საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89829

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს ვალერიან გაფრინდაშვილმა მოსკოვიდან მისწერა ალი არსენიშვილს, რომ აკაკი წერეთელი მას სტუმრად ეწვია.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 20 მარტს პაოლო იაშვილმა იოსებ გრიშაშვილს გაუგზავნა წერილი გალაკტიონ ტაბიძის შესახებ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 7 ივლისს პაოლო იაშვილმა იოსებ გრიშაშვილს მისწერა, რომ არგვეთში იყო და ბორჯომში წასვლას აპირებდა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წელს პაოლო იაშვილმა ელენე ბაქრაძეს რომანტიკული წერილი გაუგზავნა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის აგვისტოში პაოლო იაშვილმა ელენე დარიანს რომანტიკული ხასიათის ლექსი მისწერა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 2 სექტემბერს პაოლო იაშვილმა ელენე ბაქრაძეს გაუგზავნა წერილი, რომელშიც შეხვედრის დეტალებს უთანხმებდა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს ქეთევან გაფრინდაშვილმა თავის შვილს, ვალერიან გაფრინდაშვილს, წერილი და ამანათი გაუგზავნა.

1867

ტიპი: ავტორობა

1867 წლის 30 ივნისის „დროების“ ნომერში, ზურაბ მოენიძის ფსევდონიმით, გამოქვეყნდა ანტონ ფურცელაძის სამი ლექსი: „პასუხი“, „ნატვრა“ და „საპყრობილეში“.

1867

ტიპი: ავტორობა

1867 წლის 30 ივნისს გაზეთ „დროებაში“ გამოყვეყნდა ნიკოლოზ ავალიშვილის საპასუხო კრიტიკული წერილი ანტონ ფურცელაძის წერილზე „ქართული წარმოდგენა ტფილისში“, რომელიც იმავე გაზეთის 21-ე ნომერში დაიბეჭდა.

1867

ტიპი: მფლობელობა

1867 წლის 30 ივნისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა განცხადება გენერალ-მაიორ მამუკა ორბელიანის სახლში სასტუმრო „ამერიკის“ გახსნის შესახებ.

1868

ტიპი: მფლობელობა

1868 წლის 8 იანვარს, მეფისნაცვლის მმართველობის დადგენილების თანახმად, აუქციონზე გასაყიდად გაიტანეს სიღნაღის მაზრაში მდებარე მართა მიხეილის ასულ ვაჩნაძის მამული, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.

1912

ტიპი: პირადი ინფორმაცია

კლიმენტი ლუკას ძე გოგიავა დაიბადა 1912 წლის 15 იანვარს აბაშის რაიონის სოფელ ნაესაკოვოში.

1928

ტიპი: ღონისძიება

კლიმენტი გოგიავამ ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1928 წელს.

1943

ტიპი: ორგანიზაცია

1943 წელს კლიმენტი გოგიავა გაწევრიანდა საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირში.

1930

ტიპი: თანამდებობა

1930-1933 წლებში კლიმენტი გოგიავა მუშაობდა გაზეთ „გოსკინპრომოვცის“ რედაქტორად თბილისში.

1933

ტიპი: თანამდებობა

1933-1939 წლებში კლიმენტი გოგიავა იყო გაზეთ „კომუნისტის“ ლიტმუშაკი თბილისში.

1939

ტიპი: თანამდებობა

1939-1948 წლებში კლიმენტი გოგიავა იყო ჟურნალ „ბოლშევიკის“ ლიტმუშაკი თბილისში.

1929

ტიპი: განათლება

1929 წელს კლიმენტი გოგიავამ დაამთავრა ფოთის საშუალო სასწავლებელი.

1929

ტიპი: განათლება

1929-1931 წლებში კლიმენტი გოგიავა სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წელს გამოქვეყნდა კლიმენტი გოგიავას წერილი „ელექტრო ლანდები“.

1939

ტიპი: ავტორობა

1939 წელს გამოქვეყნდა კლიმენტი გოგიავას მოთხრობა „იალქნიანი გემები“.

1940

ტიპი: ავტორობა

1940 წელს გამოქვეყნდა კლიმენტი გოგიავას ნარკვევი „ვლადიმერ ნანეიშვილი“.

1945

ტიპი: ავტორობა

1945 წელს გამოქვეყნდა კლიმენტი გოგიავას მოთხრობა „ჩემი ქალაქის ადამიანები“.

1947

ტიპი: ავტორობა

1947 წელს გამოქვეყნდა კლიმენტი გოგიავას მოთხრობა „განძას ოცნება“.