რეგისტრირებული ფაქტები88095
სორტირება თარიღი კლებადობით
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 31 აგვისტოს გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N21 რედაქციამ გამოაქვეყნა განცხადება, რომ კვირას, 3 სექტემბერს საერთო ქალთა კლუბის ბიუროში, საღამოს 7 საათზე კატო მიქელაძე წაიკითხავდა ლექციას „საჭიროა თუ არა ქალთა კავშირები“.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 2 სექტემბერს გიორგი ლევანის ძე თედორაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ოდესის უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის სექტემბრისათვის, როდესაც წყდებოდა ქართული სამხედრო კორპუსის ჩამოყალიბების საკითხი, საქართველოში თავი მოიყარეს რუსეთის ფრონტებიდან ჩამოსულმა გამოცდილმა მხედართმთავრებმა, მათ შორის იყვნენ გენერლები: ილია ოდიშელიძე, ვასილ გაბაშვილი, ალექსანდრე ანდრონიკაშვილი, იმნაძე, იოსებ გედევანიშვილი და სხვ. მათ ბევრად ჩამორჩებოდა იმხანად პოლკოვნიკის ჩინის მქონე სტეფანე ახმეტელი, თუმცა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოს ჯარის მეთაურად სწორედ ის დანიშნა.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის სექტემბერში დანიშნული სამხედრო კორპუსის ახალი მეთაური სტეფანე გიორგის ძე ახმეტელი (ახმეტელაშვილი) გენერალ გიორგი ივანეს ძე მაზნიაშვილს პირად საუბრებში არწმუნებდა, რომ ის მენშევიკურ პარტიაში არ ითვლებოდა, მაგრამ მაზნიაშვილი იგონებს, რომ ახმეტელის ოთხი ძმა პარტიის წევრი იყო და მისი აზრით, ახლად დანიშნული სარდალიც მენშევიკებს იყო მიკედლებული.
1917
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1917 წლის 1-ლი სექტემბრისათვის შემდეგ პირთა სახელზე, რომლებიც იყვნენ საშემსრულებლო კომიტეტისა და სხვადასხვა კომისიის წევრები, გაიცა ატესტატები სამსახურისათვის ვარგისიანობის შესახებ: 1. მიხეილ გახოკია, 2. ილია გოლუბეევი, 3. სერგო გონჩაროვი, 4. მ. ენჩმენი, 5. ივან ეგოროვი, 6. ანდრეი ჟილიაკოვი, 7. ნიკოლაი ყიფიანი, 8. სიმონ ვკლუჩევი, 9. კერესელიძე სიმონ, 10. კუროჩკინი ვასილი, 11. კვაჭაძე დანილი, 12. კარპენკო პეტრე, 13. ლომთათიძე გრიგორი, 14. მოროზოვი გრიგოლი, 15. მიხეევი ანდრეი, 16. სერგო მუხარინსკი, 17. ვლადიმერ ნოჟკინი, 18. ოსიპოვ პაველი, 19. პეტროვი ვასილი, 20. პაპჩენკო არკადი, 21. სანიკოვი ვასილი, 22. ტროპაიძე ზავედეი, 23. ტერეხოვ ივან, 24. უმანცევი ალექსანდრე, 25. შტეინინგერი ედვინი, 26. არკადი სანიკიძე.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 24 აგვისტოს სრულიად რუსეთის რკინიგზელთა დამფუძნებელმა ყრილობამ, რომელიც მოსკოვში გაიმართა, დაამტკიცა შრომის ანაზღაურების ნორმები მოსამსახურეთა კატეგორიების მიხედვით. დოკუმენტის ძალაში შესვლის თარიღია 1917 წლის 1-ლი სექტემბერი. ხელს აწერენ: Викжель-ის თავმჯდომარე მალიცკი, შრომის კომისიის თავმჯდომარე სენიუშკინი, შრომის კომისიის წევრი პრიანიჩნიკოვი, Викжель-ის მდივანი ნესტერენკო.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 1-ელი სექტემბრიდან კავკასიის კომისარიატმა ალექსანდრა გიორგის ასული აბაზაძე ლანჩხუთის ქალთა და ვაჟთა გიმნაზიების ფრანგულის ენის მასწავლებლად დანიშნა.
1917
ტიპი: თანამდებობა
ნიკოლაი ნიკოლაის ძე ბოსინი იყო თბილისის II კომერციული სასწავლებლის პრაქტიკული ეკონომიკის მასწავლებელი 1917 წლის 1-ლი სექტემბრიდან. მისი ხელფასი შედგენდა 770 მანეთს.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 7 სექტემბრის გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N22 სხვა ჟურნალ-გაზეთებზე დაყრდნობით იუწყება, რომ კერენსკიმ რუსეთი რესპუბლიკად გამოაცხადა. სახელმწიფოს დასაცავად 5 წევრიანი დირექტორია შედგა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 7 სექტემბრის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N22 ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ქუთაისის გუბერნიის კომისარ გრიგოლ გიორგაძეს დეპეშით აუწყებს, რომ დროებითი მთავრობის დადგენილებით, 1917 წელს უმაღლეს სასწავლებელში მეცადინეობა შეწყვიტეს.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის სექტემბერში გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ ფონდის გასაძლიერებლად ლუდმილა კონდრატის ასულმა ჩაჩიბაიამ შესწირა 10 მან.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის პირველი სექტემბრიდან 1919 წლის პირველ თებერვლამდე თევდორე მალაქიას ძე ბეგიაშვილი სიღნაღის ვაჟთა გიმნაზიის ქართული ენის, ისტორიისა და ფსიქოლოგიის მასწავლებელი იყო.
1917
ტიპი: ღონისძიება
ქუთაისის ვაჟთა მე-3 გიმნაზიის დირექტორი სთხოვდა სახალხო განათლების მინისტრს, რომ ხსენებულ გიმნაზიაში ლათინური ენის მასწავლებლად დაემტკიცებინათ დავით ივანეს ძე გაფრინდაშვილი 1917 წ. პირველი სექტემბრიდან.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 1-ელი სექტემბრიდან დავით ივანეს ძე გაფრინდაშვილი ქუთაისის ვაჟთა მესამე გიმნაზიის ლათინური ენის მასწავლებლად დაინიშნა.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის პირველი სექტემბრიდან კონსტანტინე დავითის ძე ანთაძე ყვირილის ვაჟთა გიმნაზიის საღვთო რჯულის მასწავლებლად მუშაობდა.
1917
ტიპი: ღონისძიება
ოზურგეთის ქალთა გიმნაზიის უფროსმა ან. მგელაძემ განათლების სამინისტროს მისწერა, რომ 1917 წლის პირველი სექტემბრიდან ხელსაქმის მასწავლებლად ანა გეგელაშვილი მიიწვიეს. გეგელაშვილი ჩინებულად ასრულებდა თავის მოვალეობას. მან არსებული პროგრამის მიხედვით მოსწავლეებს შეასწავლა ჭრა-კერვა, ქარგვა და ა. შ.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის პირველ სექტემბერს, თოთხმეტ წლიანი სამსახურბერივი მივლინების შემდეგ, დუტუ მეგრელი ერევნიდან თბილისში დაბრუნდა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის პირველი სექტემბრიდან დუტუ მეგრელი თბილისის ცენტრალურ დაწესებულებებში მუშაობდა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 31 აგვისტოს გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N21 ჟურნალ-გაზეთებზე დაყრდნობით წერდა, რომ თბილისში ხმები დადიოდა ნიკოლოზ ნიკოლოზის ძის იალტიდან გაპარვის შესახებ. ფიქრობდნენ, რომ იგი ჩრდილოეთ კავკასიაში იმყოფებოდა.

