რეგისტრირებული ფაქტები81245
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ალექსი, იაკობ და ბაღდასარ ღვთისავარის ძე მურადიშვილებს პატარა გარეჯვარში 9 დესეტინა სახნავ-სათესი და საბოსტნე ადგილები ჰქონდათ.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ალექსი, იაკობ და ბაღდასარ ღვთისავარის ძე მურადიშვილების პატარა გარეჯვარში მდებარე 9 დესეტინა სახნავ-სათეს და საბოსტნე ადგილებს.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ნინო ზურაბის ასულ ფავლენოვს საშაბუროში 123 დესეტინა და 2010 კვადრატული საჟენი ტყე, სახნავ-სათესი, სამოსახლო, საბაღე ადგილები და საძოვრები ჰქონდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ნინო ზურაბის ასულ ფავლენოვის საშაბუროში მდებარე 123 დესეტინასა და 2010 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს, სამოსახლო, საბაღე ადგილებსა და საძოვრებს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა სერგო ზაალის ძე მეღვინეთუხუცესის ბაიხოსა და ალავერდში მდებარე 31 დესეტინასა და 560 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს და სამოსახლო ადგილებს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ოქრო ივანეს ძე ჯავახოვის ძევერაში მდებარე 16 დესეტინასა და 1116 კვადრატულ საჟენ სახნავ-სათეს, საბაღე და სამოსახლო ადგილებს.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს სერგო ზაალის ძე მეღვინეთუხუცესს ბაიხოსა და ალავერდში 31 დესეტინა და 560 კვადრატული საჟენი ტყე, სახნავ-სათესი და სამოსახლო ადგილები ჰქონდა.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ოქრო ივანეს ძე ჯავახოვს ძევერაში 16 დესეტინა და 1116 კვადრატული საჟენი სახნავ-სათესი, საბაღე და სამოსახლო ადგილები ჰქონდა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 14 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნ. საძაგლიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას უშაგონში ნაპოვნი ძველი ფულები შესწირა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 14 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ოზურგეთში ლუკა კუპრაძემ, ილია შაინოვმა, ილარიონ ჭეიშვილმა და ლევან მიქელაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას თითო მანეთი შესწირეს, ივანე ჯაყელმა და მაქსიმე ნაკაიძემ – 20-20 კაპიკი.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 15 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სპარსეთის შაჰი ნასერ ალ-დინი თბილისში უნდა ჩამოსულიყო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 20 დეკემბრიდან 1902 წლის 20 ივნისამდე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ფოტოგრაფიის ქირა 1000 მანეთი უნდა გადაეხადა. ფაქტი ხელმოწერით დაადასტურეს: ნიკოლოზ ცხვედაძემ, ექვთიმე თაყაიშვილმა, დავით კარიჭაშვილმა და სხვა წევრებმა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 24 დეკემბერს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 39-ე სხდომას დაესწრნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, პეტრე მირიანაშვილი, არჩილ ჯორჯაძე და სხვ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 24 დეკემბერს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 39-ე სხდომას დაესწრნენ: ექვთიმე თაყაიშვილი, იაკობ ღულაძე, კონსტანტინე ჯაფარიძე, გიორგი დეკანოზიშვილი და სხვა წევრები.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 20 დეკემბრიდან 1902 წლის 20 ივნისამდე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ფოტოგრაფიის ქირა 1000 მანეთი უნდა გადაეხადა. ფაქტი ხელმოწერით დაადასტურეს: იაკობ ღულაძემ, ნიკოლოზ ელიავამ, კონსტანტინე ჯაფარიძემ და სხვა წევრებმა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 24 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა: ნიკოლოზ ცხვედაძემ, ნიკოლოზ ელიავამ, ივანე გომართელმა, არჩილ ჯორჯაძემ და სხვებმა ყვარელში სახალხო სამკითხველოს გახსნის საკითხი განიხილეს.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლიდან შალვა გიორგის ძე ამირეჯიბი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ბეჭდვით ორგანოში, გაზეთ „საქართველოში“ მუშაობდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 31 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა პეტრე უმიკაშვილის პასუხი გიორგი იოსელიანის მიმართ მოძრავი სკოლების შესახებ.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 26 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნესტერევი ქუთაისის ჯანდარმიის პოლკოვნიკი იყო.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 24 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე მიქაძე სადგომის გაქურდვაში ვასილ გომართელს ადანაშაულებდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 24 ივლისს ივანე ვოლობუევი კლდიდან გადავარდა და თავი გაიტეხა, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.