საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80982

1858

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1858 წელს ილია ჭავჭავაძე ტიარლევოდან დროებით პეტერბურგში დაბრუნდა მეორე კურსზე გადასასვლელი დამატებითი გამოცდების ჩასაბარებლად და ასეთი შეფასებები მიიღო: სახელმწიფო სამართალი – 4, რუსეთის კანონმდებლობა – 4, ღვთისმეტყველება – 5, ზოოლოგია – 3, ფსიქოლოგია – 5.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის 10 ნოემბრის გაზეთ „შრომაში“, ჟურნალ „ივერიის“ მეოთხე-მეხუთე ნომრის შესახებ ესტატე მჭედლიძის რეცენზიის გაგრძელება დაიბეჭდა.

1905

ტიპი: ღონისძიება

გიორგი ჟურული მოგონებებში წერს, რომ 1905 წელს ილარიონ ვორონცოვ-დაშკოვმა პეტერბურგში კავკასიის ერების დელეგაცია გაგზავნა, რათა მათ რუსეთის მომავალ პარლამენტში საკუთარი დეპუტატის არჩევის უფლება მოეპოვებინათ.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს მარიის სასახლეში გამართულ კრებას სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე დიმიტრი სოლსკი ხელმძღვანელობდა. კრებას ესწრებოდა მინისტრთა კაბინეტის სრული შემადგენლობა და კავკასიიდან ჩასული ყველა დელეგატი.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს მარიის სასახლეში გამართულ კრებას რუსეთის იმპერიის პრემიერ-მინისტრი სერგეი ვიტტე დაესწრო.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის 25 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, ორგანიზაციის სასარგებლოდ დანიშნული მეჯლისის თარიღსა და მასზე დასასწრები ბილეთების დაბეჭდვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის 25 იანვარს ბათუმის სკოლის მასწავლებელმა მოსე ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ორგანიზაციის ახალი წევრებისგან მოკრებილი თანხა გაუგზავნა.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის 25 იანვარს ბათუმის სკოლის მასწავლებელმა მოსე ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას აცნობა, რომ შედგა დრამატული წრე, რომელიც საზოგადოების ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად წარმოდგენებს გამართავდა.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის 25 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გიორგი თუმანიშვილს დრამატული ნაწარმოებების შერჩევა დაავალეს.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის 25 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე არ გაითვალისწინეს იაკობ გოგებაშვილის მოსაზრება, რომ თონეთისა და ხელთუბნის სკოლებში რუსული ენის სწავლება პირველი კლასის მეორე სემესტრიდან დაეწყოთ.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის 28 ოქტომბერს თბილისის სასამართლო პალატამ ქუთაისის მაზრის საგლეხო „პრისუტსტვიის“ წევრ სერჟპუტოვსკის საჩივრის საფუძველზე სერგეი მესხი 100 მანეთით დააჯარიმა.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის 28 ოქტომბერს თბილისის სასამართლო პალატამ ქუთაისის მაზრის საგლეხო „პრისუტსტვიის“ წევრ სერჟპუტოვსკის საჩივრის საფუძველზე ილია ჭავჭავაძე 25 მანეთით დააჯარიმა.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის 20 ნოემბრის გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია „ბათომის სკოლის თაობაზედ“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის 10 დეკემბერს გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატიის „ბათომი და ბათომელები“ დასასრული. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის 25 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, სამოსწავლო ოლქის მზრუნველ კირილ იანოვსკისთვის გაგზავნილ და უკან დაბრუნებულ დოკუმენტზე ბათუმის სკოლაში მუსლიმური რჯულის სწავლების პროგრამის დამტკიცებასთან დაკავშირებით იმსჯელეს.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის 12 იანვარს გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია „გახშირებული ავადმყოფობა“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის 9 იანვარს გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია „გამბეტას დამარხვა“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის 6 იანვარს გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია „გავლილი წელიწადი რუსეთში“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის 5 იანვარს გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია „გავლილი წელიწადი ევროპაში“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის პირველი იანვრის გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია „საახალწლო“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის 9 იანვარს გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა ვახტანგ ორბელიანის პოეტური გამოხმაურება ილია ჭავჭავაძის ლექსზე: „ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია?“.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის 20 იანვარს გერმანულ ჟურნალში არტურ ლაისტის სტატია „მივიწყებული ლიტერატურა“ დაიბეჭდა.

1891

ტიპი: ავტორობა

1891 წლის 19 თებერვალს ილია ჭავჭავაძემ მიხეილ ზაალის ძე ყიფიანს ვლადიკავკაზში გაუგზავნა წერილი ყაზბეგში სკოლის გახსნის თაობაზე.

1857

ტიპი: ავტორობა

1857 წლის დეკემბერში ილია ჭავჭავაძემ დაიწყო მოთხრობა „დიამბეგობის“ წერა, რომელიც იმ ფაბულითა და სათაურით აღარ განაგრძო, მისი ცალკეული პასაჟები მოგვიანებით მოთხრობის „სარჩობელაზედ“ ადრეულ ვარიანტში გამოიყენა.