საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91180

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 9 თებერვლის გაზეთ „დროებაში“ ქაიხოსრო გელოვანის სტატია „რაჭის მაზრა“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის თებერვალში ივ. ფითოევი პეტერბურგსა და მოსკოვში საგაზაფხულო და საზამთრო სეზონებისთვის ოპერისა და დრამის არტისტების მოსაწვევად გაემგზავრა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 24 იანვარს სპირიდონ ხვიჩიამ ფოთში საწყობი გახსნა.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 27 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, სპირიდონ ხვიჩია მეორე გილდიის ვაჭარი იყო.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 25 იანვარს თბილისში ფრანგი ინჟინერი მასკელი ჩამოვიდა, რომელსაც ავჭალიდან ქალაქში წყალი უნდა გაეყვანა.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წელს სეით ბოგატირევი ხაშურის პრაპორშჩიკი იყო.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წელს გრიგოლ მაჩიტაძეს სოფელ ობჩაში ცეცხლმა მთელი ქონება გაუნადგურა.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წელს მიხეილ კოვალიოვი თბილისის ხელოსანთა მოურავის მოადგილე იყო.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის იანვარში ნაუმენკო თბილისის ხელოსანთა მოურავად აირჩიეს.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წელს კ. ჭავჭავაძე ოზურგეთის მაზრის უფროსის თანაშემწე იყო.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წელს კ. ჭავჭავაძე ოზურგეთის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობის უკეთესი ფუნქციონირებისთვის საზოგადოების დაინტერესებასა და მონაწილეობას ცდილობდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის თებერვალში, დიმიტრი ბაქრაძის ცნობით, არქეოლოგიური საზოგადოების წევრთა კრება უნდა გამართულიყო.

1885

ტიპი: ნასამართლეობა

1885 წლის თებერვალში მალაქია კუპრეიშვილი, ექვთიმე კლარჯიაშვილი, ტაღა გოგინავა, გარსევან სიჭინავა და პეტრე გაგულია ფალკენ გაგენისა და მისი თანამგზავრის გაძარცვისა და დაჭრისთვის დააპატიმრეს.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 30 იანვარს დავით ღამბაშიძე ქუთაისში საეკლესიო გალობის აღმდგენი კომიტეტის კრებას თავმჯდომარეობდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წელს ალექსანდრე დონდუკოვ-კორსაკოვმა კავკასიაში გასავრცელებლად საფრანგეთიდან საჩუქრად 600 ცალი აბრეშუმის ჭიის თესლი მიიღო.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წელს ალექსანდრე დონდუკოვ-კორსაკოვი კავკასიის სამეურეო საზოგადოების პრეზიდენტი იყო.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის თებერვალში ი. სულაქველიძე ფოთში ყვავილით დაავადებულ ადამიანებს მკურნალობდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის თებერვალში ზ. ბარძემიშვილმა ქუთაისის სატუსაღოს წიგნები და კარადა შესწირა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 6 თებერვლის გაზეთ „დროებაში“ სამსონ ნასარიძის ლექსი დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 7 იანვარს საჩხერეში ერთი მოსწავლის დასახმარებლად გამართულ საქველმოქმედო ღონისძიებაზე ვლადიმერ აბაშიძემ, სადიკო და გიორგი წერეთლებმა რაფიელ ერისთავის „ბიძიასთან გამოხმაურება“ და ავქსენტი ცაგარლის „ბაიყუში“ წარმოადგინეს.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 6 თებერვლის გაზეთ „დროებაში“ გიორგი ლიახველის სტატია „მეურნეობის მდგომარეობა ოსეთში“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 7 თებერვლის გაზეთ „დროების“ ცნობით, გიორგი თამამშოვისგან თბილისის სახელმწიფო ბანკის განყოფილებას სახლი არ უყიდია.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 2 თებერვალს ანასტასია ჩოლოყაშვილისა და ნიკოლოზ ჩოლოყაშვილის ხელმძღვანელობით თელავში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ „ბალი“ გაიმართა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 2 თებერვალს თელავში, ნიკოლოზ ჩოლოყაშვილის სახლში 40 პირი ჩაეწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის თებერვალში ალექსანდრე დონდუკოვ-კორსაკოვი პეტერბურგში იმყოფებოდა.