რეგისტრირებული ფაქტები92416
სორტირება თარიღი კლებადობით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 2 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე მოისმინეს იოსებ გოგოლაშვილის მოხსენება ბათუმში მყოფ ტყვეთ ჩავარდნილ ქართველ მეომართა გაჭირვებული მდგომარეობის შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 2 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე აირჩიეს კონსტიტუციის კომისიის წევრები: გიორგი გვაზავა, პავლე საყვარელიძე, შალვა მესხიშვილი, ივანე გობეჩია.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 2 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე განისაზღვრა საზავო დელეგაციის წევრები: აკაკი ჩხენკელი, გიოირგი კვინიტაძე, ზურაბ ავალიშვილი, ნიკო ნიკოლაძე, ვახტანგ ღამბაშიძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 2 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი; ესწრებოდნენ: ნოე ჟორდანია, გრიგოლ რცხილაძე, გიორგი ლასხიშვილი, პავლე საყვარელიძე, გრიგოლ ვეშაპელი, კონსტანტინე მესხი, ჰაიდარ აბაშიძე და გიორგი გვაზავა; მდივანი – დავით ნახუცრიშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 2 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას სტუმრის რანგში ესწრებოდნენ ალექსანდრე ასათიანი, ალექსანდრე კედია, დავით ვაჩნაძე, მიხეილ მაჩაბელი, კონსტანტინე გვარჯალაძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 2 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი; ესწრებოდნენ: ნოე ჟორდანია, გრიგოლ რცხილაძე, გიორგი ლასხიშვილი, პავლე საყვარელიძე, გრიგოლ ვეშაპელი, კონსტანტინე მესხი, ჰაიდარ აბაშიძე და გიორგი გვაზავა; მდივანი – დავით ნახუცრიშვილი. სხდომის დადგენილებით თავდაცვის კომისიამ შეითავსა სამხედრო სექციის ფუნქციები.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 2 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი; ესწრებოდნენ: ნოე ჟორდანია, გრიგოლ რცხილაძე, გიორგი ლასხიშვილი, პავლე საყვარელიძე, გრიგოლ ვეშაპელი, კონსტანტინე მესხი, ჰაიდარ აბაშიძე და გიორგი გვაზავა; მდივანი – დავით ნახუცრიშვილი. სხდომაზე სამხედრო მინისტრს დაევალა საკვების ფრონტის ხაზზე გადატანა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 2 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა გამოსცა მოწმობა იმის შესახებ, რომ ინჟინერი ბარნაბა პაპავა მიემგზავრებოდა ბათუმში სხვადასხვა საქმეების მოსაგვარებლად.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის მაისში აზერბაიჯანის მთავრობის მეთაური ფათალი ხან ხოისკი ამიერკავკასიის სათათრეთის სახელით საქართველოს დამოუკიდებლობას მიესალმა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 1-ელი ივნისის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე სახალხო გვარდიის უფროსმა ვალიკო ჯუღელმა სოხუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მოხსენება წაიკითხა. მისი თქმით, ქართულ მხარეს და იმ ბოლშევიკებს შორის, რომლებიც აფხაზეთიდან ცდილობდნენ ამიერკავკასიაში შემოსვლას, მოხდა შეტაკება და ქართულმა მხარემ მოწინააღმდეგე დაამარცხა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის მაისში ბათუმში გერმანიის მთავრობის წარმომადგენლებთან შესახვედრად ნოე რამიშვილის თავმჯდომარეობით გაემგზავრა დელეგაცია, რომლის წევრები იყვნენ გიორგი გვაზავა, ილია ოდიშელიძე და გრიგოლ რცხილაძე. სტუმრების თქმით, ისინი შეეცდებოდნენ, ეცნოთ საქართველოს დამოუკიდებლობა, საქართველოს საზღვრები და ოსმალეთსა და რუსეთთან მოლაპარაკების დროს ეშუამდგომლათ.
1918
ტიპი: თანამდებობა
ამიერკავკასიის სახელმწიფო ქველმოქმედებისა და სახალხო ჯანმრთელობის სამინისტროს სამმართველოს 1918 წლის მაისის განცხადების თანახმად დევნილთა მოწყობისა და საქველმოქმედო სამინისტროს უფლებამოსილად დაინიშნა პაველ ალექსანდრეს ძე კონსტანტინოვი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის მაისში დირექტორმა ვუკოლ მიხეილის ძე ბერიძემ და საქმისმწარმოებელმა ნიკოლოზ ივლიანეს ძე აბესაძემ ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორს 9 მაისის N 225 მინაწერის პასუხად მისწერეს, რომ ნინო აკოფაშვილისთვის გასამრჯელო უნდა მიეცათ როგორც საშუალო სასწავლებელდამთავრებული მასწავლებლისთვის.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის პირველი მაისისთვის ქუთაისის სამასწავლებლო სემინარიის პირად შემადგენლობაში ირიცხებოდნენ პედაგოგები: გერმანე სტეფანეს ძე ხაჟომია – სამართალი, ფილიპე სიმონის ძე იანოვიჩი, ვარლამ დავითის ძე ლექვინაძე, ვარლამ ადამის ძე ხუროძე, ნ. მ. ცაგარეიშვილი, ანტონ ვასილის ძე გაიდუკი, ნიკოლოზ ივანეს ძე შაფაქიძე, ხ. ხ. ოგანეზოვი, ვასილ გაბრიელის ძე ტოროშელიძე და დირექტორი ათანასე გაბრიელის ძე ხარაბაძე.
1918
ტიპი: თანამდებობა
ამიერკავკასიის სახელმწიფო ქველმოქმედებისა და სახალხო ჯანმრთელობის სამინისტროს სამმართველოს 1918 წლის მაისის განცხადების თანახმად დევნილთა მოწყობისა და საქველმოქმედო სამინისტროს უფლებამოსილად დაინიშნა გერასიმ არტემიევიჩ გაზანდჟევი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის მაისში გერმანიიდან ჩამოვიდა დელეგაცია, რომელიც ტრაპიზონში საქართველო-თურქეთს შორის საზავო მოლაპარაკებებს ესწრებოდა. დელეგაციის ხელმძღვანელი იყო გენერალი ოტო ფონ ლოსოვი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 1 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე ქონებათა სექციის გამგემ, გიორგი გვაზავამ განაცხადა, რომ მას ჰქონდა მოლაპარაკება მთავრობის თავმჯდომარე, აკაკი ჩხენკელთან და ნოე ჟორდანიასთან, რომელთაც განაცხადეს თანხმობა დახმარებასა და სესხის მიცემაზე.

