რეგისტრირებული ფაქტები80982
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წლის 7 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ახალი ამბების რუბრიკით დაიბეჭდა ცნობა ილია ჭავჭავაძის თხზულებათა ათ ტომად გამოცემის განზრახვის შესახებ.
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წლის 5 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ტიგრან ფირუმიანმა სომხურად თარგმნა „კაცია – ადამიანი?!”.
1875
ტიპი: ღონისძიება
1875 წლის 13 თებერვალს ილია ჭავჭავაძის თაოსნობით თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გაიხსნა.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წლის 30 მარტს ილია ჭავჭავაძემ თბილისელ სირაჯებთან საგურამოს მარნიდან ოცდარვა საპალნე (1500-მდე ლიტრი) ღვინის მიყიდვაზე ხელშეკრულება გააფორმა.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წლის 13 აპრილს ილია ჭავჭავაძემ თბილისის სათავადაზნაურო ბანკის დადგენილებას, რომ მის წევრად ჩაეთვალათ ყველა, ვინც შეიტანდა საწევრო გადასახადს, ხელი მოაწერა.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წლის 24 აპრილს ილია ჭავჭავაძე სოფელ ვეჯინის სკოლის მასწავლებელ ნიკოლოზ ნათიძეს შეხვდა და მისცა რჩევები რუსული ენის სწავლებასთან დაკავშირებით.
1883
ტიპი: განათლება
1883 წლის 19 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დანიელ დეფოს „რობინზონ კრუზოს“ დასაბეჭდად რუსეთის წერა-კითხვის გამავრცელებელი კომიტეტისთვის კლიშეები და თარგმნის ნებართვა ეთხოვათ.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წლის 19 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, მიიღეს ინფორმაცია, რომ ბათუმის სკოლის შენობის მეპატრონეს აღარ სურდა შენობის გაქირავება.
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წლის 5 იანვარს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოსე ივანეს ძე ნათაძის დაკრძალვის ხარჯის დასაფარად და დაღუპულის შვილის სათავადაზნაურო სკოლაში სწავლების დასაფინანსებლად თანხა გაანაწილეს.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წლის 17 თებერვალს გრიგოლ ჩარკვიანის წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა ილია ჭავჭავაძის „დედა და შვილი“ და რამდენიმე ლექსი.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წლის 23 თებერვალს გრიგოლ არწრუნის თეატრში ნატო გაბუნიას ბენეფისზე ილია ჭავჭავაძის „მაჭანკალს“ და „დედა და შვილს“ წარმოადგენდნენ.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წლის 20 მარტს გრიგოლ არწრუნის თეატრში გამართულ ლიტერატურული საღამოზე ილია ჭავჭავაძის პოემებიდან „რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ“ და „განდეგილის“ ცოცხალი სურათები წარმოადგინეს.
1875
ტიპი: ღონისძიება
1875 წლის 4 ივლისს ილია ჭავჭავაძემ თბილისის საოლქო სასამართლოს ნაფიც ვექილად დანიშვნა სთხოვა. მას უკვე ჰქონდა მომრიგებელ მოსამართლედ მუშაობის ხუთწლიანი გამოცდილება.
1875
ტიპი: თანამდებობა
1875 წლის 16 ივლისს თბილისის საოლქო სასამართლოს საერთო კრებამ დააკმაყოფილა ილია ჭავჭავაძის თხოვნა, სასამართლო პალატის ნაფიც ვექილად მიეღოთ.
1875
ტიპი: ღონისძიება
1875 წლის 4 აპრილს ქართული სცენის სასარგებლოდ გამართულ სალიტერატურო საღამოზე ილია ჭავჭავაძემ წაიკითხა „კაცია-ადამიანი?!“, „მგზავრის წერილები“, ნიკოლოზ ბარათაშვილის „შემოღამება მთაწმინდაზე“, გრიგოლ ორბელიანის „ონიკოვის დარდებს“ და დიმიტრი ყაზბეგის „მავნე სულებს“.