რეგისტრირებული ფაქტები88095
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 10 აპრილს სარუხან არუთინოვი ნიკოლოზის ქუჩაზე მდებარე სამხედრო საპატიმროდან გაიპარა.
1897
ტიპი: ნასამართლეობა
1897 წლის 17 აპრილს პეტრუზა სანტრუსოვი თეატრიდან ლაბადების მოპარვის გამო დააკავეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 19 აპრილის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ სოფელ კარალეთში გიგა გოგიაშვილმა ოსი ქურდები შეიპყრო და სამართალს გადასცა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 23 ნოემბერს თბილისში გაიმართა კავკასიის საბაღოსნო საზოგადოების კრება, რომელზეც აგრონომმა სპეშნოვმა კახეთში გაჩენილი ვაზის დაავადების, ბლეკროტის შესახებ მოხსენება წაიკითხა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის პირველი იანვრიდან ქუთაისში გაზეთ „Каспий“-ის გამოწერა მსურველებს ვარლამ ივანეს ძე ჭილაძის მაღაზიაში შეეძლოთ.
1896
ტიპი: ნასამართლეობა
1896 წლის 19 ნოემბერს თბილისის სასამართლო პალატამ საბუთების ქურდობაში ბრალდებული ბიჭილო თოფურია გაამართლა.
1896
ტიპი: ნასამართლეობა
1896 წლის 12 ივნისს ქუთაისის სასამართლო პალატაში საბუთების ქურდობაში ბრალდებულ ბიჭილო თოფურიას საქმე განიხილეს. სასამართლომ თოფურია უდანაშაულოდ სცნო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის აპრილში ილია ჭავჭავაძემ მეცნიერული მოღვაწეობის 50 წლისთავის საიუბილეოდ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და გაზეთ „ივერიის“ სახელით დეპეშები გაუგზავნა მოსკოვის ლაზარევის ინსტიტუტის პროფესორს, არმენოლოგ ნიკიტა ემინს.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის იანვარში ილია ჭავჭავაძის მონაწილეობით შემუშავებულ ქართველ ავტონომისტთა კონსტიტუციონალ-დემოკრატიული პარტიის პროგრამის მეშვიდე ნაწილი საერთო განათლებას ეხებოდა.

