საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89840

1926

ტიპი: თანამდებობა

1926 წელს გიორგი ალექსანდრეს ძე ჩხეიძე, გრიგოლ სიმონის ძე იაშვილი, მიხეილ ნიკოლოზის ძე დადიანი, ვიტალი უგრეხელიძე, ივანე ტრიფონის ძე ბაქრაძე, ვალერიან ხელაძე და ივანე ნანუაშვილი პოლონეთის არმიაში მსახურობდნენ.

1901

ტიპი: თანამდებობა

მთავრობის გადაწყვეტილებით, 1901 წელს, სასჯელის დებულების მე-1100 მუხლის თანახმად, გუდაუთის ფოსტა-ტელეგრაფის სამმართველოს მოხელე ვასილ ნასიძე სამსახურიდან გარიცხეს.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა შეუძლებელ მოსწავლეთა დახმარების საზოგადოების გამგე კომიტეტმა გადაწყვიტა, ეზრუნა ღარიბ მოსწავლეთა დახმარების ფონდის გაძლიერებაზე. საკითხის დამუშავება გიორგი ჟურულს დაევალა.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს, მთავრობის გადაწყვეტილებით, ოზურგეთის ფოსტა-ტელეგრაფის სამმართველოს ფოსტალიონი სარდიონ მაღლაკელიძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს, მთავრობის გადაწყვეტილებით, ერევნის ფოსტა-ტელეგრაფის სამმართველოს ფოსტალიონი ალექსანდრე მარგველაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს კუნძულ სახალინზე ქართული ბიბლიოთეკა-სამკითხველოს დასააარსებლად თანხა შესწირეს შემდეგმა პირებმა: ზაქარია ჟორჟოლიანმა, ნ. ქორქაშვილმა, მიხეილ ავალიანმა, ვლადიმერ თოღოშვილმა, ნიკო ხუნდაძემ, იოსებ თოფურიამ, გ. ლორთქიფანიძემ, გ. ანდღულაძემ, ალექსანდრე ახვლედიანმა, ვ. მაჭუტაძემ.

1940

ტიპი: თანამდებობა

1940 წელს ბიძინა ქუთათელაძე, ნიკოლოზ მათიკაშვილი და კონსტანტინე კიკვიძე ლიუკენვალდის ოფიცერთა ბანაკში მსახურობდნენ.

1956

ტიპი: ავტორობა

1956 წლის 18 თებერვალს გიორგი ჩიმაკაძემ ნიკოლოზ მათიკაშვილს ვარშავაში წერილი გაუგზავნა და ქართული ნაწარმოებების პოლონურად თარგმნისთვის მადლობა გადაუხადა.

1938

ტიპი: ღონისძიება

1938 წელს ისრაფილ იედიგარი, ვიტალი უგრეხელიძე და კონსტანტინე კვიკვიძე ვარშავაში გამართულ ქართველი ემიგრანტების მეჯლისს ესწრებოდნენ.

1926

ტიპი: თანამდებობა

1926 წელს რომან გველესიანი, პლატონ მიქელაძე, ვალერიან თევზაძე, კონსტანტინე ტურაშვილი, ალექსანდრე ალავიძე, არტემ არონიშიძე და ვასილ ინჯია პოლონეთის არმიაში მსახურობდნენ.

1926

ტიპი: თანამდებობა

1926 წელს დავით ვაჩნაძე, ალექსანდრე ყიფიანი, გიორგი მამალაძე, დავით მაჭავარიანი, დავით ქუთათელაძე, სევერიან ჭყონია, გედეონ ხუნდაძე და დავით ჩხეიძე პოლონეთის არმიაში მსახურობდნენ.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს, მთავრობის გადაწყვეტილებით, მცხეთის ფოსტა-ტელეგრაფის სამმართველოს ფოსტალიონი სევასტი შველიძე იღდირის ფოსტა-ტელეგრაფის განყოფილებაში გადაიყვანეს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 22 აპრილიდან ნოე რამიშვილი ახალშექმნილი ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 30 ივლისის „ცნობის ფურცლის“ ცნობით, მამია გურიელის მამულში მდებარე მონასტრის შეკეთებას მრევლის ნაწილი ეწინააღმდეგებოდა. მოსახლეობის მცირე ნაწილს იმედი ჰქონდა, რომ სოფელ მამათის ეკლესიას გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი გადაარჩენდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 30 ივლისის „ცნობის ფურცლის“ ცნობით, სოფელ მამათის მოსახლეობის ნაწილს იმედი ჰქონდა, რომ ეპისკოპოსი ალექსანდრე ოქროპირიძე დანგრევის პირას მყოფ ეკლესიას გადაარჩენდა.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წელს ი. სიმონოვი დეკანოზი იყო.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წელს ი. სიმონოვი თბილისის ეპარქიის სამღვდელოების საქალებო სასწავლებლის კრებას თავმჯდომარეობდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წელს მხატვარი ალექსანდრე ბერიძე ნეაპოლიდან თბილისში დაბრუნდა.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის გაზეთ „დროების“ ცნობით, ალექსანდრე ბერიძე მხატვარი იყო.

1926

ტიპი: თანამდებობა

1926 წელს ალექსანდრე ზაქარიაძე, ივანე ყაზბეგი, ალექსანდრე კონიაშვილი, ზაქარია ბაქრაძე, ალექსანდრე ჩხეიძე, ნიკოლოზ ვაჩნაძე, ნიკოლოზ კანდელაკი და კონსტანტინე კვიკვიძე პოლონეთის არმიაში მსახურობდნენ.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს მთავრობის განკარგულებით ვიტებსკის ოლქის სასამართლო პროკურორი რუაძე კიევის პალატის სამოსამართლო პალატის პროკურორის თანაშემწედ დაინიშნა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 17 იანვარს „დროების“ რედაქციამ „ნობათის“ რედაქციისგან საჩუქრად მიიღო გიორგი წერეთლის პოემა „ლომ-კაცი“.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 30 ივლისის „ცნობის ფურცლის“ ინფორმაციით, ს. თავართქილაძის წიგნის მაღაზია ექვს გაზეთს იღებდა. მკითხველთა უმრავლესობა მაღაზიით სარგებლობდა, რადგან სენაკში უფასო სამკითხველო არ იყო.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 26 ივლისს სცენისმოყვარეთა გუნდმა ხაშურში წარმოადგინა ალექსანდრე ყაზბეგის „არსენა“ და „ცოლი ორის დღით“. შემოსული თანხა ქველმოქმედებას უნდა მოხმარებოდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის განცხადება, რომ ვისაც სურდა გაზეთ „ივერიის“ მთელი წლის ნომრების გამოწერა, რედაქციის სახელზე 7 მანეთი უნდა გაეგზავნათ.