწრნენ: ქონებათა გამგე გიორგი გვაზავა; სექციის წევრები: რევაზ გაბაშვილი და კოტე მესხი, სექციის მდივანი ილია ზურაბიშვილი და ბუღალტერი კონსტანტინე შათირიშვილი.

