რეგისტრირებული ფაქტები92415
სორტირება თარიღი კლებადობით
1918
ტიპი: თანამდებობა
თბილისის მე-8 გიმნაზიის დირექტორი იყო სპირიდონ ჯორჯიკია, საქმისმწარმოებელი კი – ივანე ბერიაშვილი.
1918
ტიპი: თანამდებობა
გორის ქალთა გიმნაზიის საქმის მწარმოებელი და კლასის დამრიგებელი თამარ ილარიონის ასული ციციშვილი-გუბარევისა სამსახურიდან გაათავისუფლეს, რადგან არ შეეძლო საქმის წარმოება ქართულ ენაზე.
1918
ტიპი: თანამდებობა
ნინო კარიჭაშვილი გორის ქალთა გიმნაზიაში რუსულ ენას დაბალ და მაღალ კლასებს ასწავლიდა.
1918
ტიპი: პირადი ინფორმაცია
გორის ქალთა გიმნაზიის რუსული ენის მასწავლებელი სერაფიმა სერგის ასული ბაგაევი ქვრივი იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
თბილისის ქალთა მე-7 გიმნაზიის მასწავლებლის ევგენია ჯანდიერის შვებულებაში გასვლის შემდეგ, მის თანამდებობაზე ცავრინა დისიონის ასული ახვლედიანი დანიშნეს.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს მიხეილ გიორგის ძე ჭავჭანიძე ხონის ქალთა გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე იყო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს განათლების სამინისტრომ გორის ქალთა გიმნაზიის მასწავლებელ სერაფიმა სერგის ასულ ბაგაევს ერთჯერადი დახმარება გადასცა და პენსია დაუნიშნა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს პლატონ გიორგის ძე კეშელავა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე ჩაირიცხა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს იოსებ მჭედლიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას უნივერსიტეტისთვის სტიპენდიის დანიშვნა და ერთი სემესტრის სწავლის გადასახადის დაფარვა სთხოვა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილმა თბილისის სამოციქულო კათოლიკე ეკლესიას მისწერა, რომ კერძო სასწავლებლების დაარსების შემთხვევაში უცხოელებისთვის სკოლაში სასწავლებლად ადგილობრივი დიპლომების წარდგენა სავალდებულო არ იქნებოდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ივანე კვაჭაძემ სამხედრო სამსახურის გამო უმაღლესი სასწავლებელი მიატოვა და თბილისის აღმასრულებელი კომიტეტის საგანგებო რაზმის დაარსებიდან გვარდიის წევრად ირიცხებოდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918-19 სასწავლო წელს გორის მაზრის სოფელ სატივეში გაიხსნა სკოლა, სადაც გერვასი ზამბახიძე ასწავლიდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს დავით შევარდენის ძე ორაგველიძე სახალხო გვარდიის საგანგებო ბატალიონის წევრი იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ვუკ. ბერიძე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგის მოვალეობის შემსრულებელი იყო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს თბილისის მაზრის ერობის დეპუტატად ყარაიაზის ოლქში აირჩიეს მუსლიმი ქალი ფარი-ხანუმ სოფიევა, რომელმაც, როგორც უპარტიო კანდიდატმა, შეძლო პარტიული კონკურენტების დამარცხება.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს გიორგი ლასხიშვილმა თბილისის კათოლიკე სამოციქულო ეკლესიას მისწერა, რომ განათლების სამინისტრომ რესპუბლიკის საზღვრებში კერძო სასწავლებლების დაარსების ნება დართოთ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს გიორგი ლასხიშვილმა თბილისის კათოლიკე სამოციქულო ეკლესიას მისწერა, რომ კერძო სასწავლებლების დაარსების შემთხვევაში მათ სასწავლო გეგმა განათლების სამინისტროსთვის წინასწარ უნდა გაეცნოთ. ასევე აცნობეს, რომ კანონით საღვთო სჯული სავალდებულო საგნად არ ითვლებოდა.

