საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89807

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 3 აგვისტოს ლანჩხუთის სკოლის დარბაზში ვალერიან გუნიას ხუთმოქმედებიანი დრამა „და-ძმა“ წარმოადგინეს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 7 აგვისტოს ლანჩხუთის სკოლის დარბაზში წარმოდგენილ საქველმოქმედო სპექტაკლში მონაწილეობდნენ წილოსანი, ძმები – სიმონ დავითის ძე გუგუნავა და დ. გუგუნავა და სხვ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1987 წლის 7 აგვისტოს ლანჩხუთის სკოლის დარბაზში წარმოდგენილ ვალერიან გუნიას დრამატულ სპექტაკლს „და-ძმა“ ბევრი მაყურებელი დაესწრო. შემოსავალი 70 მანეთს აღემატებოდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1987 წლის 7 აგვისტოს ლანჩხუთის სკოლის დარბაზში ქველმოქმედების მიზნით წარმოდგენილი სპექტაკლის ბილეთების გაყიდვას დარია ქავთარაძისა მეთაურობდა.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 10 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, ექიმი კორონა თბილისის მოქალაქეთა მიერ დაარსებულ სამკურნალოში პაციენტებს სამშაბათობით და შაბათობით მიიღებდა.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 10 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, ექიმი მელიქ-ფარსადანოვი თბილისის მოქალაქეთა მიერ დაარსებულ სამკურნალოში პაციენტებს ოთხშაბათობით და პარასკეობით მიიღებდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 7 აგვისტოს ლანჩხუთის სკოლის დარბაზში წარმოდგენილ საქველმოქმედო სპექტაკლში ლაზარე ჯორბენაძე მონაწილეობდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 7 აგვისტოს ლანჩხუთის სკოლის დარბაზში წარმოდგენილ საქველმოქმედო სპექტაკლში უშანგი კვიტაიშვილი და მამულაიშვილი მონაწილეობდნენ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 7 აგვისტოს მღვდელ მ. ტყემალაძის ოჯახზე თავდასხმის შემდეგ მძარცველები სურამის მთისკენ გაიქცნენ. მათ შორაპნის მაზრის უფროსი ბ. ჯაყელი დაედევნათ.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 7 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ბ. ჯაყელი შორაპნის მაზრის უფროსი იყო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 19 თებერვალს იუნკრებმა ტაბახმელაში შენიშნეს მათკენ მომავალი ჯარი, რომელიც ლეიტენანტ ალექსანდრე ანდრონიკაშვილს ლეკების დამხმარე რაზმი ეგონა, მაგრამ ბოლშევიკების არმია აღმოჩნდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 18 თებერვალს ტაბახმელაში მებრძოლი იუნკრების სკოლის მოსწავლეები ნოე ჟორდანიამ და გიორგი კვინიტაძემ მოინახულეს.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 17 თებერვალს იუნკერთა სკოლის მოსწავლეები, მათ შორის ნიკოლოზ მათიკაშვილი, ტაბახმელაში იყვნენ და ბრძოლისთვის ემზადებოდნენ.

1865

ტიპი: გარდაცვალება

1865 წლის 25 მაისს სოფ. ბოსლევის წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის მღვდელი ლუკა კაპანაძე გარდაიცვალა.

1866

ტიპი: თანამდებობა

1866-90 წლებში იოსებ გრიგოლის ძე მჭედლიძე სოფ. ბოსლევის წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის მღვდელი იყო.

1865

ტიპი: თანამდებობა

1865 წელს ლუკა კაპანაძე სოფ. ბოსლევის წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის მღვდელი იყო.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს იოანე ვასილის ძე ფერაძე სოფ. ბოსლევის წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის მღვდელი იყო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 19 თებერვალს ტაბახმელაში მებრძოლ იუნკრებს გენერალმა ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა შეატყობინა, რომ გენერალმა მაზნიაშვილმა მტრის ყველა შეტევა მოიგერია, გამთენიისას თვითონ გადავიდა იერიშზე, 1500 ტყვე აიყვანა და მტერი უკან იხევდა.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს იოანე ვასილის ძე ფერაძე სოფ. ბოსლევის წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის მღვდელი იყო.

1813

ტიპი: თანამდებობა

1813 წელს ბესარიონ გიორგის ძე მხეიძე სოფ. ბუეთის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი იყო.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906-11 წლებში დავით დარისპანის ძე სუხიაშვილი სოფ. ბოსლევის წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის მღვდელი იყო.

1890

ტიპი: თანამდებობა

1890-1906 წლებში ვასილ დავითის ძე ფერაძე სოფ. ბოსლევის წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის მღვდელი იყო.

1863

ტიპი: თანამდებობა

1863 წელს სიმონ ნასყიდას ძე სირბილაძე სოფ. ბუეთის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი იყო.

1848

ტიპი: თანამდებობა

1848 წლამდე ბესარიონ გიორგის ძე მხეიძე სოფ. ბუეთის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი იყო.

1934

ტიპი: ავტორობა

1934 წელს პარიზში ჟურნალ „მხედრის“ №17-ში გენერალ გიორგი კვინიტაძის წერილი „ჩემს იუნკრებს“ დაიბეჭდა.