რეგისტრირებული ფაქტები80985
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1850
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1850 წელს ილიას მამამ, გრიგოლ ჭავჭავაძემ მოიყვანა მეორე ცოლი – ეკატერინე (ქალია) დავითი ასული (შიოშ ნიკიტას ძე შიოევის ქვრივი).
1850
ტიპი: ღონისძიება
1850 წელს ილიას მამა გრიგოლ ჭავჭავაძე მონაწილეობდა ყვარელზე ლეკთა 500-კაციანი რაზმის თავდასხმის მოგერიებაში, რისთვისაც ის წმინდა ანას ორდენით დააჯილდოვეს.
1851
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1851 წელს ილია ჭავჭავაძის უფროსი და ნინო ცოლად გაჰყვა თავად ნიკოლოზ აფხაზს.
1852
ტიპი: გარდაცვალება
1852 წლის 13 დეკემბერს ილია ჭავჭავაძის მამა გრიგოლ ჭავჭავაძე ყვარლის სასაფლაოზე მეუღლის, მარიამ ბებურიშვილ-ჭავჭავაძის გვერდით დაკრძალეს.
1873
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1873 წელს ოლღა გურამიშვილის მამიდაშვილი მიხეილ კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანსკი მეუღლესთან, ელისაბედ დიმიტრის ასულ ივანსკაიასთან ერთად მოსკოვში ცხოვრობდა.
1873
ტიპი: თანამდებობა
1873 წლის 24 მაისს ილია ჭავჭავაძემ დუშეთის მომრიგებელი მოსამართლის თანამდებობაზე მის ნაცვლად დანიშნულ ალექსანდრე სავანელს სასამართლო საქმეები გადააბარა.
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის ივლისში სიმონ დიმიტრის ძე სტაროსელსკის ლიცეუმში ჩარიცხვის საკითხის განსახილველად ილია ჭავჭავაძეს მოსკოვში ელენე ფარნაოზის ასულ ბაგრატიონ-გრუზინსკაიასა და მიხეილ ბაგრატიონ-მუხრანელის ნახვაც სურდა, მაგრამ ისინი აგარაკებზე იყვნენ წასულები.
1876
ტიპი: თანამდებობა
1876 წელს დიმიტრი სვიმონის ძე სტაროსელსკი კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა.
1873
ტიპი: თანამდებობა
1873 წლის მაისში ალექსანდრე ივანეს ძე სავანელი დუშეთის მაზრის მომრიგებელ მოსამართლედ დაინიშნა.
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის ივნისის შუა რიცხვებში ილია ჭავჭავაძე დიმიტრი ყაზბეგთან ერთად თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის წესდების პროექტის დასამტკიცებლად და საბანკო საქმეში პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად მოსკოვში გაემგზავრა.
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის ივნისში ილია ჭავჭავაძე სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის საქმეების მოსაგვარებლად მოსკოვში ჩავიდა და დიდი ბრონის შესახვევის №43-ში დაბინავდა.
1878
ტიპი: თანამდებობა
1878 წელს დიმიტრი სვიმონის ძე სტაროსელსკი კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს სამოქალაქო ნაწილის უფროსად დაინიშნა.
1873
ტიპი: თანამდებობა
1873 წელს დიმიტრი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი იყო.
1890
ტიპი: ავტორობა
1890 წლის 24 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილის დასაწყისი „ტფილისი, 23 იანვარი“. მწერლის თხზულებათა კრებულებში ეს წერილი დაიბეჭდა სათაურით „საგლეხო გამსესხებელ-შემნახველი საზოგადოებანი და მოკლევადიანი კრედიტის საკითხი გლეხობისათვის“.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წელს ილია ჭავჭავაძე დიმიტრი ბაქრაძის სახლში სხვა საზოგადო მოღვაწეებთან ერთად დაესწრო ექვთიმე თაყაიშვილის მოხსენებას პარხლის სახარებისა და შატბერდის კრებულის შესახებ.