რეგისტრირებული ფაქტები92415
სორტირება თარიღი კლებადობით
1918
ტიპი: თანამდებობა
1918-1921 წლებში ალექსანდრე გედევანიშვილი უწყვეტად იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო მინისტრის მოადგილე (ამხანაგი) სამწყობრო-ოპერატიულ დარგში.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918-1921 წლებში ალექსანდრე გედევანიშვილი აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებასა და რეორგანიზაციაში.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლიდან ვარდენ წულუკიძე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების რიგებში მსახურობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლიდან ვარდენ წულუკიძე რესპუბლიკის სამხედრო სამინისტროს პირადი შემადგენლობის განყოფილების უფროსად მსახურობდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 1918-1921 წლებში გიორგი წულუკიძე ქართულ ჯარში მსახურობდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 1918-1921 წლებში ივანე ციციშვილი ქართულ ჯარში მსახურობდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების შემდეგ, 1918 წლის ზაფხულში ტარას ვაშაკიზე გენერალ მაზნიაშვილის შენაერთის შემადგენლობაში ჩაირიცხა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918-1921 წლებში ივანე ყაზბეგი მსახურობდა ქართულ ჯარში, სამხედრო სამინისტროს ადმინისტრაციული განყოფილების უფროსად.
1918
ტიპი: ღონისძიება
საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, 1918-1919 წლებში, აბელ მაყაშვილი ქართულ ჯარში ირიცხებოდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის სომხეთ-საქართველოს ომში აბელ მაყაშვილმა მოკლე დროში ეფექტურად აღკვეთა სომხური ნაწილების შემოჭრა საქართველოს ტერიტორიებზე, ახალქალაქის მაზრაში.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის სომხეთ-საქართველოს ომისას აბელ მაყაშვილი დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა ამ მხარის არამარტო ქართულ, არამედ სხვა ეროვნების მოსახლეობაშიც.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918-1921 წლებში დიმიტრი თოფურია საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი და პარტიის სამეგრელოს ორგანიზაციის ხელმძღვანელი იყო.
1918
ტიპი: ღონისძიება
საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 1918-1921 წლებში, დავით მაჭავარიანი ქართულ ჯარში მსახურობდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918-1921 წლებში დავით მაჭავარიანი სამხედრო სამინისტროში, სახალხო გვარდიის მთავარ შტაბში მსახურობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918-1921 წლებში დავით მაჭავარიანი ოფიცერთა საკრებულოს სასამართლოს თავმჯდომარე იყო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის იანვარში ლევან მაღალაშვილი შამქორთან მეთაურობდა თათართა დივიზიას, რომელიც შამქორში აწარმოებდა სისხლისმღვრელ ბრძოლებს კავკასიის ფრონტის დეზერტირად ქცეული გაბოლშევიკებული რუსული არმიის ქვედანაყოფების წინააღმდეგ.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ლევან მაღალაშვილი იყო ბორჩალოს მაზრის მოხალისე მუსლიმთა პოლკის მეთაური.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918-1919 წლებში ალექსანდრე ანდრონიკაშვილი რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს წევრი იყო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლიდან გიორგი ფურცელაძე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არმიაში მსახურობდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 1918 წლიდან, კირილე ქუთათელაძე ქართულ არმიაში მსახურობდა.

