საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88095

1867

ტიპი: ავტორობა

1867 წლის 14 ივლისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ანტონ ფურცელაძის მიერ თარგმნილი ჯაკომო ლეოპარდის ორი ლექსი, „ვენგრული სიმღერა“ და „სერბული მოტივები“.

1866

ტიპი: თანამდებობა

1866 წლის 20 დეკემბერს კავკასიის სამხედრო სამმართველოს განკარგულებით თიანეთის ოლქის სამხედრო ნაწილის უფროს ივანე რატიშვილს პოლკოვნიკის წოდება მიენიჭა.

1928

ტიპი: განათლება

1928-1933 წლებში იოსებ ფაღავა სწავლობდა ბათუმის ინდუსტრიულ ტექნიკუმში.

1933

ტიპი: განათლება

1933-1934 წლებში იოსებ ფაღავა სწავლობდა საქართველოს პროფმოძრაობის ერთწლიან სკოლაში.

1867

ტიპი: სტატუსი

1867 წლის 4 იანვარს, რუსეთის იმპერატორ ალექსანდრეს განკარგულებით, სამეგრელოს თავად დავით დადიანის უმცროს ვაჟს, ანდრია დადიანს, მიენიჭა გვარ-წოდება დადიანი-სამეგრელოისა (Дадiань-Мингрелскiй).

1867

ტიპი: ღონისძიება

1867 წლის 4 იანვარს, რუსეთის იმპერატორ ალექსანდრეს განკარგულებით, სამეგრელოს თავად დავით დადიანის ქვრივს, ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანს, დაენიშნა სამუდამო პენსია.

1867

ტიპი: ავტორობა

1867 წლის 6 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა უავტორო წერილი „ვაი ჭკუისაგან“, რომელშიც მწვავედაა გაკრიტიკებული იმავე გაზეთის 24-ე ნომერში „ინგილოს“ ფსევდონიმით გამოქვეყნებული რაფიელ ივანიცკის ნარკვევი ქიზიყელი ინგილოების ყოფაზე.

1867

ტიპი: თანამდებობა

1867 წლის 16 აპრილს რუსეთის იმპერატორ ალექსანდრეს განკარგულებით ვლადიმერ ვასილის ძე ლევაშოვი ქუთაისის სამხედრო გუბერნატორად დაინიშნა.

1867

ტიპი: ღონისძიება

1867 წლის 25 აპრილს საქართველოში სტუმრად მყოფმა რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრემ ქალაქი დატოვა და სტავროპოლისკენ გაემგზავრა.

1867

ტიპი: ღონისძიება

1867 წლის 7 აპრილს თბილისს სტუმრად ეწვია სომხეთის კათოლიკოს-პატრიარქი გევორქ IV.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 1-ელი მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ყარსში მცხოვრებმა ქართველებმა – ეგ. ფირანაშვილმა, ვასილ ღარიბაშვილმა, ს. ცაგარელმა, ყ. თათუზოვმა და ს. პ. მაღრაძემ – წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლას თითო მანეთი შესწირეს.

1852

ტიპი: ღონისძიება

1852 წლის 27 მაისის ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის თავად-აზნაურთა არჩევნებში მონაწილეობა მიიღო პოდპორუჩიკმა გიორგი მერაბის ძე წულუკიძემ.

1948

ტიპი: ავტორობა

1948 წლის 12 სექტემბერს ნიკოლოზ მათიკაშვილს ბიძამ, დეკანოზმა ალექსი გულისაშვილმა, ვარშავაში მოკითხვის წერილი გაუგზავნა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 15 მაისს ილია ჭავჭავაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარედ აირჩიეს.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 15 ივნისამდე მიხეილ ნასიძემ ფსევდონიმით „მეგახლავარ“ გამოაქვეყნა წიგნი „თ. ი. ჭავჭავაძე, ბიოგრაფიული და კრიტიკული ეტიუდი“.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 30 ივლისის „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ევგენი ჩიჯავაძე მღვდელ ონისიმე სანიკიძეს სთხოვდა, რომ რჩევა-დარიგებით სოფელ ჩხენიშის ახალგაზრდებისთვის სწავლის ინტერესი გაეღვიძებინა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 19 ივლისს არტემ გოგინოვის დედას სოფელ კნოლევიდან ჩასული ერთ-ერთი თავადი ფულის სესხებას სთხოვდა. უარის მიღების შემდეგ თავადმა ქვრივის მოკვლა სცადა.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლის 4 დეკემბერს ილია ჭავჭავაძეს ყვარლის მოურავმა გიორგი გოგინაშვილმა თავისი ჯამაგირის, წისქვილის შემოსავლისა და ქვევრებში ღვინის რაოდენობის შესახებ მისწერა.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლის 20 დეკემბერს ილია ჭავჭავაძეს ყვარლის მოურავმა გიორგი გოგინაშვილმა დარაჯის დაპატიმრების ამბავი შეატყობინა, ასევე მისწერა წვრილმანი ხარჯების შესახებ და წერილთან ერთად მამასახლისისგან მიღებული ქვითარი გაუგზავნა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წელს სომხურ ენაზე გამოვიდა ტიგრან ფირუმიანის მიერ თარგმნილი ილია ჭავჭავაძის „კაცია-ადამიანი?!”.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 4 დეკემბერს ინგლისელი მწერალი მარჯორი უორდროპი დედასთან, მარგარტ კოლეტთან ერთად საქართველოს ეწვია.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წელს ილია ჭავჭავაძეს პოეტმა ვასილი ველიჩკომ „რუსი მეგობრის“ ხელმოწერით მიუძღვნა გერასიმ ეზოვის წიგნი „პეტრე დიდის ურთიერთობა სომეხ ხალხთან“ და წიგნზე გაკეთებული წარწერით მიანიშნა, რომ არ იზიარებდა ავტორის „მეცნიერულ“ გამოკვლევას.

1893

ტიპი: თანამდებობა

1893-1898 წლებში გიორგი გოგინაშვილი ილია ჭავჭავაძის ყვარლის კარ-მიდამოს მოურავი იყო.

1898

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1898 წელს ვასილ კარბელაშვილმა ილია ჭავჭავაძეს წარწერით მიუძღვნა „ქართლ-კახური საგალობლების“ წიგნი.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წელს გამოვიდა არისტო ქუთათელაძის მიერ შედგენილი კრებული „წყარო“, რომელშიც გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის ლექსები: „პოეტი“, „ქართველ სტუდენტების სიმღერა“ და „გაზაფხული“.