რეგისტრირებული ფაქტები88248
სორტირება თარიღი კლებადობით
1918
ტიპი: მფლობელობა
1918 წელს თათართა შემოსევამ მესხეთ-ჯავახეთში გაანადგურა ვასილ კოპტონაშვილის ოჯახის ქონება და მდიდარი წიგნთსაცავი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918-1923 წლებში ვასილ კოპტონაშვილი მანგლისის ახლად გახსნილ პროგიმნაზიაში ქართულ ენას ასწავლიდა.
1918
ტიპი: ნასამართლეობა
1918 წელს თბილისის გენერალ-გუბერნატორის ბრძანებით დაიხურა სომხური გაზეთები „აშხატაორი,“ „ნორ-ორიზონი,“ „კავკასკოე სლოვო“, რომელთა შემადგენლობა და რედაქტორი ვ. ს. ანანოვი თბილისელი სომხებისათვის აჯანყებისა და ამბოხების მოწოდების გამო დააპატიმრეს.
1918
ტიპი: თანამდებობა
იაკობ ფანცხავა 1918 წლამდე ქუთაისში ყოფნის პერიოდში იყო საგუბერნიო კომიტეტის თავმჯდომარე.
1918
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1918 წელს პარმენ ლორია ოსმალების წინააღმდეგ ბრძოლის დროს ტყვედ ჩავარდა, მაგრამ გათავისუფლებისთანავე ქართულ ჯარს დაუბრუნდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის გაზაფხულზე პარმენ ლორია ოსმალების წინააღმდეგ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოსა და ბათუმის დასაცავად იბრძოდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918-21 წლებში ბათუმელი მწერალი, დრამატურგი პარმენ ლორია რამდენიმე ბრძოლაში მონაწილეობდა.
1918
ტიპი: ორგანიზაცია
1924 წელს აჯანყების ბრალდებით დაკავებულთა სიის თანახმად, არტემ იაკობიძე 1918 წლიდან სოციალისტ-რევოლუციონერი იყო.
1918
ტიპი: ორგანიზაცია
1918 წლიდან იაკობ გოგსაძე იყო მემარჯვენე სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის წევრი.
1918
ტიპი: ორგანიზაცია
1918 წლიდან ალექსანდრე მაჭავარიანი მემარჯვენე სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის წევრი იყო.
1918
ტიპი: ორგანიზაცია
1918-1919 წლებში ენუქი ბრეგვაძე იყო ახალგაზრდა მარქსისტული ორგანიზაციის წევრი.
1918
ტიპი: ორგანიზაცია
1918-1923 წლებში ილია მჟავანაძე იყო ახალგაზრდა მარქსისტული ორგანიზაციის წევრი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918-1921 წლებში სანდრო გაფრინდაშვილი წელიწადნახევარი მუშაობდა მილიციაში და ოთხი თვე მუშაობდა სახალხო გვარდიაში.
1918
ტიპი: ორგანიზაცია
1918 წელს ირაკლი წერეთელი ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის წევრი გახდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს, რუსეთიდან დაბრუნების შემდეგ, ირაკლი წერეთელი ამიერკავკასიის სეიმის დეპუტატი გახდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს, რუსეთიდან დაბრუნების შემდეგ, ირაკლი წერეთელი ბრესტის სამშვიდობო ხელშეკრულების წინააღმდეგ გამოვიდა.

