საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91180

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის იანვარში საქართველოს ეროვნული საბჭოს კომიტეტმა წერილი გაუგზავნა გალის სამურზაყანოს აღმასრულებელ კომიტეტს აფხაზთა ეროვნული საბჭოს წარმომადგენელთა კრებაზე მოწვევის თაობაზე. ხელს აწერს მდივანი პავლე საყვარელიძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918-1919 წლის თეატრალურ სეზონზე ქუთაისის დრამატული საზოგადოების მიერ მიწვეული ნინო ჩხეიძე, ავადმყოფი და დასუსტებული, მაინც არ მოსცილდა საყვარელ სცენას.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წელს საქართველოს ეროვნული საბჭოს კომიტეტის მდივანმა, პავლე საყვარელიძემ წერილი გაუგზავნა საქართველოს ეროვნული საბჭოს რწმუნებულს ყაზბეგის ოლქში. საბჭო ითხოვდა საქართველოს ტერიტორიაზე 200-კაციანი ქართველთა რაზმის შემოშვებას, რომელსაც თან უნდა ჰქონოდა იარაღი და საჭირო სურსათ-სანოვაგე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს საქართველოს ეროვნული საბჭოს კომიტეტს წერილი გაუგზავნა მოსკოვის ქართველთა კოლონიის თავმჯდომარემ და მოითხოვა სხვადასხვა საკითხზე პასუხების გაცემა. კერძოდ, 1. საქართელოს პოზიცია თათრებთან და სომხებთან; 2. სიმართლეა, თუ არა თურქების იერიშის დაწყება ქუთაისზე და ამიერკავკასიის დამოუკიდებლობის გამოცხადების საკითხი. ამ და სხვა საკითხებში გასარკვევად, მოსკოვიდან გამოიგზავნა ნიკოფორე ხახიშვილი, რომელმაც უმოკლეს დროში უნდა ჩამოიტანოს ცნობები აღნიშნულთან დაკავშირებით.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918-1921 წლებში ზაქარია მდივანი საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო სამინისტროში მსახურობდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლიდან გიორგი არჯევანიძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ირიცხებოდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918-1920 წლებში გიორგი არჯევანიძეს დასავლეთ საქართველოში გაშლილი I ქვეითი დივიზიის მეთაურის თანამდებობა ეკავა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლიდან ანდრია ბენაშვილი ამიერკავკასიის არმიის სამხედრო-ტოპოგრაფიულ განყოფილებას ხელმძღვანელობდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს ანდრია ბენაშვილი ივანე ჯავახიშვილთან ერთად გახდა სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი და პროფესორი.

1918

ტიპი: თანამდებობა

ანდრია ბენაშვილი და პეტრე მელიქიშვილი 1918 წლიდან იყვნენ ქართული უნივერსიტეტის პირველი პროფესორები ბუნებისმეტყველების დარგში.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს დავით ართმელაძე საქართველოს შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შევიდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლიდან დავით ართმელაძე დასავლეთ საქართველოში გაშლილი 1-ლი ქვეითი დივიზიის მეთაურად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის დასაწყისში ალექსანდრე გედევანიშვილი ქალაქ ბათუმის რაიონისა და ციხე-სიმაგრის კომენდანტი იყო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს, ოსმალების სამხედრო ექსპანსიის დროს, ალექსანდრე გედევანიშვილი ტყვედ ჩავარდა გენერალ მდივანთან ერთად, თუმცა, მალევე გათავისუფლდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918-1921 წლებში ალექსანდრე გედევანიშვილი უწყვეტად იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო მინისტრის მოადგილე (ამხანაგი) სამწყობრო-ოპერატიულ დარგში.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918-1921 წლებში ალექსანდრე გედევანიშვილი აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებასა და რეორგანიზაციაში.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლიდან ვარდენ წულუკიძე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების რიგებში მსახურობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლიდან ვარდენ წულუკიძე რესპუბლიკის სამხედრო სამინისტროს პირადი შემადგენლობის განყოფილების უფროსად მსახურობდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 1918-1921 წლებში გიორგი წულუკიძე ქართულ ჯარში მსახურობდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 1918-1921 წლებში ივანე ციციშვილი ქართულ ჯარში მსახურობდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების შემდეგ, 1918 წლის ზაფხულში ტარას ვაშაკიზე გენერალ მაზნიაშვილის შენაერთის შემადგენლობაში ჩაირიცხა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918-1921 წლებში ივანე ყაზბეგი მსახურობდა ქართულ ჯარში, სამხედრო სამინისტროს ადმინისტრაციული განყოფილების უფროსად.

1918

ტიპი: ღონისძიება

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, 1918-1919 წლებში, აბელ მაყაშვილი ქართულ ჯარში ირიცხებოდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის სომხეთ-საქართველოს ომში აბელ მაყაშვილმა მოკლე დროში ეფექტურად აღკვეთა სომხური ნაწილების შემოჭრა საქართველოს ტერიტორიებზე, ახალქალაქის მაზრაში.