რეგისტრირებული ფაქტები91180
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1888
ტიპი: თანამდებობა
1888-92 წლებში ვლადიმერ სპირიდონის ძე მიქიაშვილი სოფ. ვარციხის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მღვდელი იყო.
1863
ტიპი: თანამდებობა
1863-65 წლებში სოლომონ ნიკოლოზის ძე შარვაშიძე სოფ. ვარციხის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მღვდელი იყო.
1863
ტიპი: თანამდებობა
1863-65 წლებში სოლომონ ნიკოლოზის ძე შარვაშიძე სოფ. ვარციხის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მღვდელი იყო.
1865
ტიპი: თანამდებობა
1865-88 წლებში იაკობ გლახუას ძე ხოჯავა სოფ. ვარციხის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მღვდელი იყო.
1888
ტიპი: გარდაცვალება
1888 წლის 9 ივლისს სოფ. ვარციხის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მღვდელი იაკობ გლახუას ძე ხოჯავა გარდაიცვალა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის თებერვალში ფილიმონ ქორიძეს საეკლესიო გალობის აღდგენის კომიტეტმა ფსალმუნების ნოტებზე გადატანა სთხოვა. ორ წელიწადში მას 400 ნომერი უნდა შეექმნა და დაეცვა გურული საგალობლების მრავალფეროვნება.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის მაისში, ნოე რამიშვილის სამხედრო მინისტრის პოსტზე ყოფნისას, საქართველოში შეიქმნა სამხედრო საბჭო, რომლის თავმჯდომარეც თავად მინისტრი გახლდათ.
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წლის იანვარში კონსტანტინე ალშიბაია კუხისა და გუბის გამსესხებელ-შემნახველი ამხანაგობის თავმჯდომარე იყო.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 2 თებერვალს ნიკო ლეონიძის თაოსნობით ქვემო ჭალის სკოლის მოსწავლეებმა სკოლის სასარგებლოდ საქველმოქმედო წარმოდგენა გამართეს.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 15 ნოემბერს ქართველ თავად-აზნაურთა თეატრში ხარკოვის საოპერო დასმა ა. პ. ბონაჩიჩის მონაწილეობით ჯუზეპე ვერდის „ტრავიატა“ წარმოადგინა.
1902
ტიპი: გარდაცვალება
1902 წლის 30 ნოემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა ცნობა მარიამ ზაქარიას ასული მელიქიშვილის გარდაცვალების შესახებ.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 9 ნოემბერს ქართველ თავად-აზნაურთა თეატრში ხარკოვის საოპერო დასმა ა. პ. ბონაჩიჩის მონაწილეობით ჯუზეპე ვერდის „ტრუბადური“ წარმოადგინა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 10 ნოემბერს ქართული დრამატული დასი ნატო გაბუნია-ცაგარლის მონაწილეობით ჰენრიხ ზუდერმანის ოთხმოქმედებიან კომედიას „პატიოსნება“ წარმოადგენდა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 10 ნოემბერს ქართველ თავად-აზნაურთა თეატრში ხარკოვის საოპერო დასმა ა. პ. ბონაჩიჩის მონაწილეობით ჟორჟ ბიზეს „კარმენი“ წარმოადგინა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის დასაწყისში ნოე რამიშვილის ნაცვლად სამხედრო სამინისტროს ხელმძღვანელად სოციალ-დემოკრატი გრიგოლ ლორთქიფანიძე დაინიშნა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 3 დეკემბერს სახალხო განათლების მინისტრობა გრიგოლ ლორთქიფანიძეს დაეკისრა, ხოლო სამხედრო მინისტრის პოსტი ნიკოლოზ (პარმენ) ჭიჭინაძემ დაიკავა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 21 მარტის შემდეგ ნოე რამიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ყოფნისას, მისი ბრძანებით, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებების გამო რამდენჯერმე დროებით დაიხურა ეროვნულ-დემოკრატიული, ნაციონალისტური, რუსული და დაშნაკური პრესის ორგანოები, ამავე მიზეზით დააკავეს რამდენიმე პირი.

