რეგისტრირებული ფაქტები88091
სორტირება თარიღი კლებადობით
1916
ტიპი: ავტორობა
1916 წლის 22 ივლისს სოხუმის გამგეობამ მთავარ გამგეობას გაუგზავნა ახალი გამგეობის არჩევნების ოქმი, რომელსაც დაურთო წერილი ახალი არჩევნების ჩატარების მიზეზების შესახებ,ვინ აირჩიეს წევრებად და რა შედეგები მოჰყვა გამგეობის სასარგებლოდ „ფინჯან ჩაის“ დაწესებულების გახსნას. წერილს ხელს აწერენ თავმჯდომარე ნიკო თავდგირიძე და მდივანი დავით მეძმარიაშვილი.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 20 ივლისს ბორჯომში იუზა ფრანცის ძე ზარდალიშვილსა და იოსებ გრიგოლის ძე გრიშაშვილს წარმოდგენა უნდა გაემართათ.
1916
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1916 წლის 17 ივლისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, დავით ზაქარიას ძე ჭავჭავაძე I მსოფლიო ომში ხელში დაიჭრა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 17 ივლისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, დავით ზაქარიას ძე ჭავჭავაძეს ქართველთა ცხენოსანი ლაშქრის შედგენა ჰქონდა მინდობილი.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 17 ივლისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ხაშმში მცხოვრები ვას. პორ. გოგნიაშვილი ომში წასვლამდე მასწავლებლად მუშაობდა.
1916
ტიპი: გარდაცვალება
1916 წლის 17 ივლისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, პოუჩიკი ნიკ. დავ. კიკნაძე I მსოფლიო ომში გარდაიცვალა.
1916
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1916 წლის 17 ივლისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ვას. პორ. გოგნიაშვილი I მსოფლიო ომში დაიჭრა და ტყვედ ჩავარდა.
1916
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1916 წლის 17 ივლისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, პოეტი იოსებ გრიშაშვილი სამხედრო სამსახურში გაიწვიეს.
1916
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1916 წლის 17 ივლისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, პოეტი ალექსანდრე აბაშელი სამხედრო სამსახურში გაიწვიეს.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 17 ივლისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მსახიობი პლატონ ჩიქვინიძე (კორიშელი) სამხედრო სამსახურში გაიწვიეს.

