რეგისტრირებული ფაქტები81232
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წელს ნიქოზის ძველი ტაძრის შესაკეთებლად ბაიაზეთიდან არხიპ ტატიევმა, ვიქ. პავლოვსკიმ, თეოდოროვმა, იაგორ პეტროვმა და ივ. ბალიასნიმ თითო მანეთი შესწირეს, ალხოვსკიმ – 3 მანეთი.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს გიორგი სულხანის ძე ჯავახიშვილს ლალისყურში 101 დესეტინა და 1660 კვადრატული საჟენი ტყე, სახნავ-სათესი ადგილები და საძოვრები ჰქონდა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 24 აპრილს ოლქის სასამართლოში ოლგა თევდორეს ასული წინამძღვრიშვილის მკვლელობის საქმის განხილვაზე პაშიკოვი სასამართლოს წევრად აირჩიეს.
1889
ტიპი: ნასამართლეობა
1889 წლის 25 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ იოსების ძე წინამძღვრიშვილს მეუღლის, ოლგა თევდორეს ასული წინამძღვრიშვილის, მოკვლა ედებოდა ბრალად.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 12 აგვისტოს პელაგია დგებუაძისას და ქეთევან ტატიშვილს დაბა ნაოღალევში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამოს მოწყობისა და ადგილობრივი სამკითხველოსთვის გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადეს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 14 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ანასტასია თუმანიშვილის თაოსნობით ხელთუბანში სკოლისთვის ახალ შენობას აშენებდნენ.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 12 აპრილს ოლქის უფროსი კუცივალოვი ოჩამჩირეში ქუჩების დასათვალიერებლად ჩავიდა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წელს ნიქოზის ძველი ტაძრის შესაკეთებლად ბაიაზეთიდან მირიან ლოლაძემ და მარიამ ლოლაძისამ 10-10 მანეთი შესწირეს, მარია სემენენკომ – 2 მან., კაზ. ალექსანდროვმა, ვასილ ვლასოვმა, არტემ პატრასოვმა და ილია მახვილაძემ – თითო მანეთი.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 23 აპრილს ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიის დღეობაზე ეგზარხოს პალადის წირვა უნდა ჩაეტარებინა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წელს ნიქოზის ძველი ტაძრის შესაკეთებლად მელანია, პეტრე და პავლე გედევანიშვილებმა კავკავიდან 3 მანეთი შესწირეს.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 25 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თ. დოლგორუკი რუსეთის ელჩი იყო სპარსეთში.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა რევაზ ალექსანდრეს ძე ჩოლოყაშვილის ჩაბანოსა და ხაიშოში მდებარე 963 დესეტინასა და 1450 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს, სამოსახლო, სათიბ ადგილებსა და საძოვრებს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ეკატერინე ივანეს ასულ ჯავახიშვილის ხოვლესა და ყარაღაჯში მდებარე 35 დესეტინასა და 954 კვადრატულ საჟენ სახნავ-სათეს და საბაღე ადგილებს.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 24 აპრილს ოლქის სასამართლოში ოლგა თევდორეს ასული წინამძღვრიშვილის მკვლელობის საქმის განხილვაზე თ. ბებუთოვი სასამართლოს წევრად აირჩიეს.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს რევაზ ალექსანდრეს ძე ჩოლოყაშვილს ჩაბანოსა და ხაიშოში 963 დესეტინა და 1450 კვადრატული საჟენი ტყე, სახნავ-სათესი, სამოსახლო, სათიბი ადგილები და საძოვრები ჰქონდა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 25 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ზესტაფონში ნ. თურქიას მიერ დაარსებულ პირველდაწყებით სკოლაში თუ მოსწავლეების რაოდენობა არ მოიმატებდა, სკოლა დაიხურებოდა.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს დავით ზაქარიას ძე ბარათოვს თბილისის მაზრაში 324 დესეტინა და 1970 კვადრატული საჟენი სამოსახლო და სათიბი ადგილები ჰქონდა.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ეკატერინე მიხეილის ასულ კლადნიცკისას კურდღელაურში 40 დესეტინა და 1470 კვადრატული საჟენი ტყე, სახნავ-სათესი, სამოსახლო და საბაღე ადგილები ჰქონდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა დავით ზაქარიას ძე ბარათოვის თბილისის მაზრაში მდებარე 324 დესეტინასა და 1970 კვადრატულ საჟენ სამოსახლო და სათიბ ადგილებს.