საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88095

1850

ტიპი: თანამდებობა

1850 წელს დავით მათეს ძე მოსეშვილი სოფ. გუბის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წელს ტიმოთე ვასილის ძე გიორგაძე სოფ. გუბის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906-12 წლებში ექვთიმე თედორეს ძე ლეჟავა სოფ. გუბის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1810

ტიპი: თანამდებობა

1810-51 წლებში ნიკოლოზ ჯიშკარიანი სოფ. გუმათის მთავარანგელოზის ეკლესიიის მღვდელი იყო.

1894

ტიპი: თანამდებობა

1894-96 წლებში მათე ლაზარეს ძე ხელაძე სოფ. გუბისწყლის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის მღვდელი იყო.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 23 მარტს ილია ჭავჭავაძემ ბანკის გამგეობის წევრ ალექსანდრე ვახვახიშვილთან ერთად ქრისტეფორე მამაცაშვილს მისწერა, რომ 19 მარტს მას გაუგზავნეს ბანკის ყველა ანგარიში 1875 და 1877 წლების გარდა, რადგან მათი დაბეჭდილი პირები არ ჰქონდათ.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 27 მარტს ილია ჭავჭავაძე თბილისიდან წასულ მრევლთან ერთად მცხეთაში საქართველოს ეგზარქოს ფლავიანეს შეხვდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 11 აპრილის გაზეთ „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ილია ჭავჭავაძემ იუბილესთან დაკავშირებით კიეველი და ოდესელი ქართველებისგან მიიღო მისალოცი წერილები, რომლებსაც ხელს აწერდა 59 ადამიანი.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 9 იანვარს ილია ჭავჭავაძემ მონაწილეობა მიიღო თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა კრებაში, რომელმაც განიხილა მეფე ერეკლე მეორის გარდაცვალებიდან ასი წლისთავთან დაკავშირებით სიონის ტაძარში წირვისა და პანაშვიდის გადახდის საკითხი.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 10 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, ბებიაქალი ბაგინოვისა თბილისის მოქალაქეთა მიერ დაარსებულ სამკურნალოში ორშაბათსა და პარასკევს მიიღებდა პაციენტებს.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 10 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, ბებიაქალი სტეფანოვისა თბილისის მოქალაქეთა მიერ დაარსებულ სამკურნალოში ოთხშაბათსა და შაბათს მიიღებდა პაციენტებს.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 13 მაისს ქართული თეატრი გამართავდა წარმოდგენას „რომანი ღარიბი ყმაწვილი კაცისა“ ბარბარე კორინთელის მონაწილეობით.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 11 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, ალექსანდრე ყაზბეგის მოთხრობა „ელისო“ გასაყიდად გამოვიდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 11 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, ალექსანდრე ყაზბეგის მოთხრობა „ელისო“ თელავში, ვლადიმერ როსტომაშვილთან იყიდებოდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 11 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, ალექსანდრე ყაზბეგის მოთხრობა „ელისო“ გორში, სოფრომ მგალობლიშვილთან იყიდებოდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 11 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, ალექსანდრე ყაზბეგის მოთხრობა „ელისო“ ახალციხეში, ალექსეევ-მესხიევთან იყიდებოდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 11 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, ალექსანდრე ყაზბეგის მოთხრობა „ელისო“ ოზურგეთში პედაგოგ ილურიძესთან იყიდებოდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 11 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, ალექსანდრე ყაზბეგის მოთხრობა „ელისო“ ბათუმში, მოსე ნათაძესთან იყიდებოდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 11 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, ალექსანდრე ყაზბეგის მოთხრობა „ელისო“ ფოთში, ხუმარაძის წიგნის მაღაზიაში, 25 კაპიკად იყიდებოდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 11 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, ალექსანდრე ყაზბეგის მოთხრობა „ელისო“ ქუთაისში, ვარლამ ჭილაძის წიგნის მაღაზიაში, 25 კაპიკად იყიდებოდა.

1885

ტიპი: განათლება

1885 წლის 11 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, ალექსანდრე ყაზბეგის მოთხრობა „ელისო“ თბილისში, ზაქარია გრიქუროვის წიგნის მაღაზიაში 25 კაპიკად იყიდებოდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 11 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, აკაკი წერეთლის თხზულება „გადია“ ქუთაისში, ვარლამ ჭილაძის მაღაზიაში, იყიდებოდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 11 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, აკაკი წერეთლის თხზულება „გადია“ თბილისში, გრიგოლ ჩარკვიანის მაღაზიაში, იყიდებოდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 25 თებერვალს გამართული თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე იყო ნოე ჟორდანია.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წელს საქართველოს მთავრობამ ნოე ჟორდანიას მეთაურობით ინგლისსა და საფრანგეთთან წინასწარ, ბოლშევიკების შემოსვლამდე, შეათანხმა მთავრობის, დამფუძნებელი კრების წევრებისა და ჯარის ნაწილის ქვეყნიდან გახიზვნის საკითხი.