რეგისტრირებული ფაქტები89829
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1870
ტიპი: ღონისძიება
1870-1874 წლებში თბილისის საოსტატო ინსტიტუტში ივანე როსტომაშვილის სწავლის პერიოდში, სასწავლებლის უფროსი ზახაროვი სასტიკად დევნიდა ქართულ ენას.
1870
ტიპი: ღონისძიება
1870-1874 წლებში თბილისის საოსტატო ინსტიტუტში ივანე როსტომაშვილის სწავლის პერიოდში, სასწავლებლის უფროსი ზახაროვი ქართულ წიგნს კრძალავდა სასწავლებელში.
1870
ტიპი: ღონისძიება
1870-1874 წლებში თბილისის საოსტატო ინსტიტუტში სწავლის დროს, ივანე როსტომაშვილი გაჩხრიკეს და ჩამოართვეს იაკობ გოგებაშვილის „ბუნების კარი“.
1874
ტიპი: ღონისძიება
1874 წელს ივანე როსტომაშვილმა გამოიწერა ქართული გაზეთი „დროება“ და კვირეული „ივერია“ და მათი ყოველდღიური კითხვით იმდენად შეისწავლა ქართული წერა-კითხვა, რომ თვითონ დაიწყო პატარ-პატარა ამბების აღწერა და გაზეთებში დასაბეჭდად დაგზავნა.
1874
ტიპი: ღონისძიება
1874 წელს ივანე როსტომაშვილს ფოტოგრაფთან წაუყვანია ერთი საწყალი ბიჭი, ფეხშიშველა და დაფლეთილ ტანისამოსში ჩაცმული და გადაშლილი წიგნით ხელში მასთან ერთად გადაუღია ფოტო. ამით იგი გამოხატავდა თავის სურვილს, ხალხის შვილებისთვის ესწავლებინა.
1874
ტიპი: ღონისძიება
1874 წელს საინგილოს სოფელ კახში მასწავლებლად წასულ ივანე როსტომაშვილს სკოლის ტერიტორიაზე დახვდა დიდი საბაღე ადგილი შემოვლებული გალავნით.
1874
ტიპი: ღონისძიება
1874 წელს ივანე როსტომაშვილს საინგილოს სოფელ კახის სკოლისთვის გამოუწერია ხეხილი.
1874
ტიპი: ღონისძიება
1874 წელს ივანე როსტომაშვილს საინგილოს სოფელ კახის სკოლის ტერიტორიაზე ადგილობრივების დახმარებით გაუშენებია ვაზი.
1874
ტიპი: ღონისძიება
1874 წელს ივანე როსტომაშვილმა საინგილოს სოფელ კახში გახსნა საღამოს კურსები მათთვის, ვისაც ქართული წერა-კითხვის შესწავლა სურდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წელს თელავში დაარსებულ სამკითხველოს ივანე როსტომაშვილმა შესწირა ქართულ ენაზე შეძენილი წიგნები.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წელს ივანე როსტომაშვილის მიერ თელავში გახსნილმა დუქანმა „დეპო“ დიდი აურზაური გამოიწვია ადგილობრივ სომხებში.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წელს ივანე როსტომაშვილის მიერ თელავში გახსნილი დუქნის დახლიდარი ილიკო იმერლიშვილი ოდესაში გააგზავნეს საქონლის შესაძენად.
1882
ტიპი: თანამდებობა
1882 წელს ილიკო იმერლიშვილი მუშაობდა თელავში მდებარე საზოგადო დუქნის „დეპო“ დახლიდარად.
1869
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1869 წელს თელავში ივანე როსტომაშვილი დაუმეგობრდა კოტე მაყაშვილს და ისინი ერთად ოცნებობდნენ თბილისში წასვლაზე და იქ სწავლის გაგრძელებაზე.
1869
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1869 წელს დედოფლისწყაროს სამხედრო სკოლაში ივანე როსტომაშვილმა გაიცნო კოტე მაყაშვილი.

