რეგისტრირებული ფაქტები89829
სორტირება თარიღი კლებადობით
1917
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1917 წლის 29 ივნისის გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N12 სხვა ჟურნალ-გაზეთებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ყოფილი უმაღლესი მთავარსარდალი ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე, რომელიც იმჟამად ცხოვრობს ჩაირში, დაავადებულია მძიმე ნევრასტენიით და ექიმებმა სრული სიმშვიდე გამოუწერეს.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 29 ივნისის გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N12 სხვა ჟურნალ-გაზეთებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ბურცევის მდივანი პროვოკატორი აღმოჩნდა. პეტროგრადის ერთ-ერთმა გაზეთმა ბურცევს ჰკითხა, თუ რატომ არ ასახელებდა მის გვარს, რაზეც მან განაცხადა, რომ ახლო მომავალში დაასახელებდა პროვოკატორს, რომელიც მანამდე პატივსაცემი საზოგადო მოღვაწე იყო, ვერავინ წარმოიდგენდა მის ჯაშუშობას, და პირიქით გაკვირვებას გამოიწვევდა რუსეთშიც და მთელ ევროპაშიც.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 29 ივნისის გაზეთი „ხმა ქართველი ქალისას“ N12 ცნობით, საგუბერნიო კომიტეტის განცხადების თანახმად, მოკლე ხანში, ვაგონების სიმცირის გამო ქუთაისიდან ხილეულობის გაზიდვა შეწყდებოდა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 29 ივნისის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N12 ცნობით, ქუთაისის გუბერნიისთვის სხვადასხვა სანოვაგის მოსატანად გამზადებული იყო 150 ვაგონი. ამჟამად, ქალ. სასურ. კომიტეტის ცნობით, მხოლოდ 15 ვაგონი იყო, რის გამოც სასურსათო კომიტეტმა პურის ფქვილის ზღვით შემოტანა გადაწყვიტა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 29 ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N 12 დაიბეჭდა დ. ყვირილიდან შემომწირველთა სია გაზეთ „ხმა ქართველი ქალისას“ სასარგებლოდ: როხოლია ბერიძისა, ანეტა ოქროპირიძისა, მათიკო აბაშიძისა, ალექსანდრა აბაშიძისა.
1917
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1917 წლის 29 ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N12 გამოქვეყნებულია გულნარა ქაიხოსროს ასული კანდელაკისას განცხადება, რომელიც კურნავს სხვადასხვა დაავადებებს და მსურველთ შეუძლიათ მიმართონ შემდეგ მისამართზე: ქუთაისი, ძველი თბილისის ქუჩა, აპელის სახლები, მიღება დილის 8 საათიდან საღამოს 6 საათამდე.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 13 ივლისის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N14 ცნობით, 29 ივნისს სოფელ მონასტერში (გორის მაზრა) 5 შეიარაღებული პირი თავს დაესხა გელაშვილის ქვრივს, მოიტაცეს მისი ქალიშვილი. აღმასრულებელი კომიტეტის განკარგულებით, მესამე დღეს ქალი ყურმაშვილის ოჯახში აღმოაჩინეს.
1917
ტიპი: გარდაცვალება
1917 წლის 25 ივნისს ხონის წმ. გიორგის ტაძრის მღვდელი ბესარიონ დავითის ძე კაკაბაძე გარდაიცვალა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 24 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების გამგეობამ (თავმჯდომარე – ოლღა ხოფერია, მდივანი – გიორგი გამზარდია) მთავარ გამგეობას სთხოვა, შეეტყობინებინათ, რა წესით უნდა გაეხსნათ მომავალში ბიბლიოთეკა-სამკითხველოები.
1917
ტიპი: მფლობელობა
1917 წლის 22 ივნისის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N11 ცნობით, ნიჭიერმა მხატვარმა სერგეი ახვლედიანმა ქუთაისის საერთო ქალთა კლუბის ბიუროს შესწირა თავისი დახატული სურათი ქალთა უფლების დამცველი პოეტი და ფილოსოფოსი შატობრიანისა, რისთვისაც ქალთა კლუბის ნიურო და გაზეთის რედაქცია მადლობას უხდის მას.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 22 ივნისის გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N 11 იუწყება, რომ ქ. თბილისიდან ნინო იაზონის ასული მაჭავარიანისგან გაზეთის სასარგებლოდ მიიღეს შემოწირულობა 3 მან. 50 კაპ., ქუთაისის საერთო ქალთა კლუბის სასარგებლოდ კი 3 მ.

