საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88095

1859

ტიპი: თანამდებობა

1859 წელს იოვანე სიმონის ძე გორდულაძე საჩხერეში დედაღვთისის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მღვდელი იყო.

1851

ტიპი: გარდაცვალება

1851 წლის 15 სექტემბერს სოფ. გომის მაცხოვრის მირქმის ეკლესიის მღვდელი სიმონ გიორგის ძე ჩაჩუა გარდაიცვალა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916-17 წლებში თადეოზ ბაკურაძე სოფ. გომის მაცხოვრის მირქმის ეკლესიის მღვდელი იყო.

1854

ტიპი: თანამდებობა

1854-55 წლებში გიორგი სიმონის ძე ჩაჩუა სოფ. გომის მაცხოვრის მირქმის ეკლესიის მღვდელი იყო.

1871

ტიპი: თანამდებობა

1871-72 წლებში ლუკა ნიკოლოზის ძე ჩაჩუა სოფ. გომის მაცხოვრის მირქმის ეკლესიის მღვდელი იყო.

1883

ტიპი: თანამდებობა

1883 წელს ლუკა ნიკოლოზის ძე ჩაჩუა სოფ. გომის მაცხოვრის მირქმის ეკლესიის მღვდელი იყო.

1884

ტიპი: თანამდებობა

1884 წლამდე ლუკა ნიკოლოზის ძე ჩაჩუა სოფ. გომის მაცხოვრის მირქმის ეკლესიის მღვდელი იყო.

1867

ტიპი: თანამდებობა

1867-1905 წლებში ანდრია ნიკოლოზის ძე ლეჟავა სოფ. დიდი ჯიხაიშის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1911

ტიპი: გარდაცვალება

1911 წლის 13 მაისს სოფ. დიდი ჯიხაიშის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი ანდრია ნიკოლოზის ძე ლეჟავა გარდაიცვალა.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905-17 წლებში გერასიმე ალექსანდრეს ძე ნუცუბიძე სოფ. დიდი ჯიხაიშის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლამდე ილია ჭავჭავაძემ გრიგოლ ყიფშიძეს მისწერა და სთხოვა, შეეტყობინებინა დიმიტრი ნადირაძისთვის, რომ ფულის სესხად მიცემა არ შეეძლო, ჰონორართან დაკავშირებით კი თავად გრიგოლ ყიფშიძისთვის უნდა მიემართა.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 1-ლ იანვარს გაზეთ „კვალში“ გამოქვეყნდა შარჟი „საახალწლო ნობათი“ ილია ჭავჭავაძეზე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 16 იანვარს ილია ჭავჭავაძემ სათავადაზნაურო ბანკის ბაქოს სააგენტოს რევიზია დაამთავრა.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 31 იანვარს გაზეთ „კვალში“ გამოქვეყნდა გიორგი წერეთლის წერილი „გაზეთი „ივერია“ და მისი საპოლემიკო ხასიათი“.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 3 თებერვალს ილია ჭავჭავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სახელით წერილობით მიმართა ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორ ალექსი ჭიჭინაძეს, რომ მოეწოდებინა მისთვის ინფორმაცია მისადმი რწმუნებული სასწავლებლის შესახებ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 16 თებერვალს ილია ჭავჭავაძემ მონაწილეობა მიიღო თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საგანგებო კრებაში, რომელმაც განიხილა ამიერკავკასიაში ერობის შემოღების საკითხი.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 19 თებერვალს ილია ჭავჭავაძემ მონაწილეობა მიიღო თბილისის სათავადაზნაურო ბანკის გამგეობისა და ზედამხედველი კომიტეტის ერთობლივ სხდომაში.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 2-4 მარტს ილია ჭავჭავაძე დაესწრო თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საგანგებო კრებას, რომელზეც გაიმართა კამათი ერობის შემოღებაზე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 5 მარტს ილია ჭავჭავაძე თავადაზნაურთა საგანგებო კრებაზე აირჩიეს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღების საკითხის შემმუშავებელ კომისიაში.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 14 მარტს ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა სასოფლო-სამეურნეო საკრედიტო საზოგადოების წევრთა წლიურ კრებას.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 24 მარტს ილია ჭავჭავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით თხოვნით მიმართა საცენზურო კომიტეტს ალექსანდრე პუშკინის თხზულებათა დაბეჭდვაზე ნებართვის მისაღებად.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 26 მარტს ილია ჭავჭავაძემ ცენზურისგან ნებართვა მიიღო ნარკვევის „სომეხთა მეცნიერნი და ქვათა ღაღადი“ ცალკე წიგნად გამოცემაზე.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის დეკემბერში ფრანგულ ჟურნალში „ლე კოკაზ ილიუსტრე“ გამოქვეყნდა დავით კარიჭაშვილის წერილი „ქართველი პუბლიცისტები და ილია ჭავჭავაძე“.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 28 მარტს ილია ჭავჭავაძე თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის პირველი თანრიგის მსესხებელთა კრებაზე რწმუნებულად აირჩეს.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 19 ივნისის შემდეგ ილია ჭავჭავაძემ ხელი მოაწერა სენაკის სკოლაში არსებულ დაპირისპირებებთან დაკავშირებით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მიერ მიღებული ზომების შესახებ მოხსენებას, რომელიც უნდა გაგზავნოდა ამიერკავკასიის სამოსწავლო ოლქის მზრუნველს. ილია ბოლომდე დარწმუნებული არ იყო, სწორი იყო თუ არა გამგეობის რეაგირება, ამის შესახებ თავის მოგონებებში წერს ალექსანდრე მიქაბერიძე.