საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81235

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 19 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, მდივანი იროდინ თომას ძე სონღულაშვილი და ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 19 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილმა სამუზეუმო სექციას დასამტკიცებლად წარუდგინა გეგმა, რომ რუსული და სხვა უცხოური წიგნებიდან უნდა გამოეყოთ ისეთი წიგნები, რომლებიც საქართველოს და კავკასიას ეხებოდა, ასევე გამოეცათ მნიშვნელოვანი წიგნები და დოკუმენტები.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 19 თებერვალს ქუთაისის მსახიობთა ამხანაგობას იუზა ზარდალიშვილისა და ნინო ჩხეიძის მონაწილეობით „მარგარიტა გოტიე“ უნდა წარმოედგინა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 18 თებერვალს სარევიზიო კომისიამ, რომელშიც შედიოდნენ აპოლონ ჯიქია, ალექსანდრე გაბუნია და ივანე ქავთარაძე, ურჩია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ სახოგადოებას, გაეგზავნა მადლობის წერილი ქალბატონ ჩერნოვასთვის, ვინც მხურვალე მონაწილეობა მიიღო მომავალი ქართული სკოლის სასარგებლოდ დაბა ზუგდიდში საჯარო სეირნობის გამართვაში.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 18 თებერვალს სარევიზიო კომისიამ წარმატებულად მიიჩნია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების გამგეობის მოქმედება და გაწეული შრომა 1914 წელს, ხაზი გაუსვა იმ წლის საჯარო სეირნობიდან შემოსულ მოზრდილ თანხას და ურჩია საზოგადოებას, მადლობა გადაეხადა ზუგდიდის განყოფილების გამგეობისთვის. კომისიის დასკვნას ხელს აწერენ სარევიზიო კომისიის წევრები: აპოლონ ჯიქია, ალექსანდრე გაბუნია და ივანე ქავთარაძე.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 18 თებერვალს სარევიზიო კომისიას განუხილავს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების დღიური და საკვიტანციო წიგნები, შეუსწორებია განყოფილების 1914 წლის შემოსავალ-გასავლის ჯამი და მიუმართავს საზოგადოებისთვის, რომ მას დაემტკიცებინა ზუგდიდის განყოფილების გამგეობის მიერ წარმოდგენილი 1914 წლის ანგარიში და 1915 წლის სავარაუდო ხარჯთაღრიცხვა. კომისიის დასკვნას ხელს აწერენ სარევიზიო კომისიის წევრები: აპოლონ ჯიქია, ალექსანდრე გაბუნია და ივანე ქავთარაძე.

1915

ტიპი: გარდაცვალება

1915 წლის 18 თებერვალს ნიკოლოზ რევაზის ძე ერისთავი გარდაიცვალა.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წლის 17 თებერვალს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა განყოფილების 1914 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით 1914 წელს განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე იყო მაქსიმილიანე ზაქარიას ძე ჭავჭავაძე, მისი ამხანაგი − ალექსანდრე რევაზის ძე ვახვახიშვილი, გამგეობის მდივანი − ილია პავლეს ძე გორდეზიანი, ხაზინადარი − ივანე დიმიტრის ძე პაატაშვილი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 17 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა განყოფილების 1914 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტით განყოფილებას საანგარიშო წელს ჰყავდა 71 ნამდვილი წევრი. დოკუმენტს ხელს აწერენ თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ივანე პაატაშვილი.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წლის 17 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა განყოფილების საქმიანობის ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, 1914 წელს თელავის განყოფილების საპატიო წევრები იყვნენ ეპისკოპოსი დავითი და სოფიო ედიშერის ასული ვახვახიშვილისა.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წლის 17 თებერვალს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა განყოფილების 1914 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, 1914 წელს გამგეობის წევრები იყვნენ: ქეთევან ივანეს ასული რუსიშვილისა, თამარა ალექსანდრეს ასული აბაშიძისა, ანა ნიკოლოზის ასული ჭავჭავაძისა, ზაქარია რომანის ძე ჭავჭავაძე, ნიკოფორე იესეს ძე მამინაიშვილი და გიორგი დავითის ძე იორდანაშვილი.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წლის 17 თებერვალს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა განყოფილების 1914 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, 1914 წელს სარევიზიო კომისიის წევრები იყვნენ: დეკანოზი იოანე შიუკაშვილი, ალექსანდრე ზაქარიას ძე ბარნოვი, მიხეილ დავითის ძე ცისკარაშვილი, ნიკოლოზ ივანეს ძე მარკოზაშვილი.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 17 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ (თავმჯდომარის მოადგილე – ალექსანდრე ვახვახიშვილი, მდივანი – ივანე პაატაშვილი) გაუგზავნა 1914 წლის მუშაობის ანგარიში. ანგარიშის მიხედვით, გამგეობამ მოქმედება დაიწყო 1909 წლის აგვისტოში, კრებებას ყოველკვირეულად მართავდა, საზოგადო კრება ჩაატარა 1914 წლის 3 ნოემბერს.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 17 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა განყოფილების 1914 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით განყოფილების მფლობელობაში იყო ერთი სკოლა და წიგნის მაღაზია თელავში და ხუთი ბიბლიოთეკა თელავის მაზრაში, კერძოდ: ერთუბანში, გავაზში, ყვარელში, შილდასა და საბუეში. დოკუმენტს ხელს აწერენ თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ივანე პაატაშვილი.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წლის 17 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა ნამდვილ წევრთა სია. დოკუმენტის მიხედვით, 1914 წელს თელავის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ: დიმიტრი დავითის ძე ჩოლოყაშვილი, ილია პავლეს ძე გორდეზიანი, გლახა ხოსროს ძე ომანიძე და მღვდელი მიხეილ პეტრეს ძე ელიზბარაშვილი.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წლის 17 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა ნამდვილ წევრთა სია. დოკუმენტის მიხედვით, 1914 წელს თელავის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ: გიორგი ისაკის ძე ჩხუბიანაშვილი, გიორგი კონსტანტინეს ძე ციხისთავიშვილი (ციხისტოვი), იაგორ კირილეს ძე დათუნაშვილი, ნიკიფორე იესეს ძე მამინაიშვილი და ქეთევან ივანეს ასული რუსიევისა.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წლის 17 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა ნამდვილ წევრთა სია. დოკუმენტის მიხედვით, 1914 წელს თელავის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ: გარსევან პავლეს ძე კურდღელაშვილი, დიმიტრი იოსების ძე გაგუნაშვილი, ილია ივანეს ძე ვეფხვიშვილი და სვიმონ თევდორეს ძე მუმლაური.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წლის 17 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა ნამდვილ წევრთა სია. დოკუმენტის მიხედვით, 1914 წელს თელავის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ: ალექსი გიორგის ძე ლოლაძე, კონსტანტინე ფილიპეს ძე ყაზახაშვილი, რომან მიხეილის ძე კურდღელაშვილი და გიორგი მიხეილის ძე ტატიშვილი.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წლის 17 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა ნამდვილ წევრთა სია. დოკუმენტის მიხედვით, 1914 წელს თელავის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ: ალექსანდრე მიხეილის ძე პაატაშვილი, ნიკოლოზ ივანეს ძე მარკოზაშვილი, ვლადიმერ ანდრიას ძე ედილაშვილი და მიხეილ ალექსანდრე ძე ამონაშვილი.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წლის 17 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა ნამდვილ წევრთა სია. დოკუმენტის მიხედვით, 1914 წელს თელავის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ: გიორგი დავითის ძე ჩითაევი, ანტონ პავლეს ძე მაისურაძე, დავით ივანეს ძე ძეძამიძე და გიორგი დავითის ძე იორდანაშვილი.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წლის 17 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა ნამდვილ წევრთა სია. დოკუმენტის მიხედვით, 1914 წელს თელავის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ: მღვდელი გიორგი იოსების ძე ინაშვილი, თამარა ნიკოლოზის ასული მაჩაბლისა, ზაქარია მიხეილის ძე კლიმიაშვილი და ილია რომანის ძე ლომიძე.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წლის 17 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა ნამდვილ წევრთა სია. დოკუმენტის მიხედვით, 1914 წელს თელავის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ: დეკანოზი იოანე შიუკაშვილი, ალექსანდრე ზაქარიას ძე ბარნოვი, დავით პეტრეს ძე ლუკაშვილი და ესტატე მიხეილის ძე პაატაშვილი.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წლის 17 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა ნამდვილ წევრთა სია. დოკუმენტის მიხედვით, 1914 წელს თელავის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ: ალექსანდრე რევაზის ძე ვახვახიშვილი, შუამთის მონასტრის წინამძღოლი არქიმანდრიტი ნესტორი, ივანე იაკობის ძე გარსიაშვილი და გიორგი მიხეილის ძე ჯაფარიძე.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წლის 17 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა ნამდვილ წევრთა სია. დოკუმენტის მიხედვით, 1914 წელს თელავის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ: შუამთის მონასტრის იგუმენი ნიკოლოზი, თამარა ამბროსის ასული ხელაშვილისა, მარიამ იოსების ასული სოფრონოვისა და მღვდელი სარდიონ ნიკოლოზის ძე ალადაშვილი.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წლის 17 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა ნამდვილ წევრთა სია. დოკუმენტის მიხედვით, 1914 წელს თელავის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ: ვლადიმერ დავითის ძე გოგიაშვილი, ლონგინოზ ნიკოდიმის ძე ზაუტაშვილი, მიხეილ დავითის ძე მაჭავარიანი და სოფიო ალექსანდრეს ასული მაჭავარიანისა.