საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88095

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 6 ნოემბრის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N29 ცნობით, ბიხოვიდან სამხედრო რევოლუციურ კომიტეტს რუსი გენერლის, ლავრ გიორგის ძე კორნილოვის გაქცევას ატყობინებენ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 6 ნოემბრის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N 29 ცნობით, კორძაიას კერძო გიმნაზიაში მოხდა კონფლიქტი, მან რამდენიმე მასწავლებელი სამსახურიდან იმ მოტივით დაითხოვა, რომ მათ ხელფასების მომატება მოითხოვეს. ამ ფაქტს ყურადღება მიაქცია მასწავლებელთა კავშირმა, საქმის გასარკვევად შეიქმნა მასწავლებელთა საგანგებო კომისია, რომელმაც 1-ლ ნოემბერს დასავლეთ საქართველოს სასწავლებლების მასწავლებელთა კავშირის სხდომას დასამტკიცებლად წარუდგინა დადგენილება, რომ კორძაიას სასწავლებლიდან დათხოვნილ მასწავლებლებს დაბრუნებოდათ თავიანთი ადგილები და მათი მოთხოვნა დაკმაყოფილებულიყო, ხოლო ეს სასწავლებელი გადასულიყო ქალაქის თვითმმართველობის ხელში ან მასწავლებელთა კავშირის განკარგულებაში იმ პირობით, რომ კორძაია დარჩენილიყო ამ სასწავლებლის საპატიო წევრად.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 6 ნოემბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N 29 დაიბეჭდა ექიმ მ. ი. პაკროვსკაიას სტატია „ჯანსაღი ჩვეულების განვითარება“, რომელშიც ავტორი ამბობს, რომ მოზარდი თაობის ფიზიკური აღზრდის საკითხი აინტერესებდათ გამოჩენილ ადამიანებს და მაგალითად მოჰყავს რუსოს „ემილის აღზრდა“. გუიოს აზრით, აღზრდის მიზანი უნდა იყოს ბავშვში ადამიანური თვისებების განვითარება. მისთვის აღზრდაში უმთავრესია ასევე ჩვეულება, რომელიც ცხოვრების წესის საძირკველია.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 5 ნოემბერს ქუთაისის ქართული ეროვნული გუნდის ლოტბარი კონსტანტინე გიორგის ძე ფოცხვერაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ ორგანიზაციას მფარველობაში მიღებას სთხოვს.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 3 ნოემბერს „ფინჯან ჩაიში“ ცისფერყანწელებმა – პაოლო იაშვილმა, ლადო მაჭავარიანმა, ნიკო ლორთქიფანიძემ და კოლაუ ნადირაძემ – ექსპრომტად ლექსები წაიკითხეს.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის ნოემბერში კონსტანტინე აფხაზი საქართველოს საეროვნო საბჭოთა წევრად აირჩიეს.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის 4 დეკემბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N32 გამოქვეყნებულია ამავე წლის 1 ნოემბრის ქ. სამტრედიის საერთო ქალთა წრის გამგეობის დადგენილება ოლია ურუშაძისა და ანიჩკა ახობაძის მოქმედების შესახებ, რომელთაც გაიტაცეს ქალთა კავშირის წევრთა სია, რათა ისინი დაებეზღებინათ პარტიაში. გამგეობის აზრით, 29 ოქტომბრის მათი ქმედება ემუქრება ქალთა წრის არსებობას, რის გამოც გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ საშუალებით ეცხადებათ ზიზღი. თუ აღნიშნული პირები კვლავ განაგრძობენ მსგავს საქციელს, გამგეობა მათ წინააღმდეგ სხვა ზომებს მიმართავს.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის პირველი ნოემბერის ქუთაისის გუბერნიის სახალხო სკოლების კომისარიატის განკარგულებით აგრაფინა ბერიძე ხონის მარინეს სახელობის ქალთა სასწავლებლის ქართული ენის მასწავლებლად დაინიშნა.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის ნოემბრიდან ნოე რამიშვილი ეროვნულ საბჭოში სამხედრო კომისიას ხელმძღვანელობდა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის ნოემბერში მოწვეულ საქართველოს ეროვნულ ყრილობაზე ნოე რამიშვილი ეროვნული საბჭოს წევრად აირჩიეს.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 29 ოქტომბერს ერობათა კავშირმა ბაქოდან საფოსტო წერილი მიიღო. იუწყებოდნენ, რომ ნავთობთან დაკავშირებული საკითხი საჭიროებდა დროულად მოგვარებას, რათა ქვეყანა მოსალოდნელი შიმშილისგან გადარჩენილიყო. ამის გამო უნდა დანიშნულიყო სასწრაფო შეხვედრა ცენტრალურ ორგანოში, სადაც ყველა ერთად მიიღებდა გადაწყვეტილებას. სხდომის ჩატარების სავარაუდო დღედ დაინიშნა 10 ნოემბერი, პეტროგრადი. წერილს ხელს აწერენ დროებითი ბიუროს განსაკუთრებული ყრილობის თავჯდომარე კირაში და მდივანი ა. კლეინერმანი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 29 ოქტომბერს ქართლ-კახეთის სათავადაზნაურო საგუბერნიო საგანგებო კრების თავმჯდომარე იყო კონსტანტინე აფხაზი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 29 ოქტომბერს კონსტანტინე აფხაზის თავმჯდომარეობით მოწვეულმა ქართლ-კახეთის სათავადაზნაურო საგუბერნიო საგანგებო კრებამ თავადაზნაურობის კუთვნილი უძრავ-მოძრავი ქონება გადასცა საქართველოს თვითმმართველობის საჯარო-უფლებრივ ორგანოს.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 29 ოქტომბერს კონსტანტინე აფხაზის თავმჯდომარეობით მოწვეულმა ქართლ-კახეთის სათავადაზნაურო საგუბერნიო საგანგებო კრებამ საქართველოს თვითმმართველობის საჯარო-უფლებრივი ორგანოს დაარსებამდე შექმნა საბჭო და გამგებლობა, რომელიც ზედამხედველობას გაუწევდა თავადაზნაურობის კუთვნილ ქონებას.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 29 ოქტომბერს კონსტანტინე აფხაზის თავმჯდომარეობით მოწვეულმა ქართლ-კახეთის სათავადაზნაურო საგუბერნიო საგანგებო კრებამ ინტერპარტიულ საბჭოს თხოვნით მიმართა, განესაზღვრა მოსაწვევ წარმომადგენელთა რიცხვი, ვადები და შესაბამისი წინასწარი განკარგულებითი ქმედებები.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 29 ოქტომბერს კონსტანტინე აფხაზის თავმჯდომარეობით მოწვეულმა ქართლ-კახეთის სათავადაზნაურო საგუბერნიო საგანგებო კრებამ მოსაწვევ საბჭოს გადასცა ქონების გამგებლობის, მოვლისა და დაცვის რეგლამენტის და აგრეთვე, ბიუჯეტისა და შტატების შედგენის ვალდებულება.

1917

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 4 სექტემბერს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრმა გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილმა N38 ბრძანებით, 1917 წლის 28 ოქტომბრიდან ტარას სარდიონის ძე აბზიანიძე ფიზიკის მასწავლებლად დაამტკიცა ქუთაისის ვაჟთა მესამე გიმნაზიაში.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 28 ოქტომბრიდან ვალერიან გაფრინდაშვილი ქუთაისის ვაჟთა მესამე გიმნაზიიის რუსული სიტყვიერებისა და ლიტერატურის ისტორიის მასწავლებლად დაინიშნა.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს ილარიონ ტარიელის ძე ლორთქიფანიძე, მიხეილ ზურაბის ძე ზანდუკელი, ნატაშა ლორთქიფანიძისა, მარიამ ღოღობერიძე და ალექსანდრე ჩხეიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყარსის განყოფილების წევრები იყვნენ.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს დავით ნიკოლოზის ძე ქუთათელაძე, ნოე ავაკუმის ძე სვანაძე, ელისაბედ ჩხეიძია, ილია მუხურაძე და შ. ლორთქიფანიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყარსის განყოფილების წევრები იყვნენ.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს კონსტანტინე მოსეს ძე კავკასიძე, ესტატე ზურაბის ძე ლოლუა, ვასო კოსტაშვილი, აბრაამ ცომაია, ნ. გრიგოლაშვილი და ვახტანგ ჟორდანია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყარსის განყოფილების წევრები იყვნენ.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს ნ. ჩახავა, ვარ. ჩახავა, ალ. ჭუბაბრია, ეპიფანე უჩანეიშვილი, გრიგოლ ჭუბაბრია, ტოტია ჩხეიძე და გიორგი კოჩინევი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყარსის განყოფილების წევრები იყვნენ.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს მარია კოჩინევისა, მელიტონ ნინუა, დომენიკ პატკოვსკი, ტერენტი დანელია, ალექსანდრე მონიავა და ვიქტორ გრიგოლია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყარსის განყოფილების წევრები იყვნენ.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს შალვა თედორაშვილი, ნიკოლოზ ბეკოშვილი, კაპიტონ კალანდაძე, ვლადიმერ გახოკიძე, მოსე და ნიკოლოზ ივანეს ძე შენგელიები ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყარსის განყოფილების წევრები იყვნენ.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს ნიკოლოზ მონიავა, ესტატე გიორგიძე, ვასილ კელენჯერიძე, სვ. ბეჟანიშვილი, მ. მინდელი და ბესარიონ ალექსანდრეს ძე დანელია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყარსის განყოფილების წევრები იყვნენ.