საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91180

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 18 ნოემბერს გორის საურთიერთო საზოგადოების კომიტეტმა ეროვნულ ყრილობაზე დასასწრებად გიორგი კაპანაძე წარადგინა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 18 ნოემბერს საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიამ ეროვნულ ყრილობაზე იაზონ ბაქრაძე წარადგინა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 18 ნოემბერს ქობულეთის უბნის აღმასრულებელმა კომიტეტმა ეროვნულ ყრილობაზე დასასწრებად რაჟდენ ნიჟარაძე წარადგინა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 18 ნოემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს ამიერკავკასიის კოოპერატივის ყრილობათა საბჭომ გაუგზავნა წერილი, რომლის თანახმადაც საქართველოს ეროვნულ ყრილობას მათი წარმომადგენლები ევგენი დარჩია და ვლადიმიერ კორძაია დაესწრებოდნენ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 18 ნოემბერს მიხეილ საყვარელიძის თავმჯდომარეობით მოწვეულ ქართველ სტუდენტთა საერთო კრებას 117 სტუდენტი დაესწრო.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 18 ნოემბერს ქართველ სტუდენტთა საერთო კრებამ ეროვნულ ყრილობაზე მათ წარმომადგენლად კონსტანტინე გამსახურდია აირჩია.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 18 ნოემბერს ბაგრატ ვირსალაძემ წერილი გაუგზავნა ინტერპარტიული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს ეროვნულ ყრილობაზე დასწრების შესაძლებლობის შესახებ.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 18 ნოემბერს თომა ჩიქვანაიამ წერილი გაუგზავნა ინტერპარტიული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს ეროვნულ ყრილობაზე დასწრების შესაძლებლობის შესახებ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 18 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ინტერპარტიული საბჭოს სხდომაზე მეცხვარეობა ქვეყნის განვითარების ერთ-ერთ უმთავრეს დარგად დაადგინეს. ხელს აწერს ალექსანდრე ჯავახიშვილი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 18 ნოემბერს ქართული კოოპერატივების საზოგადოებამ წერილი გაუგზავნა საქართველოს ეროვნულ ინტერპარტიულ საბჭოს ეროვნულ ყრილობაზე დასწრების შესაძლებლობის შესახებ. ხელს აწერს სიმონ ქვარიანი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 18 ნოემბერს ქუთაისის გუბერნიის სასოფლო-სამეურნეო დარგის მოსამსახურე აგრონომ-სპეციალისტთა კავშირის გამგეობამ ინტერპარტიულ საბჭოს წერილი გაუგზავნა ეროვნულ ყრილობაზე თავის წარმომადგენლად ლავრენტი ქიქოძის დანიშვნის შესახებ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 18 ნოემბერს ხაშურის რაიონის გლეხთა დეპუტატების საბჭოების საერთო ყრილობამ ინტერპარტიული საბჭოს მიერ მოწვეულ ეროვნული საბჭოს კრებაზე წარსადგენად აირჩია დელეგატები ნიკო სიხარულიძე და ანტონ ბიბილური.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 18 ნოემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომის თავმჯდომარე იყო მიხეილ მაჩაბელი, მდივანი – დავით ცერცვაძე.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის 18 ნოემბერს ახალ-სენაკის სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების გამგეობამ გამოსცა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ვლადიმერ ხოფერიას არჩევას პარტიის წარმომადგენლად ეროვნულ ყრილობაზე.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 17 ნოემბერს კონდრატე არჩილის ძე მხეიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ტყიბულის სოფლების სამკითხველოებისთვის წიგნები სთხოვა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 17 ნოემბერს მუშათა დეპუტატობის საბჭომ ეროვნულ ყრილობაზე დასასწრებად ვარლამ ვაჭრიძე წარადგინა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 17 ნოემბერს არზრუმის გამგეობამ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს მისწერა, რომ საქართველოს ეროვნულ ყრილობას მათი წარმომადგენელი ალექსანდრე ციციშვილი უნდა დასწრებოდა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 17 ნოემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს ვაჭარ- მრეწველთა კავშირმა გაუგზავნა წერილი, რომლის თანახმადაც საქართველოს ეროვნულ ყრილობას მათი წარმომადგენელი ლევან ზოდელავა უნდა დასწრებოდა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 17 ნოემბერს ქუთაისის ვაჭარ მრეწველთა და ხელოსანთა საზოგადოებამ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს მისწერა, რომ საქართველოს ეროვნულ ყრილობას მათი წარმომადგენელი ნიკოლოზ ნიკოლაძე დაესწრებოდა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 17 ნოემბერს გორის ქართველ ვაჭართა და მრეწველთა კავშირმა გამოსცა მოწმობა, რომლის თანახმადაც ზაქარია ქიტიაშვილი არჩეული იყო ეროვნულ ყრილობაზე დასასწრებად.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 17 ნოემბერს ზუგდიდის ვაჭარ-ხელოსანთა საზოგადოების გამოცემული მოწმობის თანახმად, ლავრენტი კვარაცხელია იყო არჩეული ეროვნულ ყრილობაზე დასასწრებად.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 17 ნოემბერს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის ქუთაისის საგუბერნიო კომიტეტმა გამოსცა მანდატი, რომელიც ადასტურებდა დანიელ მახარაშვილის არჩევას პარტიის წარმომადგენლად ინტერპარტიული საბჭოს მიერ მოწვეული ეროვნული საბჭოს კრებაზე.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 17 ნოემბერს დასავლეთ საქართელოს სახალხო მასწავლებელთა კავშირის მთავარმა გამგეობამ გამოსცა მანდატი, რომელიც ადასტურებდა ილია თევზაძის არჩევას პარტიის წარმომადგენლად ინტერპარტიული საბჭოს მიერ მოწვეულ ეროვნული საბჭოს კრებაზე.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 17 ნოემბერს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის ქუთაისის საგუბერნიო კომიტეტმა გამოსცა მანდატი, რომელიც ადასტურებდა ალექსანდრე კაკაბაძის არჩევას პარტიის წარმომადგენლად ინტერპარტიული საბჭოს მიერ მოწვეულ ეროვნული საბჭოს კრებაზე.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 16 ნოემბერს სახალხო სკოლების დირექტორმა ფედოსია ალექსანდრეს ასული ანჯაფარიძე ონტოფოს უმაღლეს დაწყებით სასწავლებელში მასწავლებლის მოვალეობის აღმასრულებლად დაინიშნა.