რეგისტრირებული ფაქტები88095
სორტირება თარიღი კლებადობით
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 11 ოქტომბერს იმერეთის ქალთა ეპარქიალური სასწავლებლის პედაგოგიურმა საბჭომ სხდომაზე თხოვნის თანახმად გიორგი მინას ძე აბაშიძე 1917 წლის 1-ლი სექტემბრიდან ქართული ენის მასწავლებლის თანამდებობიდან გაათავისუფლა.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 11 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ თელავის განყოფილების გამგეობას სთხოვა, ნინო ივანეს ასული ლაშხაურის მასწავლებლობიდან გათავისუფლების მიზეზი ეცნობებინათ.
1917
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, 11 ოქტომბერს, 12 საათზე, ნათელა ლეონიდეს ასული ბარათოვას გარდაცვალების წლისთავზე გაიმართებოდა სამოქალაქო პანაშვიდი.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 10 ოქტომბერს მთავარგამგემ ცავრინა დისიონის ასული ახვლედიანი თბილისის ქალთა მე-7 გიმნაზიის კლასის დამრიგებლის თანაშემწედ დანიშნა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 9 ოქტომბერს ქ. ქუთაისში ჩავიდა რუსეთის რევოლუციის ბელადი, ყოფილი მინისტრი ირაკლი გიორგის ძე წერეთელი.
1917
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1917 წლის 8 ოქტომბერს თბილისის მეექვსე გიმნაზიის მეხუთე კლასის მოსწავლე ალექსი იოსების ძე ბასიშვილმა პედაგოგიურ საბჭოს სიღარიბს გამო სწავლის გადასახადიდან განთავისუფლება სთხოვა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 7 ოქტომბერს გაიხსნა რუსეთის რესპუბლიკის დროებითი საბჭო, რომლის თავმჯდომარედ აირჩიეს ავქსენტევი, მის მოადგილედ პეშეხოვი. ბოლშევიკებმა დარბაზი დატოვეს.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 2 ოქტომბერს ნავთობით მომარაგებისა და მისი თვიურად გადანაწილების საკითხთან დაკავშირებით გამართული შეხვედრის თავმჯდომარე იყო სამთო ინჟინერი ვ. გ. ოკუნევიჩი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 2 ოქტომბერს ნავთობით მომარაგებისა და მისი თვიურად გადანაწილების საკითხთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრას ამიერკავკასიის სამმართველოს რკინიგზის ინჟინერი გ. ა. ხატისოვი დაესწრო.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 2 ოქტომბერს ნავთობით მომარაგებისა და მისი თვიურად გადანაწილების საკითხთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრას ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომისარიატის საკომუნიკაციო გზების კომისარი ალექსანდრე სამოილოვი დაესწრო.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 2 ოქტომბერს ნავთობით მომარაგებისა და თვიურად გადანაწილების საკითხთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრას სამხარეო-საბინაო სამმართველოს წარმომადგენელი პ. ა. ლავროვი დაესწრო.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 2 ოქტომბერს ნავთობით მომარაგებისა და მისი თვიურად გადანაწილების საკითხთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრას სამხედრო შეტყობინებების სამმართველოს ინჟინერი ნ. ს. ბალბაშევსკი დაესწრო.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 28 სექტემბრის გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N 25 იუწყება, რომ ქუთაისის საერთო ქალთა კლუბის ბიურო (ხელმძღვანელი კატო მიქელაძე) წევრთა საყურადღებოდ აცხადებს, რომ მომავალი კვირიდან საზოგადო კრებები კლუბის წევრთათვის გაიმართება ქალაქის სამკითხველოში ყოველ კვირა დღეს საღამოს 6 საათზე.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 2 ოქტომბერს აკაკი გვახარია დაინიშნა ქობულეთის ორშტატიან სასწავლებელში.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 2 ოქტომბერს გამართულ შეხვედრას ნავთობით მომარაგებისა და მისი თვიურად გადანაწილების საკითხთან დაკავშირებით ესწრებოდნენ თხევად და მყარ ნავთობზე უფლებამოსილი პირები საქართველოში, ინჟინრები – მ. ა. ოგანეზოვი და დ. კ. ანდრეევი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 2 ოქტომბერს გაიმართა შეხვედრა მინერალური ნავთობის მომარაგებისა და მისი თვიურად გადანაწილების საკითხთან დაკავშირებით, რომლის წევრიც იყო საქარხნო საბჭოს თავმჯდომარე, გენერალი ს.ს. დურნოვი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 2 ოქტომბერს გაიმართა შეხვედრა მინერალური ნავთობის მომარაგებისა და გადანაწილების საკითხთან დაკავშირებით, რომელსაც სამხედრო რაიონული წარმოების კომიტეტის თავმჯდომარე სერგო ფეოდორის ძე ზავალიჩინიც ესწრებოდა.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის პირველი ოქტომბრიდან ნინო ბაქრაძე-ბოცვაძე თბილისის რეალური სასწავლებლის პედაგოგი იყო.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 1-ელი ოქტომბრიდან ალექსანდრა გარდაფხაძე-ქიქოძე გურიაში, სოფ. ბახვის ორკლასიანი სასწავლებლის პედაგოგად გადაიყვანეს.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის პირველი ოქტომბრიდან იასონ ლუარსაბის ძე ამირანაშვილი ფოთის უმაღლეს დაწყებით სასწავლებელში მსახურობდა.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის პირველი ოქტომბრიდან თამარ გაჩეჩილაძე დამტკიცდა ზესტაფონის ქალთა გიმნაზიის ხელსაქმის მასწავლებლად.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის პირველი ოქტომბრიდან თამარ ნიკოლოზის ასული გაჩეჩილაზე ასრულებდა ხელსაქმის მასწავლებლის მოვალეობას ზესტაფონის ქალთა გიმნაზიაში.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის პირველი ოქტომბრიდან სამსონ გრიგოლის ძე გახარია დაინიშნა ჭოღის უმაღლეს-დაწყებითი სასწავლებლის ინსპექტორის თანამდებობაზე.

