რეგისტრირებული ფაქტები81245
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1888
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1888 წლის 28 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რაფიელ ერისთავის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 28 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ლადო ალექსი-მესხიშვილის ხელმძღვანელობით ბათუმის დრამატული დასი რუსულ წარმოდგენებს მართავდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 20 აგვისტოს განათლების მინისტრ გიორგი ლასხიშვილის მოხსენების შემდეგ მინისტრთა საბჭომ იმსჯელა არსებულ სპეციალურ სასწავლებლებზე და დაადგინა: მიწისმზომელთა და რკინიგზის საშუალო ტექნიკური სასწავლებლები დარჩეს მთავრობის სასწავლებლად და გაეროვნდეს. ასევე დადგინდა თბილისის I და II კომერციული სასწავლებლების, თბილისის სავაჭრო, საფერშლო (ნავთლუღში და მიხეილის საავადმყოფოსთან), ქუთაისის კომერციული, ბორჯომის, სიონისა და ფოთის სახელოსონო სასწავლებელთა გაეროვნება, გორის სასულიერო სასწავლებლის საშუალო სამეურნეო სასწავლებლად გადაკეთება და სხვ.
1904
ტიპი: თანამდებობა
1904 წლის 20 მაისიდან 1917 წლის 15 ნოემბრამდე კონსტანტინე დავითის ძე ანთაძე ცხრაწყაროს საეკლესიო სამრევლო სკოლის რჯულის მასწავლებლად მუშაობდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წელს ვალერიან გუნიას რედაქტორობით გამოცემული „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ფოთის საქალაქო არჩევნები 8 სექტემბერს უნდა გამართულიყო.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, 12 აგვისტოს ფილიმონ ქორიძემ, მარტვილის დაბა ნაოღალევში, მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო მოაწყო.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 29 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სტეფანე ხოჯივანიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას საჩუქრად მის მიერ ნათარგმნი მოთხრობის „ცეცხლი თუ გაძლიერდა, ვეღარ გააქრობ“ 20 ეგზემპლირი გაუგზავნა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 29 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იასონ გელოვანის ხელმძღვანელობით ქუთაისიდან ონამდე ახალი გზა დააგეს, რომელზეც ფოსტის სადგურები განათავსეს.
1904
ტიპი: თანამდებობა
1904 წლის 20 მაისს მღვდელი კონსტანტინე დავითის ძე ანთაძე მარილისის სამრევლოდან ცხრაწყაროს სამრევლოში გადაიყვანეს.
1904
ტიპი: თანამდებობა
1904 წლის 20 მაისს კონსტანტინე დავითის ძე ანთაძე შორაპნის მაზრის სასულიერო გამომძიებლად დაინიშნა.
1904
ტიპი: თანამდებობა
1904 წლის 20 მაისს კონსტანტინე დავითის ძე ანთაძე ცხრაწყაროს საეკლესიო სამრევლო სკოლის გამგედ დაინიშნა.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 16 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ ნასყიდაშვილს გორში სანთლის საწყობი ჰქონდა ჩაბარებული.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ელენე ზაქარიას ასულ გრუზინსკის ლისში 106 დესეტინა და 2265 კვადრატული საჟენი ტყე, სახნავ-სათესი ადგილები და საძოვრები ჰქონდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ელენე ზაქარიას ასულ გრუზინსკის ლისში მდებარე 106 დესეტინასა და 2265 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს ადგილებსა და საძოვრებს.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს გიორგი დიმიტრის ძე ჯომარჯიძეს წედისში 51 დესეტინა და 611 კვადრატული საჟენი ტყე, სახნავ-სათესი ადგილები და საძოვრები ჰქონდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა გიორგი დიმიტრის ძე ჯომარჯიძის წედისში მდებარე 51 დესეტინასა და 611 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს ადგილებსა და საძოვრებს.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ივანე და ალექსანდრე დიმიტრის ძე აბაშიძეებს ზიარში 229 დესეტინა და 30 კვადრატული საჟენი სამოსახლო ადგილები და საძოვრები ჰქონდათ.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ივანე და ალექსანდრე დიმიტრის ძე აბაშიძეების ზიარში მდებარე 229 დესეტინასა და 30 კვადრატულ საჟენ სამოსახლო და საძოვარ ადგილებს.