საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88095

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 13 ივნისს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდება ცნობა, რომ მარია გლეზერს ილია ჭავჭავაძის პოემა „განდეგილის“ გერმანულ ენაზე თარგმნა ჰქონდა განზრახული.

1898

ტიპი: ორგანიზაცია

1898 წლის 30 ივლისის „ცნობის ფურცელი“ წერს, რომ ალექსანდრე ოქროპირიძეს თავის ეპარქიაში 17 ახალი საეკლესიო სკოლის დაარსება ჰქონდა განზრახული. ამ სამრევლო-საეკლესიო სკოლების მუშაობისთვის წელიწადში 5015 მანეთი იყო საჭირო.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 15 ივნისს ილია ჭავჭავაძე დაესწრო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას, რომელზეც სხვა საკითხებთან ერთად განიხილეს ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის აღმზრდელ დიმიტრი ლორთქიფანიძის სენაკის სათავადაზნაურო სკოლაში გადაყვანის საკითხი.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის მაისში ილია ჭავჭავაძის ხელმოწერით წიგნად გამოვიდა „ანგარიში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელის საზოგადოების მოქმედებისა 1897 წელს“.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 15 ივნისამდე დიმიტრი დავითის ძე ლორთქიფანიძე ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის აღმზრდელად მუშაობდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 16 ივნისს ილია ჭავჭავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სახელით ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის აღმზრდელ დიმიტრი ლორთქიფანიძეს აცნობა, რომ 15 ივნისიდან გადაყვანილი იყო სენაკის სათავადაზნაურო სკოლაში.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 15 ივნისიდან დიმიტრი დავითის ძე ლორთქიფანიძე სენაკის სათავადაზნაურო სკოლის აღმზრდელად დაინიშნა.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878-1882 წლებში ივანე ქაიხოსროს ძე აბაშიძე „დროებისა“ და „ივერიის“ კორესპონდეტი იყო.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 2 ივლისს ილია ჭავჭავაძემ მიიღო რევიზორ ევსტაფი დობეცკის წერილი საბანკო საქმეებთან დაკავშირებით

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის ივლისის დასაწყისში ილია ჭავჭავაძემ შორეული აღმოსავლეთიდან მამია ორახელაშვილის წერილი და შემოწირული თანხა მიიღო.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 8 ივლისს გაზეთ „კვალის“ საშუალებით ილია ჭავჭავაძემ მადლობა გამოუცხადა მამია ორახელიშვილს შემოწირული თანხისთვის, რომელიც მისი სახელით გადასცა სათავადაზნაურო სასწავლებლისთვის შენობის ასაგებ ფონდს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის ზაფხულში ილია ჭავჭავაძემ საგურამოში ბერლინის უნივერსიტეტის პროფესორ კარლ ჰაუპტს უმასპინძლა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 10 სექტემბრის შემდეგ მოსე ჯანაშვილმა უილიამ მორფილისგან წერილი მიიღო. ინგლისელი პროფესორი ბარათის ბოლოს მოკითხვას უთვლის ილია ჭავჭავაძეს, რომელმაც 10 წლის წინ დაუვიწყარი მასპინძლობა გაუწია თბილისში.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 20 სექტემბერს არტემ წურინოვმა ილია ჭავჭავაძეს წარწერით მიუძღვნა თავისი წიგნი „თბილისის ბუნებრივი სიმდიდრეები (გოგირდ-ტუტოვანი ცხელი წყლების სწორი საექსპლოატაციო სახით რეკონსტრუქციის პროექტი)“.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 11 თებერვალს, როცა ნიკოლოზ მათიკაშვილი იუნკერთა სასწავლებლის შესასვლელთან მორიგეობდა, დილის 6 საათზე კართან ვიღაც მივიდა და უთხრა, რომ სომხეთის ჯარი შეტევაზე გადმოვიდა და სკოლის დირექტორისთვის შეეტყობინებინა.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წელს ვარინკა წერეთელმა აკაკი წერეთლის ლექსის მიხედვით სიმღერა „სულიკო“ დაწერა.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს პოლკოვნიკი ალექსანდრე ჩხეიძე იუნკერთა სკოლის უფროსი იყო.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს ვასილ ბარნოვი იუნკერთა სკოლაში ქართულ ლიტერატურას ასწავლიდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 12 თებერვალს ალექსანდრე ჩხეიძემ ტაბახმელისკენ მიმავალ იუნკერთა სკოლის სტუდენტებს უბრძანა ბოტანიკურ ბაღთან შესვენება და ახლობლებთან გამომშვიდობება.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 14-15 თებერვალს იუნკერთა სკოლის სტუდენტები ალექსანდრე ჩხეიძის ხელმძღვანელობით ტაბახმელაში განლაგდნენ, 16 თებერვალს კი ტაბახმელის საზღვრებს ბოლშევიკები მიადგნენ.

1956

ტიპი: გარდაცვალება

1956 წლის 24 ოქტომბერს ნი­კორ­წმინ­დის წმ. ნი­კო­ლო­ზის ეკლესიის მღვდელ­ი ამბროსი გაბრიელის ძე ფოფხაძე გარდაიცვალა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 9 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ადმინისტრაციულმა სექციამ (დავით კარიჭაშვილი, იპოლიტე ვართაგავა, გიორგი ლასხიშვილი) განიხილა სტიპენდიის მთხოვნელთა განცხადებები და კანდიდატებთა შორის ღირსად მიიჩნია გალაკტიონ ტაბიძეც. თუმცა სექციის მიერ წარდგენილი გ. ტაბიძის კანდიდატურა მთავარმა გამგეობამ არ დაამტკიცა, რადგან სათანადო საბუთები არ იყო წარმოდგენილი.

1855

ტიპი: თანამდებობა

1855-1902 წელს ანდრია სიმონის ძე გაბადაძე სოფ. გურნის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 20 სექტემბერს ქუთაისის თეატრში გაიმართულ გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებითი საღამოზე „საქართველოს ყვავილები" პაოლო იაშვილმა პირველად წაიკითხა ელენე დარიანის ლექსები.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს 14 თებერვალს ქუთაისმა საზეიმო ვითარებაში აღნიშნა შიო მღვიმელის სალიტერატურო მოღვაწეობის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო დილა, რომლის მოწყობა-ჩატარებაში აქტიურად მონაწილეობდა გალაკტიონ ტაბიძე.